Digest Logo

რამდენად ხშირად უნდა აიყვანოთ ჩვილი ხელში - ექიმის რჩევა

 17:56 ოთხ. 10 მარტი
ექიმი ნანა საპნაძე

​იწვევს თუ არა შეჩვევას ახალშობილის ხელში ხშირად აყვანა, შეუძლია თუ არა ჩვილს დამოუკიდებლად თავის დამშვიდება? - ამ და სხვა საკითხებზე ​MomsEdu.ge -ს ესაუბრა ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე.

„ძვირფასო მშობლებო! ბავშვისადმი ყურადღება და მზრუნველობა ქართველი ხალხის ერთ-ერთი უძველესი და მტკიცე ტრადიციაა, რამდენადაც საყვარელი და სასურველია ბავშვი, იმდენად სათუთი ოჯახის წევრია. ადრეული ასაკიდანვე მის სწორ მოვლას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვის სრულყოფილი განვითარების პროცესში საყურადღებოა გარემო, სადაც იგი იზრდება“.

- გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ჩვილის ხელში ხშირად აყვანა შეჩვევას იწვევს. რამდენად მართებულია ეს აზრი?

​- ადრეული განვითარების წლები, ერთი მხრივ, უდიდესი მოწყვლადობის, მეორე მხრივ კი, დიდი შესაძლებლობების პერიოდია. დაბადებამდე ბავშვი კომფორტული გარემოს მკვიდრია. აქვს საუცხოო რეჟიმი: არც ჭამა-სმა ადარდებს, არც სიცივე აწუხებს და ძილშიც არავინ უშლის ხელს. აქვს თბილი, მყუდრო, თვალისთვის სასიამოვნო, წითელი ფერის გარემო, თავისუფლად მოძრაობს ამნიონურ სითხეში. ასევე დიდი რაოდენობით გადაეცემა ორსულობის დროს დედის ორგანიზმში მომეტებულად გამომუშავებული ბედნიერებისა და სიხარულის ჰორმონი ენდორფინი. ზოგი ფსიქოლოგი ამ პერიოდს ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე უსაფრთხო და ბედნიერ ხანად მიიჩნევს. ამ ბედნიერი ყოფის მუდმივობის გარანტი დედის გულისცემაა, რომელიც მუდმივად ესმის ნაყოფს და აი, იწყება მშობიარობა, ბავშვის ამქვეყანაზე მოვლენის პროცესი. მშობიარობა ფიზიოლოგიური პროცესია, რომელშიც დედასთან ერთად ბავშვიც აქტიურად მონაწილეობს. მშობიარობის დასაწყისში საშვილოსნოს შეკუმშვა ნაყოფში ბადებს განგაშის გრძნობას, ნაყოფი აქტიურდება, მოძრაობს სამშობიარო გზებში და იბრძვის ამქვეყანაზე მოსავლენად. ფსიქოლოგების მოსაზრებით, ეს არის პირველი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელსაც ადამიანი იღებს თავისი ცხოვრების მანძილზე. ბავშვისთვის დაბადებით მიღწეული გამარჯვება კმაყოფილების შეგრძნებაა. ადამიანი დაიბადა, ის ჯერ ძალიან პატარა და უსუსურია. აი, აქ თავს იჩენს განსხვავებული, მანამდე უცნობი მდგომარეობა - ბავშვი ერთბაშად უჩვეულო სამყაროში აღმოჩნდა. მისთვის ყველაფერი საოცარი სისწრაფით შეიცვალა: სითბო-სიცივით, სითხე-ჰაერით, სიბნელე-თვალისმომჭრელი სინათლით, სიჩუმე-ხმაურით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დედასთან სრული ერთიანობა, სრული სიმარტოვით. იწყება პატარას ცხოვრების ახალი ეტაპი. გარანტია იმისა, რომ ცხოვრების ამ შეუცნობელ ეტაპზე ის მარტო არ არის, გაგონებაა დედის გულისცემისა. როგორ მივაღწევთ ამას, თუ არა ჩვილის ხელში აყვანით და მოფერებით. მისთვის ჯერ კიდევ უცხო სამყაროში უზომოდ სჭირდება დედასთან ძველებური ერთიანობის განცდა. ნუ დაიშურებთ დროსა და მონდომებას, ამით თქვენი პატარა უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნობს თავს, არ შეეშინდება საწოლში გარკვეული პერიოდის შემდეგ მარტო დარჩენის, რადგან ეცოდინება, რომ დედა აქვეა, გვერდით და ის ამ სამყაროში მარტო არ არის, შესაბამისად, აღარ დასჭირდება ხელში ხშირად აყვანა.

- ბავშვის ნერვული სისტემისთვის რა არის უკეთესი, ხელში გვეჭიროს (ხშირად) თუ არ ავიყვანოთ და რატომ?

​- კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ადამიანის ცხოვრების პირველი 5 წელი არის ის პერიოდი, როდესაც სხვაზე დამოკიდებული უმწეო და უსუსური ახალშობილი მოსიარულე, მოლაპარაკე, პრობლემებთან გამკლავების უნარის მქონე ბავშვად ჩამოყალიბდება. ეს საოცარი ცვლილებები განპირობებულია რთული ურთიერთკავშირით გენებსა და გარემო-ფაქტორებს, ბუნებასა და აღზრდას შორის. განვითარებისთვის ისეთივე აუცილებელია, როგორც საკვები წონაში მატებისთვის. ბავშვები სიცოცხლის დასაწყისშივე მზად არიან ურთიერთობებისათვის. სწორედ ეს ურთიერთობაა ტვინის ადრეული განვითარების პირველი ხელშემწყობი ფაქტორი. ჩვილი იბადება უნარით, დაინტერესდეს მის გარშემო არსებული სახეებით და დაამყაროს უსიტყვო, არავერბალური ურთიერთობები სხვებთან. როდესაც უფროსი ადამიანი პასუხობს ჩვილის დაჟინებულ მზერას, ღიმილს, ღუღუნს, ყალიბდება ჯაჭვი ემოციების ურთიერთგასაცვლელად. სწორედ ეს ჯაჭვი ხდება წამყვანი ჩვილის ტვინში ნერვული კავშირების განვითარებისა და გამყარებისათვის. ცოცხალი ურთიერთობა არის განვითარების საფუძველი. უამრავი კვლევის შედეგად დადგენილია, რომ ადრეულ ასაკში დადებითი/პოზიტიური გამოცდილება ხელს უწყობს ტვინის ჯანსაღი არქიტექტურის ფორმირებას, ხოლო ადრეული უარყოფითი გამოცდილება: უყურადღებოდ დატოვება ასუსტებს ტვინის ფორმირების პროცესს. ამიტომ, აუცილებლად უნდა აიყვანოთ პატარა ხელში, დაამშვიდოთ, როდესაც ტირის. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხელში აყვანა მარტო ტირილისას არ არის საკმარისი, მას მაშინაც უნდა მიეფეროთ და სიახლოვე აგრძნობინოთ, როდესაც მშვიდადაა და არაფერი აწუხებს.

​- შეუძლიათ თუ არა ჩვილებს დაუხმარებლად თავის დამშვიდება და რამდენად არის მათი ტირილი მანიპულირება, რომ დედამ ხელში აიყვანოს?

​- ვიდრე პატარას ტირილის დროს მისი თვითდამშვიდების ჩვევის ჩამოყალიბებას ეცდებით, რამდენიმე საკითხი უნდა გაითვალისწინოთ. მართალია, ბავშვები ტირილის დიდოსტატები არიან და უფროსებთან ურთიერთობის ყველაზე ძლიერი, ზოგჯერ ერთადერთი საშუალებაა. ჩვილობის ასაკში ტირილს სხვადასხვა ობიექტური მიზეზიც აქვს: შია, სწყურია, გამოცვლა უნდა, ან ზოგჯერ უფროსის ყურადღება სჭირდება. იმის მიხედვით, თუ რატომ ტირის პატარა, ტირილის ტონალობაც განსხვავებულია. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ბავშვი ტირის. დააკვირდით ბავშვის ტირილის ხასიათს და ეცადეთ, გაარკვიოთ მისი მიზეზი; დაუყოვნებლივ აიყვანეთ ხელში, დაამშვიდეთ;
შემდეგ ტირილის ობიექტური მიზეზი მოაგვარეთ - საჭირეობის შემთხვევაში გამოუცვალეთ, შესთავაზეთ საკვები, მიეფერეთ, უმღერეთ.


​პირველი 6 თვის განმავლოვაში ასეთი მოპყრობით არ გაანებივრებთ. თქვენი რეაქცია ბავშვს აგრძნობინებს, რომ ის მარტო არ არის. ეს გარკვეულწილად განსაზღვრავს, რომ იგი მომავალში ცხოვრებას მეტი ნდობით მოეკიდება. ასაკის მატებასთან ერთად ხვდება, რომ მას ხშირად ტირილის დროს ეფერებიან და 6 თვის შემდეგ ტირილს ყურადრების მისაქცევად იყენებს.

​თუ წლის მეორე ნახევარში ბავშვი უმეტესად უმიზეზოდ ტირის, თავი შეიკავეთ მისი ყველა კაპრიზის დაკმაყოფილებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი პატარა „დესპოტად“ გადაიქცევა. აცადეთ, თავად დამშვიდდეს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება, თქვენ წონასწორობიდან გამოგიყვანოთ, სადღაც გაქცევა მოინდომოთ, რათა ტირილი არ გაიგონოთ, შეეცადეთ, აღიდგინოთ სიმშვიდე, გაიხსენეთ, როგორ ელოდით ამ პატარა მტირალა არსებას, როგორი ბედნიერი იყავით მისი პირველი დანახვისას. არც ის დაივიწყოთ, რომ სწორედ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ამ პაწია, უმწეო ადამიანზე.

წყარო: momsedu.ge


დღეს, სამებაში აფხაზეთის კონფლიქტის დროს...

8 წუთის წინ

სამების საკათედრო
ეკლესია

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

35 წუთის წინ

23 _ ჰოროსკოპი

23 აპრილს თბილისის უბნებს ელექტრომომარაგ...

00:56

ელექტოენერგია


„იესო ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ა...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

რუსუდან გოცირიძე

„ომარი, რომელმაც 49 ადამიანი მოკლა, გეი...

18:53 ოთხ. 21 აპრილი

კრიმინალი-ლენტი

41 წლის კაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გააუპატიურ...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

პოლიცია

„სასქესო ორგანოზე შემეხო... ეს არ იყო რა...

00:25

მიშა

„მამაჩემი ისე გარდაიცვალა, არც კი მინახა...

00:15

მიშა ანდღულაძე

„მათი ერთ ოთახში ჩაკეტვა და დახოცვა მინდ...

00:00

მიშა ანდღულაძე

„ნოემბრის ბოლო-დეკემბერი ხომ გვახსოვს, რ...

00:38

პაატა იმნაძე

„ახლაც ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის, რომ...

23:38 ხუთ. 22 აპრილი

ნიკა

სოროდან გამოდის მაშინ, როცა ბოტასის ფული...

23:20 ხუთ. 22 აპრილი

უცნობი ვახო სანაია

ლევან ნიკოლეიშვილი: ტვ პირველის ეთერში 3...

22:41 ხუთ. 22 აპრილი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი

შალვა ნათელაშვილი: ევროკავშირს უყვარს და...

22:36 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი - შალვა ნათელაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილის ალიმენტის გად...

22:26 ხუთ. 22 აპრილი

ბასილაშვილი ნიკოლოზი

შალვა ნათელაშვილი ევროპარლამენტარ მარინა...

22:20 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი შალვა ნათელაშვილი
Digest.ge

დიმიტრი სამხარაძე: ძალიან „ევროპულმა“ ინ...

22:08 ხუთ. 22 აპრილი

„ქართული ოცნება -
დემოკრატიული
საქართველოს“ რეგიონალური
მდივანი დიმიტრი
სამხარაძე digest.ge

„ხვალ შეიძლება სიტუაცია საგანგაშო გახდეს...

21:46 ხუთ. 22 აპრილი

კორონავირუსი კოვიდ -19