Digest Logo

როგორ ვიკვებოთ მარხვის შემდეგ – დიეტოლოგის რჩევები

 10:10 ორშ. 3 მაისი
მარხვა და კვება

აღდგომისწინა დიდი მარხვა  შვიდ კვირას გრძელდება. ბევრი მას მკაცრად იცავს. მარხვის შემდგომ პერიოდში კი კვების დროს ზომიერების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ზომიერება, გარდა წმინდა ზნეობრივი კუთხისა, დიდი მარხვის დროს ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებების გამოც აუცილებელია.

მარხვის შემდეგ ჩვეულებრივ კვებაზე გადასვლა ორგანიზმისთვის საკმაოდ რთული პროცესია, ამიტომ ტრადიციულ რაციონს ადამიანი ეტაპობრივად უნდა დაუბრუნდეს.

თუ ადამიანი ჯანმრთელია, ერთი კვირა მაინც არის საჭირო, რათა ორგანიზმი პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდეს და ცხოველური სურსათის მონელებისთვის აუცილებელი ფერმენტები კვლავ საკმარისი ოდენობით გამოიმუშაოს.

ადაპტაციისთვის ორგანიზმს 2-3 კვირა სჭირდება. იდეალურ შემთხვევაში ცხოველური სურსათის მიღება რძის ნაწარმით უნდა დაიწყოთ.

ამ მხრივ საუკეთესოა მაწონი – რძემჟავა პროდუქტი, რომელიც ნაწლავური მიკროფლორის ნორმალური ბალანსის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

რეკომენდებულია ჭყინტი, უმარილო ყველიც. შებოლილი სულგუნი და თუშური ყველი მარხვის შემდეგ პირველ დღეებში უფრო მძიმე მოსანელებელი იქნება.

როდესაც სააღდგომო სუფრაზე ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით კვერცხს, რომელსაც სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

მართალია სააღდგომო კვერცხს განსაკუთრებული გემო აქვს, მაგრამ, მარხვის შემდეგ მისი მიღება უნდა შეიზღუდოს – ხსნილის პირველ დღეებში თითო კვერცხზე მეტი არ უნდა მივირთვათ, ვინაიდან კარგად მოხარშული კვერცხი საკმაოდ ძნელი მოსანელებელია.

არამც და არამც არ შეიძლება მარხვის დასრულებისთანავე ცხიმიანი ხორცის (შემწვარი გოჭის, ღორის ხორცის, ლორის, ცხვრის ხორცის) მიღება.

უმჯობესია, დაიწყოთ ინდაურის, ქათმის ან საქონლის მჭლე მოხარშული ხორცის პატარა ნაჭრით. არც ცხიმიანი თევზია კარგი.

ზოგადოდ, უმჯობესია, ხსნილის პირველ დღეებში არასამარხვო კერძებიდან მხოლოდ კვერცხი და პასკა მივირთვათ, ისიც ზომიერად.

მხოლოდ მესამე დღეს შეიძლება, თავს ხორცის მიღების უფლება მივცეთ. მარხვის შემდეგ პირველი სამი დღის განმავლობაში რეკომენდებულია კვება მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად, ყოველ 2-3 საათში ერთხელ.

ეს რჩევა განსაკუთრებით ხანში შესულმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ, ვინაიდან ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმის ადაპტაციის უნარი ქვეითდება.






„ორჯერ აცრილი პირებისთვის იგეგმება ციფრუ...

2 წუთის წინ

ივანე ჩხაიძე

„ცრემლიანი თვალებით დავამთავრე, ყდაზე ტყ...

23:46 პარ. 14 მაისი

მაია ასათიანი

რომელი ყვავილია თქვენი ზოდიაქოს თილისმა?

22:58 პარ. 14 მაისი

ზოდიაქო


მეცნიერებმა დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მა...

13:10 პარ. 14 მაისი

დედამიწა

თევზი-ვამპირი დეპრესიისა და შფოთვის მკურ...

13:44 პარ. 14 მაისი

თევზი

მოტყუებით ქორწინება, 17-წლიანი ძალადობა...

13:10 პარ. 14 მაისი

პოლიციის ლენტი

ღალატის გამო დანგრეული ოჯახები

21:59 პარ. 14 მაისი

სელებრითები

ვის შეუძლია, განსაზღვროს, რომ ე.წ. „ქოუჩ...

17:26 პარ. 14 მაისი

გია მურღულია

„ჩემს თავს უყურებ? ხომ კარგად პრიალებს?...

16:32 პარ. 14 მაისი

ცაგარელი

Google 10 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

22:32 პარ. 14 მაისი

Google

საქართველოში, შესაძლოა, რეგულაციების შემ...

21:24 პარ. 14 მაისი

პოლიცია, კომენდანტის
საათი

არ შეიძლება არ ითქვას იმ უდიდეს ღვაწლზე,...

20:09 პარ. 14 მაისი

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Digest.ge

ერთ-ერთ უძველეს თეატრს მრავალი ათეული წლ...

19:05 პარ. 14 მაისი

გია აბაშიძე - ანალიტიკოსი

„აქტიურად მიდის მსჯელობა ე.წ. კომენდანტი...

18:59 პარ. 14 მაისი

თამარ გაბუნია

სასიხარულო ამბავია ოზურგეთის თეატრის ახა...

18:58 პარ. 14 მაისი

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი - Digest.ge

ვასილ ჩიგოგიძე: უღრმესი მადლობა ფონდ „ქა...

18:46 პარ. 14 მაისი

ოზურგეთის დრამატული
თეატრის დირექტორი ვასილ
ჩიგოგიძე Digest.ge

თამთა მეგრელიშვილი: ოზურგეთის თეატრი - ქ...

18:43 პარ. 14 მაისი

იურისტი თამთა
მეგრელიშვილი

კახეთში, სკოლის ბოლო ზარზე, ავარია მოხდა...

18:34 პარ. 14 მაისი

საპატრულო პოლიციის ლენტი