Digest Logo

10 რჩევა 30 წელს გადაცილებულთათვის - ცხოვრება იწყება ახლა!

 18:23 ორშ. 4 იანვარი
30 წელს გადაცილებულმა უნდა
იცოდეთ

მოწიფულობაში შესულ ქალს, რომელსაც ჩამოყალიბებული გემოვნება და შეხედულებები აქვს; ქალს, რომელმაც იცის, რა სურს ცხოვრებისგან ბალზაკის ასაკის ქალად მოიაზრება და ის 30 წელს გადაცილებული ქალია. ტერმინი 1831 წლიდან დამკვიდრდა, როდესაც ფრანგი მწერლის, ონორე დე ბალზაკის რომანი „30 წლის ქალი" გამოვიდა.

მაშ ასე, მოკალათდით დაიწყეთ კითხვა და თუ 30 წელს გადაცილებული ხართ, ჩაუტარეთ თქვენს თავს მინიგამოცდაც.

10რამ, რაც 30 წლის ასაში უნდა იცოდეთ

როდესაც ისაია ჰენკელი (ის შედის ჟურნალი «Fortune»-ის 500- საუკეთესო ბიზნეს კონსულტანტის სიაში) ჰენკელს 33 წელი შეუსრულდა მან გაიხსენა ყველა კარგი რჩევა,რომელიც წლების წინ მიიღო. კარგი რჩევა როგორც წესი ჩნდება არსაიდან, მაშინ როცა ყველაზე ნაკლებად ელოდებით. თქვენ უბრალოდ იცხოვრებთ საკუთარი ცხოვრებით, მანამ სანამ უცებ ვიღაც არ მოვა და არ მოგცემთ ისეთ რჩევას, რომელიც მთლიანად გადაატრიალებს თქვენ მსოფლმხედველობას. ეს შეიძლება არ მოხდეს ეგრევე, მაგრამ ადრე თუ გვიან ნათქვამი შეიძენს აზრს და მიხვდებით თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება სხვადასხვა სიტუაციაში.

აი ის 10 რჩევა, რომლებიც ჰენკელის აზრით, აუცილებლად უნდა იცოდე ოცდაათწლამდე.

არ მოიქცეთ ბუზივით, რომელიც შუშას ეჯახება.

ეს რჩევა ისაიამ კოლეჯში ჭიდაობის მწვრთნელისგან მიიღო: „მან ეს ვარჯიშის დროს მითხრა, ის ცდილობდა ჩემი ერთფეროვანი ბრძოლის სტილი შეეცვალაა. ამ რჩევამ შეცვალა ჩემი აზროვნება: მე უბრალოდ სირთულეებს კი აღარ ვებრძოდი, ვეძებდი გზას სირთულეების დასაძლევად“.

არ გქონდეს 100 რუბლი, გყავდეს 100 მეგობარი!

ჰენკელს კოლეჯში სწავლის დროს ეს ფრაზა მეგობრისგან თითქმის ყოველდღე ესმოდა. ცოტახნის მერე ისაია მიხვდა,რომ მისი მეგობარი სწორი იყო: 'ნაცნობები —ეს თქვენი მთავარი აქტივია. მასშტაბების გაფართოვებისთვის ერთადერთი გზა მისი გაზრდა და საკუთარი შესაძლებლობების დანახვაა — როგორც პირადი ასევე პროფესიონალური თვალსაზრისით, — ამაში თქვენ თანამოაზრეთა ჯგუფი დაგეხმარებათ~.

რაც უფრო ცოტას საუბრობთ მით უფრო მეტს გისმენენ

ასპირანტურაზე სწავლის ბოლო წელს ისაია გაწევრიანდა უნივერსიტეტის ორატორების კლუბში, მას თავისი სპიკერის უნარჩვევების გაუმჯობესება უნდოდა და სწორედ ამ დროს გაიგო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ:

„ერთ-ერთმა ლიდერმა მითხრა, რომ ხალხი უფრო გულმოდგინედ მომისმენს მაშინ როცა ცოტას ვისაუბრებ და რაც უფრო დიდ დრამატულ პაუზას გავაკეთებ.

საჯარო გამოსვლას ან ნებისმიერ სხვა ზეპირი კომუნიკაციის დროს სიჩუმე ყველაზე მძლავრი იარაღია. დუმილი აუდიტორიას აიძულებს ყურადღება მიაქციოს ორატორს, ამ დროს ინფორმაციის მიწოდება უფრო მარტივი და ეფექტური ხდება“.

შეწყვიტე ტირილი ეს უბრალოდ სისხლია

ეს სიტყვები 5 წლის ისაიას მამამ უთხრა „როდესაც მუხლი ვიტკინე მე სისხლის დანახვის გამო ვტიროდი და არა იმიტომ,რომ მტკიოდა. ამ რჩევაზე მაშინ ვფიქრობ როდესაც ცხოვრებაში ნამდვილ სირთულეებს ვაწყდები. ეს უცნაურად შეიძლება გეჩვენოთ, მაგრამ როდესაც პირველადი შთაბეჭდილება გადაივლის თქვენ დაინახავთ, რომ სიტუაცია არც ისეთი საშინელია როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა“.

თქვენ — არ ხართ ერთადერთი „მე“ კომპანიაში

ეს ფრაზა ისაიამ მოისმინა რამდენიმე წლის წინ თავისი ასისტენტებისგან, დიდი პრეზენტაციის დაწყებამდე: „მე თავს მომავალი მოქმედების გმირად ვთვლიდი და არ მეგონა, რომ ჩემი მსმენელებიც იმავეს გრძნობდნენ. მაგრამ როდესაც ყურადღება საკუთარი თავიდან აუდიტორიაზე გადავიტანე, პრეზენტაცია ყველას მოეწონა“.

გსურს საკუთარი თავის გაცნობა? — იმუშავე გაყიდვებში

ისაიას ახალი დაწყებული ჰქონდა თავისი კარიერა გამოყენებითი მეცნიერების სფეროში,როდესაც მეგობრისგან ეს რჩევა მიიღო. ამ ფრაზამ დააფიქრა ახალგაზრდა მეცნიერი: "მე მეგონა, რომ სამეცნიერო ხარისხის აღება, ექსპედიციებში სიარული და სწავლება იყო ყველაზე ძნელი რამ, რაც ოდესმე გამიკეთებია". გაყიდვა —ეს ყველაზე რთული საქმიანობაა. მე არანაირი პატივისცემა არ მქონია გაყდვებში მომუშავე ხალხის მიმართ. ვფიქრობდი, რომ ისინი იყვნენ ეშმაკი, თაღლითი და აფერისტი ხალხი. მაგრამ ახლა მესმის, რომ ნებისმიერი ბიზნესი საკუთარ არსებობას სწორედ გაყიდვებში მომუშავე ხალხს უნდა უმადლოდეს. ასე თუ ისე ყველა საქმე მოითხოვს საკუთარი თავის ან სხვა რამის გაყიდვას. თუ თქვენ გინდათ საკუთარი თავის უკეთ გაცნობა, მაშინ იპოვეთ ისეთი სამსახური საიდანაც გეგმის შეუსრულებლობის გამო გაგაგდებენ“.

თუ გარეგნულად კარგად გამოიყურებით ეს არ ნიშნავს, რომ შინაგანადაც ყველაფერი კარგად გაქვთ

ისაიამ ეს თავისი კოლეჯის დროინდელი შეყვარებულისგან მოისმინა: „ეს იყო ჩემი პირველი კურსი, სპორტული სეზონი დასრულდა და დღეში ორჯერ ვვარჯიშობდი,ყოველ საღამოს წვეულებებზე დავდიოდი. ერთხელ როცა ძალიან გამომწვევად ვიქცეოდი,ვცეკვავდი და თან კუნთებს ვათამაშებდი ჩემმა მეგობარმა გოგონამ მითხრა: რადგან გარეგნულად კარგად გამოიყურები ეს არ ნიშნავს,რომ შინაგანადაც წესრიგში ხარო. ამ სიტყვების მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ მარტო

კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნა არ ნიშნავდა კარგად ყოფნას.... ამიტომ შევამცირე წვეულებების რაოდენობა და დრო საკუთარ ორგანიზმს დაუთმე“.

ყველაფერი რასაც სამუშაოს დაწყებიდან 5 საათის შემდეგ აკეთებთ — უაზრობაა

ეს სიტყვები ისაიამ ასპირანტურაზე სწავლის დროს სადისერტაციო საბჭოს ერთ-ერთი მონაწილისგან მოისმინა: „მე ამ პრინციპს დღემდე ვიყენებ. ეს კონსულტანტი მე სადისერტაციო ნაშრომის დაწერისას რჩევებს მაძლევდა.ის გულისხმობდა, რომ თუ თქვენ 5 საათის განმავლობასი შეუსვენებლად აკეთებთ რამე რთულ საქმეს, ამ დროს გეხარჯებათ ძალიან დიდი ენერგია და უფრო მეტის გასაკეთებლათ წვალება უაზრობაა. ამ მოსაზრებას უამრავი კვლევა ადასტურებს. ამიტომ სამუშაოს დაწყებისას

ხუთ საათს ვხარჯავ მნიშვნელოვანი საკითხებისათვის, ხოლო „ნაკლებად მნიშვნელოვან" საქმეებს კი მოგვიანებით, იმ დღესვე ვაკეთებ“.

გააკეთეთ ყოველდღიური ჩანაწერები

ეს რჩევა ჰენკელმა კოლეჯში სწავლის დროს პროფესორისგან მიიღო, რაც დღემდე ახსენებს მას, რომ ყოველდღე უნდა მიაღწიოს პატარა პროგრესს მაინც და თან უნდა ჩაიწეროს კიდეც საკუთარი მიღწევები. ზრდა ადამიანის ძირითადი მოთხოვნილებაა, მაგრამ თუ თქვენ არ ზომავთ მას, ვერ იზრდებით.

თუ თქვენ მოგწონთ რამე იდეა ეს არ ნიშნავს, რომ ის კარგი იქნება

ისაიამ ეს წესი გრეტჰენ რუბინის (Gretchen Rubin) წიგნის («პროექტი ბედნიერება » (The Happiness Project)) წაკითხვის მერე ჩამოაყალიბა: „მე ძალიან მიზიდავს იდეა ვეწვიო ცოცხალ კონცერტს ან რამე მსგავს დიდ ღონისძიებას, მაგალითად როგორიცაა Burning Man, ანდაც ჩავიცვა კოსტიუმი და ყოველ დღე გამოვიდე სიტყვით, როგორც ჰარვი - სერიალიდან "ფორს მაჟორი"(Suits). მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი არაა. როდესაც შენ მოგწონს ვინმეს იდეა ეს არ ნიშნავს, რომ მოგწონთ ის ადამიანი ან ნივთი. იმისთვის, რომ იყოთ კმაყოფილი საკუთარი თავით და საკუთარი ცხოვრებით საჭიროა — განასხვავოთ ის რაც გიყვართ და ის რაც უბრალოდ მოგწონთ.

თუ ვინმეს არ უყვარხართ ისეთი, როგორიც ხართ, მაშინ მიუთითეთ მას კარისკენ

ეს რჩევა ისაიამ შემთხვევითი საუბრის დროს მოისმინა და მას შემდეგ ეს სიტყვები

ცნობიერებაში მყარად ჩაჯდა,რამაც შეცვალა მისი ცხოვრება : „მე ძალიან ბევრი დრო დავხარჯე იმ

ადამიანების ცნობიერების შესაცვლელად, რომლებსაც არ ვუყვარდი. ეხლა მე მობილიზირებული ვარ იმ ადამიანებზე, რომლებსაც მოვწონვარ და იმ მილიარდობით ადამიანზე, რომლებიც ჯერ არ მიცნობენ, მაგრამ ვიცი, რომ მათ უმრავლესობას მოვეწონები“.

და ბოლოს აუცილებლად გაგვიზიარეთ რომელია ყველაზე კარგი რჩევა, რომელიც ოდესმე მიგიღიათ? რაში დაგეხმარათ ის?


„ქართული ოცნების“ ლიდერები დასავლეთ საქა...

22 წუთის წინ

დიმიტრი სამხარაძე, ირაკლი
კობახიძე, მამუკა
მდინარაძე

VIDEO: ჰამოდი, შემოაღე ნელა კარი – სააკა...

32 წუთის წინ

სააკაშვილი

ლიბერთის ახალი პროექტი „შეხვედრები ახლებ...

20:34

ლიბერთი ბანკის ახალი
პროექტი - შეხვედრები
ახლებურად


„ქალწული არ აღმოჩნდა, ვაპატიე... ბაბუის...

19:26 შაბ. 18 სექტემბერი

ლენტი ავარია

VIDEO: „გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩვენი ოჯახ...

19:49 შაბ. 18 სექტემბერი

ნიკა კვარაცხელიას ოჯახი

„უდიპლომო სასიძო“ კორონავირუსს ემსხვერპლ...

19:26 შაბ. 18 სექტემბერი

კოტე მგალობლიშვილი

„ორი ყველაზე დიდი მიზნიდან ერთ-ერთი ჩემი...

16:34

ირაკლი ნოზაძის ცოლი

„ამას რაც ასაკი ემატება, უფრო სიმპათიური...

16:22 შაბ. 18 სექტემბერი

ანრი ჯოხაძე

VIDEO „რავარც იქნა სამსახური ვიშოვე“ - ნ...

20:35 პარ. 17 სექტემბერი

გოგი წულაია

„ეს ჩემთვის და მისთვის სიცოცხლის გაგრძელ...

20:13

ლევან რატიანი ექიმი 2020

„არც ერთი არ მანდე და არ დამიტოვე გასაზრ...

19:56

ნატო ფხაკაძე

გოგა ხაინდრავა: „ვიკილიქსის“ ეპოქაში არა...

19:54

კინორეჟისორი გოგა
ხაინდრავა Digest.ge

გოგა ხაინდრავა: ჩემთვის მძიმე წარმოსადგე...

19:18

კინორეჟისორი გოგა
ხაინდრავა - Digest.ge

ირაკლი კობახიძე - ფიცი გვწამს და ბოლო გვ...

19:15

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Digest.ge

საკუთარ დაბადების დღეზე საზარელმა ავარია...

19:09

ბიჭი

ირაკლი კობახიძე - „ხარი ხართან დააბი“ არ...

19:08

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე, საქართველოს
ყოფილი პრემიერ-მინისტრი
გიორგი გახარია Digest.ge

ირაკლი კობახიძე: ნარკოდამოკიდებულება არ...

19:02

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Digest.ge

პოპულიზმის კლასიკური ნიმუშია, როცა ადგილ...

18:53

ეკონომისტი პაატა
ბაირახტარი, „სტრატეგია
აღმაშენებლის“ ლიდერი
გიორგი ვაშაძე