Digest Logo

როგორ სთხოვო უფროსს ხელფასის მომატება?

 13:33 ხუთ. 22 აპრილი
კომპანია და სამსახური

ისეთი საკითხი, როგორიცაა ხელფასის მომატება ან კუთვნილი ბონუსის აღება ზოგი ადამიანისთვის უხერხულია. არადა, თუ ამ თემაზე საუბარს ვერ გაბედავთ, დიდი ალბათობით ხელმძღვანელობა, ამ კუთხით ინიციატივას თავად არ გამოიჩენს. 

უფრო მეტიც, შესაძლოა, ისეთ ახალ თანამშრომელს, რომელიც არც კომპეტენციით და არც გამოცდილებით, თქვენზე უკეთესი არაა, თქვენზე მეტი ხელფასიც კი დაუნიშნოს. ამიტომ გირჩევთ, სწორი დრო შეარჩიოთ და ამ საკითხზე მენეჯერს ესაუბროთ. ბუნებრივია თქვენი მოთხოვნა ლოგიკური უნდა იყოს და თუ ეს ასე იქნება, მერწმუნეთ, ეს დიალოგი უკვალოდ არ ჩაივლის.

როგორ მოახერხეს თანამშრომლებმა უფროსთან ამ თემაზე საუბარი - ამ კითხვით, საკითხზე კომპანიამ ხელფასმომატებული ადამიანების გამოცდილება გააზიარა.

იმედია, გამოგადგებათ. მაშ ასე:

მაიკო, 30 წლის

ჩემს შემთხვევაში, ყველაზე დიდი შემაფერხებელი ფაქტორი ისევ ჩემს ტვინში იყო, როცა მეგონა უფროსის თვალში ხარბი ადამიანი გამოვჩნდებოდი, რომელიც ამ პერიოდში ხელფასის მომატებაზე ლაპარაკობს, იმის ნაცვლად, მადლობელი იყოს, რომ საერთოდ აქვს სამსახური :) არადა, ხელფასის მომატებაზე ლაპარაკი ძალიან ნორმალური და ჩვეულებრივი ამბავია.

სიხარბე არაფერ შუაშია და საერთოდ არ არის აქ მოსატანი სიტყვა :) თუ შენი უფროსი გამოცდილი მენეჯერია, აუცილებლად ისიც ეცოდინება, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ბუნებრივია, თანამშრომელმა ხელფასის მატება მოითხოვოს. თუნდაც თავიდანვე არ დაგთანხმდეს, ეს არ ნიშნავს, რომ მასთან ურთიერთობა გაგიფუჭდება, თუ რა თქმა უნდა, იმაზე ბევრად მეტს არ ითხოვ, რამდენიც გეკუთვნის.

მთავარია, გააზრებული გქონდეს, რომ ხელფასის მომატება საჩუქარი არ არის. უფროსის მხრიდან ეს არის იმის აღიარება, რომ ახლა უფრო მეტი საქმის კეთება გიწევს, ან უფრო განვითარდი, როგორც პროფესიონალი, ვიდრე მაშინ, როცა ამჟამინდელ ხელფასზე შეთანხმდით. ხოლო თუ ამის აღიარება არ მოუნდებათ, გადადი იქ, სადაც შენს მიერ გაწეულ შრომას ადეკვატურად შეაფასებენ.

მე გავბედე ჩემს უფროსთან ამ საკითხის წამოჭრა და ახლა გაზრდილი ხელფასით ნაყიდი ტელეფონი მიჭირავს ხელში.

26 წლის გუგა,

შენი უფროსიც ადამიანია, ყოველდღიური პრობლემებით და საფიქრალით. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი დროის შერჩევა. როგორც ყველას, მასაც შეიძლება ცუდი დღე ჰქონდეს. ასეთ დროს, ალბათ მაინც თავის შეკავება ჯობს. თუ ხედავ, რომ შენ მიერ გაკეთებული საქმე კომპანიას კარგად წაადგა - ტენდერი მოიგე, კლიენტი კმაყოფილი დარჩა შენი მუშაობით, მაღალბიუჯეტიანი პროექტი დაგიმტკიცეს და უფროსიც ბოლო პერიოდში, შენით კმაყოფილი ჩანს, შეგიძლია ჩათვალო, რომ სწორი დროა ხელფასის მომატებაზე სალაპარაკოდ.

მე ზუსტად ამ მომენტს დაველოდე - როცა თვენახევრიანი თავაუღებელი მუშაობის შემდეგ, ერთ-ერთი დიდი პროექტი ჩავაბარეთ, წარმატებული შეხვედრის მერე, ჩემს უფროსს ველაპარაკე და მთელი წინა წლის სამუშაო შევაჯამეთ. იქვე შევთანხმდით, რომ მომატებას ვიმსახურებდი.

42 წლის ირაკლი

ხელფასის მომატების მიზეზის დროს ფოკუსირდი საქმიან მხარეზე - რამდენად ღირებული კადრი ხარ კომპანიისთვის? რამხელა კონტრიბუცია გაქვს და რამდენად ხარისხიანად ასრულებ სამუშაოს.

35 წლის ეკა

ხელფასის მომატების თხოვნისას გაითვალისწინე, რომ შეიძლება პასუხად „არა“, ან „სხვა დროს ვილაპარაკოთ“ მიიღო. თუ ამ თემაზე დალაპარაკება მოგვიანებით მოგთხოვა, არ მოგერიდოს დააზუსტო, როდის იქნება ეს „მოგვიანებით“.

თუ პასუხი უარია, ხელი არ ჩაიქნიო. დიალოგში შედი და გაარკვიე, რამ განაპირობა უარყოფითი პასუხი. დააზუსტე, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ხელფასი მოგემატოს. თუ უფროსი კონსტრუქციულ არგუმენტებს მოიყვანს, დაფიქრდი. მე რატომღაც, არ მოვემზადე უარისთვის და როცა მოვისმინე, დავიბენი, მიზეზები აღარ ვიკითხე და ფრუსტრირებულს, გონება გამეფანტა.

თუმცა, საბედნიეროდ, ჩემმა უფროსმა არ ისარგებლა ამ ყველაფრით და მიზეზები თვითონ ჩამომითვალა. როცა ის შეცდომები გამოვასწორე, რომლებზეც მიმითითა (და აქვე უნდა აღვნიშნო, ობიექტურად მართალი იყო), ნახევარ წელში ხელფასი თავისი ინიციატივით მომიმატა.

წყარო: space.ge


„ორჯერ აცრილი პირებისთვის იგეგმება ციფრუ...

3 წუთის წინ

ივანე ჩხაიძე

„ცრემლიანი თვალებით დავამთავრე, ყდაზე ტყ...

23:46 პარ. 14 მაისი

მაია ასათიანი

რომელი ყვავილია თქვენი ზოდიაქოს თილისმა?

22:58 პარ. 14 მაისი

ზოდიაქო


მეცნიერებმა დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მა...

13:10 პარ. 14 მაისი

დედამიწა

თევზი-ვამპირი დეპრესიისა და შფოთვის მკურ...

13:44 პარ. 14 მაისი

თევზი

მოტყუებით ქორწინება, 17-წლიანი ძალადობა...

13:10 პარ. 14 მაისი

პოლიციის ლენტი

ღალატის გამო დანგრეული ოჯახები

21:59 პარ. 14 მაისი

სელებრითები

ვის შეუძლია, განსაზღვროს, რომ ე.წ. „ქოუჩ...

17:26 პარ. 14 მაისი

გია მურღულია

„ჩემს თავს უყურებ? ხომ კარგად პრიალებს?...

16:32 პარ. 14 მაისი

ცაგარელი

Google 10 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

22:32 პარ. 14 მაისი

Google

საქართველოში, შესაძლოა, რეგულაციების შემ...

21:24 პარ. 14 მაისი

პოლიცია, კომენდანტის
საათი

არ შეიძლება არ ითქვას იმ უდიდეს ღვაწლზე,...

20:09 პარ. 14 მაისი

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Digest.ge

ერთ-ერთ უძველეს თეატრს მრავალი ათეული წლ...

19:05 პარ. 14 მაისი

გია აბაშიძე - ანალიტიკოსი

„აქტიურად მიდის მსჯელობა ე.წ. კომენდანტი...

18:59 პარ. 14 მაისი

თამარ გაბუნია

სასიხარულო ამბავია ოზურგეთის თეატრის ახა...

18:58 პარ. 14 მაისი

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი - Digest.ge

ვასილ ჩიგოგიძე: უღრმესი მადლობა ფონდ „ქა...

18:46 პარ. 14 მაისი

ოზურგეთის დრამატული
თეატრის დირექტორი ვასილ
ჩიგოგიძე Digest.ge

თამთა მეგრელიშვილი: ოზურგეთის თეატრი - ქ...

18:43 პარ. 14 მაისი

იურისტი თამთა
მეგრელიშვილი

კახეთში, სკოლის ბოლო ზარზე, ავარია მოხდა...

18:34 პარ. 14 მაისი

საპატრულო პოლიციის ლენტი