Digest Logo

10-დან 25 წლამდე მსხვერპლს გარეთ არჩევდა, აუპატიურებდა, სცემდა და აწამებდა - სერიული მკვლელის გაუხმაურებული ამბავი

 13:05 სამ. 4 მაისი
ტრაგედია ინდონეზიაში

ჯონ უეინ გეისი
მეტსახელი - მკვლელი კლოუნი, პოგო
მსხვერპლი - 33
დაბ./გარდ. თარიღი - 17.03.1942 - 10.05.1994
ზოდიაქო - თევზები

ჯონ უეინ გეისი, ამერიკელი სერიული მკვლელი, დამნაშავედ ცნეს 33 ბიჭის მკვლელობაში, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც.

არაა გასაკვირი, რომ ჯონ უეინ გეისის პიროვნება ადამიანთა ნაწილში იწვევდა აღფრთოვანებას, მეორე ნაწილში კი შურს. ის იყო შესანიშნავი ბიზნესმენი, რომელიც ხარჯავდა თავის დროს არა მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმებაში, არამედ ხალხის გახალისებაში. ჯონი ახალისებდა ყველა დღესასწაულს თავისი კლოუნის პერსონაჟით.

ადამიანები, რომლებიც იცნობდნენ გეისს, ახასიათებდნენ როგორც ხელგაშლილ, კეთილ და შრომისმოყვარე ადამიანს. თუმცა, მის პიროვნებას ჰქონდა მეორე „ბნელი“ მხარე.

ჯონ უეინ გეისი 1942 წელს ჩიკაგოში დაიბადა. როგორც სერიული მკვლელების უმრავლესობას, მასაც რთული ბავშვობა ჰქონდა. მამამისი ხშირად სვამდა და ფიზიკურად უსწორდებოდა ცოლს. ჯონის მამა ცოლს სცემდა მაშინაც კი, როდესაც იგი ფეხმძიმედ იყო.

ამან დიდი გავლენა მოახდინა გეისის ფსიქიკაზე. დაბადებიდან ჯონს ჰქონდა პრობლემები, რომლებიც დაკავშირებული იყო გენეტიკასთან. გეისი ბავშვობაში სუსტი იყო და ხშირად ავადმყოფობდა. 4 წლის ასაკიდან ხშირად კარგავდა გონებას. 5 წლისას დაუდგინეს სიმსივნის დიაგნოზი. რომელიც შემდეგ ოპერაციის გზით მოაშორეს.

17 წლის ასაკში, როდესაც პირველად ჰქონდა სექსუალური კავშირი საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან, გონება დაკარგა, რის გამოც გაუჩნდა არასრულფასოვნების კომპლექსი. ერთი წლის შემდეგ გეისმა მიატოვა სკოლა და გადავიდა ლას-ვეგასში საცხოვრებლად, სადაც შეძლო მორგში მუშაობის დაწყება. სამი თვის შემდეგ მორგის უფროსმა განუცხადა პოლიციას, რომ ჯონი ამყარებდა სექსუალურ კავშირს გვამებთან. მაგრამ მაშინ პოლიციას ყურადღება არ მიუქცევია გეისისთვის.

1964 წელს გეისი გადავიდა საცხოვრებლად ქალაქ ვატერლოუში, აიოვას შტატში. ამავე წელს მან ცოლად მოიყვანა მერილინ მეიერსი და გახდა სწრაფი კვების ობიექტის ხელმძღვანელი, რომელიც მის სიმამრს ეკუთვნოდა.

გეისი ყოველდღიურად 12 საათზე მეტს მუშაობდა, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა იგი გვიანობამდე მუშაობდა არა მხოლოდ მისი შრომისმოყვარეობის გამო, ასევე პათოლოგიური სიყვარულის გამო მოზარდებისადმი. გეისი აიძულებდა ობიექტზე მომუშავე მოზარდ ბიჭებს ჰქონოდათ მასთან სექსუალური კავშირი. ამ ყველაფერზე მოზარდები ჩუმად იყვნენ რადგან ეშინოდათ უფროსის მუქარის. არ შეშინებია მხოლოდ ერთ მოზარდს, 15 წლის დონალდს. რომელმაც მაშინაც კი არ გამოიტანა სარჩელი პოლიციიდან როდესაც იგი სასტიკად სცემეს.

1968 წელს გეისი დააპატიმრეს და ამავე წელს გაიმართა მისი პირველი სასამართლო,სადაც გეისი ცნეს დამნაშავედ 3 მოზარდის გაუპატიურებაში და მიუსაჯეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მაგრამ 18 თვის შემდეგ, გეისი გაათავისუფლეს ციხეში კარგი მოქცევის გამო. გეისის და მერილინის ოჯახი სასამართლოს შემდეგ დაინგრა.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ გეისი გადავიდა საცხოვრებლად ჩიკაგოს გარეუბანში 1971 წელს, სადაც დაკავდა სამშენებლო ბიზნესით. ამავე წელს იგი შევიდა ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიულ პარტიაში. ერთი შეხედვით ეწეოდა ჩვეულებრივ კანონიერ ცხოვრებას, მაგრამ როდესაც 1972 წელს გეისმა ცოლად მოიყვანა სკოლის მეგობარი კეროლინ ჰოფტი, ამ დროს ის უკვე მკვლელი იყო.

პირველი მკვლელობა გეისმა ჩაიდინა 1975 წლის 2 იანვარს. თავის ჰომოსექსუალ პარტნიორთან ტიმოტი მაკკოისთან გატარებული ღამის შემდეგ გეისი საწოლზე ისვენებდა, როდესაც ტიმოტი საძინებელ ოთახში სამზარეულოს დანით შემოვიდა. გეისს ძალიან შეეშინდა, და თავის დაცვა სცადა. თავდაცვის მომენტში მას შემოაკვდა თავისი ახალგაზრდა შეყვარებული. მოგვიანებით, როდესაც გეისი გავიდა სამზარეულოში და გაარკვია, რომ ტიმოტი უბრალოდ სადილს ამზადებდა მათთვის, გეისი დიდად არ შეწუხებულა მკვლელობით. რადგან მან დიდი სიამოვნება მიიღო ჯერ ჩხუბით, ხოლო შემდეგ მკვლელობით.

მეორე და ამავდროულად ბოლო ქორწინებამაც დიდხანს ვერ გასტანა. გეისი მიხვდა რომ ჰეტეროსექსუალური კავშირები მისთვის არ იყო. 1975 წელს ცოლმა ის მიატოვა. განქორწინების შემდეგ აღარაფერი უშლიდა გეისს ხელს, რომ გაეგრძელებინა თავისი საქმიანობა.

იმავე წელს ჯონმა საბავშვო დღესასწაულებზე კლოუნის ფორმით გამოსვლა დაიწყო. გეისის და თავის ცოლს დამთავრებული არ ჰქონდათ დოკუმენტების გაფორმება გაყრაზე, გეისს კი უკვე მიყვანილი ჰყავდა სახლში შემდეგი გეი მოზარდი. მეორე მსხვერპლი. მეორე მკვლელობიდან 2-3 წუთში გეისის სახლში მივიდა კეროლინი მაგრამ ვერაფერი ვერ შეამჩნია. გეისი შეშინებული იყო და სხეული სასწრაფოდ ავტოფარეხში გადამალა. რის შემდეგადაც მკვლელობებს უფრო ზუსტად გეგმავდა.

მკვლელობის გეგმა შემდეგნაირი იყო: საღამოობით გეისი დასეირნობდა მანქანით და არჩევდა მსხვერპლს, ათიდან ოცდახუთ წლამდე. შემდეგ ეცნობოდა და თავისთან მოჰყავდა სახლში, აუპატიურებდა, სცემდა და აწამებდა. ეს ყოველივე კი ძალიან დიდხანს გრძელდებოდა. წამებებს შორის კი გეისი მსხვერპლს ბიბლიას უკითხავდა. შემდეგ კლავდა და სარდაფში მალავდა, როდესაც სარდაფი გადაივსო, მდინარეში აგდებდა. ზოგ შემთხვევაში მსხვერპლი თავად მიდიოდა გეისთან სამშენებლო კომპანიაში სამსახურის დაწყების მიზნით. გეისი პატიჟებდა მათ გასაუბრებაზე, რის შემდეგაც იწყებოდა მისი „თამაში“.

ფსიქოლოგიურმა ექსპერტიზამ წარმოადგინა მთელი რიგი დარღვევები მკვლელის ფსიქიკაში. კერძოდ: ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, სექსუალური დარღვევები, რეალობის დამახინჯებულად აღქმა და არაადეკვატურობა.

1980 წელს დაიწყო სასამართლო რომელიც იმავე წლის 13 მარტს დამთავრდა. სასამართლომ გეისი ცნო დამნაშავედ 33 ადამიანის მკვლელობაში და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

სიკვდილით დასჯის წინა დღეს კი ამერიკული ტრადიციით გამოკვებეს ისე, როგორც გეისის სურდა. მისი არჩევანი იყო: კრევეტები, შემწვარი წიწილა, მარწყვი და შემწვარი კარტოფილი. მისი ბოლო სიტყვები იყო „kiss my ass“ (მაკოცეთ უკანალზე).


რომელი ყვავილია თქვენი ზოდიაქოს თილისმა?

23 წუთის წინ

ზოდიაქო

Google 10 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

48 წუთის წინ

Google

ღალატის გამო დანგრეული ოჯახები

21:59

სელებრითები


მეცნიერებმა დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მა...

13:10

დედამიწა

თევზი-ვამპირი დეპრესიისა და შფოთვის მკურ...

13:44

თევზი

მოტყუებით ქორწინება, 17-წლიანი ძალადობა...

13:10

პოლიციის ლენტი

ვის შეუძლია, განსაზღვროს, რომ ე.წ. „ქოუჩ...

17:26

გია მურღულია

„ჩემს თავს უყურებ? ხომ კარგად პრიალებს?...

16:32

ცაგარელი

ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას რომანტ...

15:28

ირაკლი და ლიზა

საქართველოში, შესაძლოა, რეგულაციების შემ...

21:24

პოლიცია, კომენდანტის
საათი

არ შეიძლება არ ითქვას იმ უდიდეს ღვაწლზე,...

20:09

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Digest.ge

ერთ-ერთ უძველეს თეატრს მრავალი ათეული წლ...

19:05

გია აბაშიძე - ანალიტიკოსი

„აქტიურად მიდის მსჯელობა ე.წ. კომენდანტი...

18:59

თამარ გაბუნია

სასიხარულო ამბავია ოზურგეთის თეატრის ახა...

18:58

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი - Digest.ge

ვასილ ჩიგოგიძე: უღრმესი მადლობა ფონდ „ქა...

18:46

ოზურგეთის დრამატული
თეატრის დირექტორი ვასილ
ჩიგოგიძე Digest.ge

თამთა მეგრელიშვილი: ოზურგეთის თეატრი - ქ...

18:43

იურისტი თამთა
მეგრელიშვილი

კახეთში, სკოლის ბოლო ზარზე, ავარია მოხდა...

18:34

საპატრულო პოლიციის ლენტი

დედამიწას 118-მეტრიანი ასტეროიდი უახლოვდ...

18:09

დედამიწა