Digest Logo

თუ მოინდომებ შეძლებ - ამ რეცეპტით პასკა გამოდის მძიმე და ნოტიო

 16:06 კვი. 25 აპრილი
პასკები

ეს არის პასკის ცნობილი რეცეპტი. ამ მეთოდით გაკეთებული პასკა ძალიან გემრიელი  და ნოტიო გამოდის. მაშ ასე:

დაგჭირდებათ:
10 კვერცხი

1. 200 შაქარი

3 კგ. ფქვილი

მშრალი საფუარი დიდი შეკვრის ნახევარზე ცოტა მეტი

1 ლიტრი რძე

250 გრამი მარგარინი

250 გრამი კარაქი

1 ჭიქა ზეთი

300 გრამი შავი ქიშმიში, ცუკატები სურვილის მიხედვით

მომზადება:

ნახევარ ლიტრა თბილ რძეში გახსენით საფუარი 6 სუფრის კოვზი, 1 ჩაის კოვზი შაქარი დაუმატეთ რომ კარგად
აფუვდეს

მეორე ნახევარ ლიტრა თბილ რძეში გახსენით ცხიმი, მარგარინი, კარაქი, ნახევარი ჭიქა ზეთი.

ცალკე 10 კვერცხის ცილა კარგად ამოიყვანეთ(ოთახის ტემპერატურის კვერცხის ცილა უფრო კარგად ამოდის), დაუმატეთ 10 სუფრის კოვზი შაქარი, მწიკვი მარილი და კარგად აურიეთ.
ცალკე 10 კვერცხის გულისგან და დარჩენილი შაქრისგან ვაკეთებთ გოგლიმოგლს, კარგად ათქვიფეთ გათეთრებამდე.

გოგლიმოგლს დაუმატეთ გამზადებული ბეზე და კარგად აურიეთ.

ცალკე დიდ თასზე დავყრით 3 კგ ფქვილს დავასხამთ საფუარიან და ცხიმიან ზეთს, კარგად აურიეთ და შეაზილეთ კვერცხიანი მასა, კარგად აურიეთ, დაუმატეთ დარჩენილი ნახევარი ჭიქა ზეთი და კარგად მოზილეთ ცომი.
ცომს ამოსასვლელად ჭირდება 6 საათი.ღამით მოზილეთ შეფუთეთ თბილად და დილით უკვე მზად არის, ღამე ჩაზელვა არ ჭირდება.

დილით ამოსული ცომი ჩაზილეთ

კარგად, დაუმატეთ ქიშმიში, თქვენი სურვილის მიხედვით თუ გნებავთ ცუკატები, 1 ცალი ლიმონის ცედრა, ვანილი, ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი, ილი, მწიკვი დარიჩინი და მიხაკი, ვისაც არ გიყვართ დარიჩინი, ნუ დაუმატებთ.

აიღებთ ფორმებს, ჩაუფინეთ ქაღალდი, წაუსვით ცხიმი. ცომს ფორმაში ვდებთ ნახევრამდე. ცხობისას 2-ჯერ იზრდება.

ფორმაში ცომს ვაჩერებთ 6 საათი. შემდეგ შედგით გახურებულ ღუმელში 150 გრადუსზე. 1 საათის შემდეგ გამოაღეთ ღუმელი და ხის ჩხირით გასინჯეთ. როცა გამოცხვება შეგრილდეს და შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან.
თქვენი სურვილით შეგიძლიათ მორთოთ, მე მინანქარს ვასხამ, ისე უყველაფროდ მომწონს.

ყველაზე მთავარია, ცომის მოზელის დროს უნდა იყოთ კარგ განწყობაზე და მთელი სიყვარულით მოზილოთ ცომი, უნდა მოეფეროთ ცომს. წარმატებებს გისურვებთ!

ამ რეცეპტით პასკა გამოდის მძიმე და ნოტიო, როგორიც უნდა იყოს ნამდვილი პასკა, არაფუმფულა.


„ცრემლიანი თვალებით დავამთავრე, ყდაზე ტყ...

2 წუთის წინ

მაია ასათიანი

რომელი ყვავილია თქვენი ზოდიაქოს თილისმა?

50 წუთის წინ

ზოდიაქო

Google 10 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

22:32

Google


მეცნიერებმა დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მა...

13:10

დედამიწა

თევზი-ვამპირი დეპრესიისა და შფოთვის მკურ...

13:44

თევზი

მოტყუებით ქორწინება, 17-წლიანი ძალადობა...

13:10

პოლიციის ლენტი

ღალატის გამო დანგრეული ოჯახები

21:59

სელებრითები

ვის შეუძლია, განსაზღვროს, რომ ე.წ. „ქოუჩ...

17:26

გია მურღულია

„ჩემს თავს უყურებ? ხომ კარგად პრიალებს?...

16:32

ცაგარელი

საქართველოში, შესაძლოა, რეგულაციების შემ...

21:24

პოლიცია, კომენდანტის
საათი

არ შეიძლება არ ითქვას იმ უდიდეს ღვაწლზე,...

20:09

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Digest.ge

ერთ-ერთ უძველეს თეატრს მრავალი ათეული წლ...

19:05

გია აბაშიძე - ანალიტიკოსი

„აქტიურად მიდის მსჯელობა ე.წ. კომენდანტი...

18:59

თამარ გაბუნია

სასიხარულო ამბავია ოზურგეთის თეატრის ახა...

18:58

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი - Digest.ge

ვასილ ჩიგოგიძე: უღრმესი მადლობა ფონდ „ქა...

18:46

ოზურგეთის დრამატული
თეატრის დირექტორი ვასილ
ჩიგოგიძე Digest.ge

თამთა მეგრელიშვილი: ოზურგეთის თეატრი - ქ...

18:43

იურისტი თამთა
მეგრელიშვილი

კახეთში, სკოლის ბოლო ზარზე, ავარია მოხდა...

18:34

საპატრულო პოლიციის ლენტი

დედამიწას 118-მეტრიანი ასტეროიდი უახლოვდ...

18:09

დედამიწა