
დერმატოლოგ-ვენეროლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში ბუზჰალტერის ფოტოსა და მის გარეცხვასთან დაკავშირებით საჭირო რჩევებს აქვეყნებს:
„რა სიხშირით უნდა გარეცხონ ქალბატონებმა ბიუსჰალტერი?
2-3 ჩაცმის შემდეგ.
იმისათვის რომ მან არ დაკარგოს და შეინარჩუნოს ფორმა გარეცხვისას გაითვალისწინეთ:
1. გარეცხეთ შეკრულ მდგომარეობაში;
2. სარეცხი მანქანა ჩართეთ ყველაზე რბილ (gentle) რეცხვაზე, ცივი წყლის ტემპერატურაზე;
3. გაშრობისას დადეთ ბიუსჰალტერი პირსახოცზე, დარწმუნდით რომ ისე დევს როგორც მისი ნატურალური პოზიციაა;
4. თავიდან აიცილეთ მისი გაშრობა თმის საშრობით. სიცხეს და ვიბრაციას შეუძლია დააზიანოს ქსოვილი და შეამციროს მისი წელვადი თვისებები;
5. გაშრობის შემდეგ ასევე შეინახეთ ნატურალურ პოზიციაში. დახვევა, დაკეცვა პერმანენტულად შეცვლის მის ფორმებს.“ - წერს თელია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
უატესტატობა, სკოლიდან გაგდება, მღვდლობა და „კანონიერი ქურდობა“ - ქაცარაძის უცნობი ამბები