Digest Logo

რომელია კვირის ყველაზე ცუდი დღე და როგორ უნდა გაუმკლავდეთ მას?

 15:50 შაბ. 12 ივნისი
ცუდი დღე

კაცობრიობა შეპყრობილია დროის გაზომვით. შვიდდღიანი კვირის პირველი მტკიცებულება მესოპოტამიაში, ჯერ კიდევ 4000 წლის წინ გამოჩნდა. ბაბილონური ასტროლოგიური კალენდარი მოგვიანებით გავრცელდა საბერძნეთში და შუა აღმოსავლეთში, მანამდე - ძვ.წ. დაახლოებით მე –6 საუკუნემდე, ბიბლიამ დასვენების დღე შემოიღო: შაბათი. ხოლო მე -19 და მე -20 საუკუნეების მუშათა მოძრაობის წყალობით, დასვენების ერთ დღეს, მეორე დაემატა.

ყველა ადამიანს თავისი ყველაზე ნაკლებად საყვარელი დღე აქვს, რაც დამოკიდებულია ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, გამძლეობისა და პროდუქტიულობაზე. ორშაბათს ცუდი რეპუტაცია აქვს, რადგან ყველაფერი თავიდან იწყება, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ამას სუფთა ფურცლად თვლის. სხვებს კვირა დღე სძულთ, რადგან ეს გართობის დასრულებაა, ზოგი კი ფიქრობს, რომ ოთხშაბათი უარესია, რადგან ენერგია ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოდის.

ორშაბათი
პროდუქტიულობის ქოუჩი ანალისა სტელა აღნიშნავს, რომ მიზეზი, რის გამოც ორშაბათი გვეზიზღება, შემდეგია:

”ორშაბათს ახალი პროექტების მღელვარებით სავსე დღე მიიჩნევენ. ამავდროულად, ისინი შიშობენ, რომ მომავალი კვირას უბრალოდ ვერ გაუმკლავდებიან. ორშაბათის სიძულვილი გამოიხატება სტრესით, კონცენტრაციის პრობლემებით, კუნთების დაძაბულობით, აგზნებითა ან აპათიით, რაც განპირობებულია შაბათ-კვირის ტემპის შეცვლით”.

თუ ეს სიმპტომები ორშაბათობით ხშირად გაწუხებთ, ექსპერტები ფსიქოლოგთან კონსულტაციას გირჩევენ. „თანმიმდევრულად და მოთმინებით უნდა იმუშაოთ დაგეგმვის უნარებზე. მაგალითად, როგორც კი მიმდინარე დავალებებს დასრულებულებთ, შეადგინეთ საქმეების სრული ჩამონათვალი შემდეგი კვირისთვის. ნუ კონცენტრირდებით პროდუქტიულობაზე, თქვენი ამოცანების უფრო მშვიდად შესასრულებლად, აუცილებელია დაგეგმვის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება“.

კვირა
ზოგიერთი ადამიანი განზოგადებულ დისკომფორტს გრძნობს კვირის შუადღეს იმ შემთხვევაში გრძნობს, თუ იცის, რომ მომავალი კვირა რთული იქნება. მრავალი ადამიანისთვის, ქრისტიანული დასვენების დღეები ნამდვილად არ არის მშვიდი, მაგრამ უფრო რთულია შაბათ-კვირის აქტივობებიდან, ახალ სამუშაო კვირაზე გადასვლა.

”კვირა დღე უფრო მეტად ჰგავს სამუშაო დღეებს. სტუდენტები ხშირად დაკავებულნი არიან სასწავლო კურსებით, ხოლო მოზარდები დღეს საშინაო საქმეების შესრულებაში ატარებენ. ზოგი ადამიანი სინამდვილეში არასდროს ასრულებს მუშაობას, ზოგს კი უარყოფითი გრძნობები აწუხებს იმის გამო, რომ ძვირფასი დრო "გაფლანგა". თუ კვირას ნაშუადღევს არ ვართ დაკავებული, ჩვენი გონება ისეთ საკითხებზე ფიქრობს, რომლებზეც არ ვისაუბრებთ შუა კვირაში. ასეთ წუთებში კი, ადამიანი ყველაზე ცუდად გრძნობს თავს“ - აღნიშნავს მარილენა იასევოლა, ფსიქოლოგი.

ოთხშაბათი
2015 წელს დიდ ბრიტანეთში, ლინკოლნის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, ადამიანები სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ერთ კონტექსტში განვიხილავთ.

„ორშაბათი როგორი რთულიც არ უნდა იყოს, შაბათ-კვირის გავლენა მაინც მოქმედებს. ხოლო ოთხშაბათობით, დასვენება და დატენვა გვჭირდება. ადამიანების უმრავლესობა დილით იღვიძებს და ფიქრობს: რა, ჩვენ კიდევ აქ ვართ? კიდევ ამდენი დღეა შაბათ-კვირამდე? ამ შუალედურმა დღემ შეიძლება დაგიკარგოთ მოტივაცია, მაგრამ მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ, რომ თქვენი გონებრივი და ფიზიკური ენერგია უსასრულო არ არის და შესაძლოა დაგჭირდეთ თქვენი გეგმების გადაფასება” - ამბობს კლაუდია კურუნელა, ფსიქოლოგი და ექსპერტი.

ის მიიჩნევს, რომ უმნიშვნელოვანესია ემოციურ ინტელექტზე მუშაობა: ”ემოციების დარეგულირების უნარი ხელს უწყობს პიროვნულ ზრდას, ხოლო მისი დახვეწა მედიტაციის საშუალებითაა შესაძლებელი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იმედგაცრუებას აღარასოდეს იგრძნობთ, მაგრამ თქვენ ისწავლით, როგორ მართოთ ის“.

წარუმატებლობის მომენტების განცდა, ყოველთვის ძალიან პირადულია. თუმცა ასევე, ეს არის ჩვენი ემოციური ყოველკვირეული ციკლი. თუ არსებობს კვირის დღე, რომელიც უბრალოდ არ მოგწონთ, ნუ შეეებრძოლებით. გახსოვდეთ, რომ ხვალ სხვა დღეა.

წყარო: trend.ge


2 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

00:55

ამინდი

აბაშაში თხილის საკრეფად წასულ მამაკაცს ე...

00:48

პოლიცია

ვინც ამას კითხულობ, ამ სიყვარულში შემეჯი...

00:36

გოდერძი შარაშია


ჩხოროწყუში მღვდელს ფიზიკურად გაუსწორდნენ...

09:25 პარ. 30 ივლისი

ეკლესიის ზარი

31 ივლისს დედამიწას ასტეროიდი ჩაუფრენს -...

11:29 პარ. 30 ივლისი

დედამიწა

რას წერდნენ მე-19 საუკუნის გაზეთში აცრებ...

09:25 პარ. 30 ივლისი

აცრა

VIDEO: ნანი ბრეგვაძეს მეგობრებმა სპორტულ...

13:38 პარ. 30 ივლისი

ნანი ბგრევაძე

VIDEO: დაათვალიერეთ თამუნა ამონაშვილის ს...

12:27 პარ. 30 ივლისი

თამუნა ამონაშვილი

VIDEO: ლაშა ბექაურის ემოციურად შესრულებუ...

10:53 პარ. 30 ივლისი

ლაშა ბექაური

გაბედეთ და საჯაროდ აღიარეთ გავრცელებული...

23:33 კვი. 1 აგვისტო

საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი ანრი
ოხანაშვილი

მსახიობი, ტელეწამყვანი და პედაგოგი მანან...

23:12 კვი. 1 აგვისტო

მანანა მაჩაბელი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

22:47 კვი. 1 აგვისტო

მიწისძვრა

ირაკლი კობახიძე: იქიდან გამომდინარე, რომ...

22:33 კვი. 1 აგვისტო

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Digest.ge

თამთა მეგრელიშვილი - საქართველოში კლავდნ...

22:26 კვი. 1 აგვისტო

თამთა

,,მთავარი არხის" ჟურნალისტები ქარტიამ მო...

21:44 კვი. 1 აგვისტო

საქართველოს ჟურნალისტური
ეთიკის ქარტია

რა ცოდნა უნდა გადასცეს მოსწავლეს პედაგოგ...

21:42 კვი. 1 აგვისტო

დაავადებათა კონტროლის
ცენტრის სამედიცინო
ხელმძღვანელი

VIDEO: თბილისში ფრანგი ქალები, სავარაუდო...

21:03 კვი. 1 აგვისტო

პოლიცია

ვინ არის ფოტოზე ასახული შავგვრემანი მამა...

19:40 კვი. 1 აგვისტო

შანეი ბრუკი