
ექიმი, დერმატოლოგი, ზაზა თელია მშობლებს ურჩევს რომ ბავშვებისთვის ჰემანგიომის ქირურგიული ჩარევით მოშორება არ ცადონ.
„სამწუხაროდ ბოლო პერიოდია ხშირად მშობლებს ამ ასაკის ბავშვებში ურჩევენ ქირურგიული გზით ჰემანგიომის მოშორებას, რაც ყოვლად გაუმართლებელია და შედეგი შესაძლოა კოსმეტიკურად უფრო უარესი იყოს, განსაკუთრებით თუ ჰემანგიომა სახეზე ან კისერზეა ლოკალიზებული.
მკურნალობის მეთოდი ამ შემთხვევაში მოცდითი დაკვირვებაა (watchful waiting approach).
უმეტეს შემთხვევაში ჰემანგიომა განიცდის სპონტანურ რეგრესს მკურნალობის გარეშე, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები – პირველი სურათი თვეების ბავშვი, მე-2 სურათი იგივე ლამაზი ბავშვი 5 წლის ასაკში მკურნალობის გარეშე.
ასე რომ სპეციალისტის სწორი რეკომენდაცია, ძალისხმევა იმისათვის რომ მშობელი დაარწმუნო ამაში, ანუ პაციენტის სწორი განათლება ძალზედ მნიშვნელოვანია”, – წერს ზაზა თელია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ობოლი დისშვილი და 10 წლით უმცროსი მეუღლე - გახარიას უცნობი ამბები
„კანონიერი ქურდების“ ომი აფხაზეთში - „ქურდები“, რომლებიც ებრძოდნენ ნარკოტიკების გავრცელებას მოკლეს