Digest Logo

„რეკომენდებული არაა, რომ ბავშვმა ატაროს მზის სათვალე ვარდისფერი, ლურჯი ან ცისფერი შეფერილობის ლინზებით“

 20:45 პარ. 23 ივლისი
კომაროვსკი და სათვალეები

​​პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ის მშობლებს უხსნის, თუ როგორ და რა პრინციპით უნდა შეარჩიონ ბავშვებისთვის მზის სათვალე. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მზის სათვალე ბავშვის მხედველობის დასაცავად აუცილებელია. ის თქვენს შვილს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს, რომლის მიმართაც ათ წლამდე ასაკის ბავშვის თვალს განსაკუთრებით სუსტი გამძლეობა აქვს.

საბავშვო მზის სათვალის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ პლასტმასის ჩარჩოს მქონე მოდელებს, ხოლო ლინზები, სჯობს, პოლიკარბონატის შეარჩიოთ. მსგავსი სათვალე ნაკლებად სახიფათოა ტრავმის ან დაზიანების მიღების თვალსაზრისით. სათვალე ბავშვთან ერთად შეარჩიეთ. მნიშვნელოვანია, რომ მასალა ჰიპოალერგიული იყოს. საბავშვო სათვალე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ორ მოთხოვნას: ის უნდა იყოს მსუბუქი და კომფორტული.

საბავშვო სათვალე უმჯობესია ცნობილი ბრენდის იყოს და მითითებული ჰქონდეს, რომ აქვს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან თვალის დაცვის ფუნქცია. საბავშვო სათვალე ბავშვის ასაკის შესაბამისი უნდა იყოს. თორმეტი წლის შემდეგ ბავშვებს შეუძლიათ უფროსებისთვის განკუთვნილი სათვალით ისარგებლონ.

სასურველია, რომ საბავშვო სათვალის ლინზას ნაცრისფერი, ყავისფერი ან მოყვითალო-მოყავისფრო შეფერილობა ჰქონდეს. არ არის რეკომენდებული, რომ ბავშვმა ატაროს სათვალე ვარდისფერი, ლურჯი ან ცისფერი შეფერილობის ლინზებით. აღნიშნული ფერები თვალის გუგის გაფართოებას უწყობს ხელს, რაც ​სათვალის ხანგრძლივად ტარების შემთხვევაში უსაფრთხო არ არის.

საბავშვო მზის სათვალის შეძენამდე აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, თუ რა ხარისხით იცავს ის თვალს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. სათვალის დამცველობითი ფუნქცია არ არის დამოკიდებული მინის შეფერილობაზე. არსებობს სპეციალური ფილტრები, რომლებიც თვალს გამოსხივებისგან იცავს. კარგ ფილტრს 99-100 %-იანი დამცველობითი უნარი აქვს. ხშირად და რეგულარულად შეამოწმეთ საბავშვო მზის სათვალის ლინზები. არ შეიძლება, რომ ლინზას რაიმე დაზიანება ან ნაკაწრი ჰქონდეს. დაზიანებული სათვალე დაუყოვნებლივ უნდა გამოცვალოთ. ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად მისი მზის სათვალე ორ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეცვალოთ. ბავშვებს სათვალის სწორად მოხმარება, მისი ​მოვლა და გაწმენდა უნდა ასწავლოთ“, - წერს კომაროვსკი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

საელჩო: საფრანგეთში მოგზაურობასთან დაკავშირებული რეგულაციები შეიცვალა

„ძალიან მინდოდა მეკითხა - ჯერ არ გასულა აცრებიდან 3 წელი და როგორ დაითვალეს დახოცილები-თქვა“

ესაა ბავშვების ინფიცირებისგან დაცვის ერთ-ერთი საშუალება - ივანე ჩხაიძე


ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი დეოკუპაცია გა...

01:57

საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი Digest.ge

ირაკლი ღარიბაშვილი - ინდექსაციის სისტემა...

01:51

საპენსიო დაპირებები 2020

ირაკლი ღარიბაშვილი - აზერბაიჯანელებს ბრძ...

01:37

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი


„მამამისის ასაკის კაცთან გააბა რომანი......

09:52 პარ. 17 სექტემბერი

ლენტი

საფლავში, ბავშვის ცხედრის ნაცვლად, პოლიე...

11:33 პარ. 17 სექტემბერი

საფლავი

ე.წ. კანონიერი ქურდების შვილების „გზას ა...

09:52 პარ. 17 სექტემბერი

კოკა კობალაძე და გოგა ხაჯი

VIDEO „რავარც იქნა სამსახური ვიშოვე“ - ნ...

20:35 პარ. 17 სექტემბერი

გოგი წულაია

„კანონიერი ქურდი“ ლავას ოღლი ნინიკო ნაცა...

00:11 ხუთ. 16 სექტემბერი

ნინიკო ნაცარაშვილი და
ლავას ოღლი

დედა სიმსივნით გარდაიცვალა და ისეთი მდგო...

23:04 ოთხ. 15 სექტემბერი

თემო საჯაია

ირაკლი ღარიბაშვილი - მე რომ მივედი თავდა...

01:31

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი საფრენი
აპარატების ახალ
საამწყობო საწარმოში

ირაკლი ღარიბაშვილი - აზერბაიჯანსა და სომ...

01:28

საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი - იყო მომართვა NED-ის...

01:19

ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი წამლების ფასებზე - რო...

01:10

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი

„თუ გადატანილი კოვიდი დამიცავს რატომ უნდ...

01:07

ასტრაზენეკა

ირაკლი ღარიბაშვილი - 3 მილიონზე მეტი ვაქ...

01:02

ვაქცინაცია

ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე - შარიანი...

00:58

საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი Digest.ge

ირაკლი ღარიბაშვილი ივლისის მოვლენებზე -...

00:55

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი Digest.ge

ირაკლი ღარიბაშვილი - მოვიარე 63 მუნიციპა...

00:51

საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი