Digest Logo

რა იწვევს მშრალ ხველას და როგორ დავაღწიოთ თავი მას? - რჩევები გიორგი ღოღობერიძისგან

 00:22 ოთხ. 6 ოქტომბერი
ღოღობერიძე

რა იწვევს მშრალ ხველას და როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა, ამ თემაზე „ფეისბუქ–ლაივის“ საშუალებით ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.

მშრალი ხველა ძალიან შემაწუხებელი პრობლემაა, რომელიც კიდევ უფრო გახშირდა კოვიდ-პანდემიის ფონზე. ამ ეტაპზე კონკრეტულად კოვიდით გამოწვეულ მშრალ ხველაზე ვისაუბრებთ. როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა? განსაკუთრებით კოვიდის გადატანის შემდეგ არის ხშირი ეს პრობლემა. მშრალი ხველა, რომელსაც ნახველის გამოყოფა არ ახასიათებს, ძალიან შემაწუხებელია. მის წინააღმდეგ ხველების საწინააღმდეგო საშუალებები მაინცდამაინც ეფექტური არ არის. თუ ხველა კოვიდის გადატანიდან 4 კვირაში არ ალაგდა, სავარაუდოდ ის კიდევ დიდი ხანი დარჩება, შეიძლება 6-9 თვეც გაგრძელდეს.

რა უნდა ვქნათ ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

1. მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხეები. როდესაც ორგანიზმს ტემპერატურა მაღალი აქვს, სითხე ორთქლდება და სასუნთქი გზები შრება, შედეგად გვახველებს. მართალია ვირუსიც იწვევს ხველას, მაგრამ სიმშრალეც ძალიან ხშირადაა მიზეზი.

2. ორთქლის ინჰალაცია ძალიან გავრცელებული მეთოდია, რომელიც კარგად მოქმედებს. ალბათ ბავშვობაში ყველას გაგვიკეთებია ინჰალაცია. ეს იდეალური გზაა მშრალი ხველის მოსახსნელად, ბევრად ეფექტური, ვიდრე ხველის დამთრგუნველი მედიკამენტები. ინჰალაცია სასუნთქ გზებს ატენიანებს და შედეგად, ხველას ხსნის.

3. ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტებზე უფრო ეფექტური არის ასევე თაფლი. თაფლიანი ჩაის დალევა ნამდვილად შველის მშრალ ხველას, ის ერთდროულად თრგუნავს ხველას და ატენიანებს სასუნთქ გზებს. თუმცა გახსოვდეთ, რომ თაფლის მიღება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არ არის. თაფლთან ერთად ხველის წინააღმდეგ ძალიან კარგი საშუალებაა პიტნა. თუ გსურთ, რომ თაფლიანი ჩაი კიდევ უფრო ეფექტური იყოს, პიტნა და ლიმონი დაუმატეთ.

4. ძილის წინ ერთი ბალიში კიდევ დაიმატეთ, რათა არ მოხდეს სასუნთქ გზებში ლორწოს დაგროვება ან არ განვითარდეს გასტროეზოფაგური რეფლუქსი. ეს არის მდგომარეობა, როდესაც კუჭის წვენი უკან საყლაპავში ამოდის. ბევრ ადამიანს სწორედ კუჭის პრობლემების გამო ახველებს.

5. ამ პრობლემის წინააღმდეგ ეფექტურია თბილი მარილწყალიც. გამოივლეთ ხსნარი ცხვირ-ხახის ღრუში. ის მოაშორებს ზედმეტ ლორწოს და ხველასაც მოხსნის.

აუცილებელია, რომ ამ დროს ოთახში არავინ ეწეოდეს, ნიკოტინის კვამლი ამ დროს კიდევ უფრო აღიზიანებს სასუნთქ გზებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„დაუმატეთ ერბოს ცოტა ქონდარი და ჯინჯერი, შემდეგ კი გაყინეთ“ - ვაქცინის ხალხური მეთოდი

🔵„მოეშვით კოვიდგადატანილების ორჯერ და სამჯერ აცრას“ - იაგო ფრანგიშვილი საგანგებო მიმართვა

🔵თუ ორგანიზმი D ვიტამინს საჭიროებს, მაშინ თქვენ აუცილებლად გექნებათ ეს სიმპტომები


ირაკლი კობახიძე - ყველა მიმართულებით გვა...

28 წუთის წინ

„ქართული ოცნების
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვყავს ძალიან ღ...

34 წუთის წინ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი: სტრასბურგში საქართვე...

42 წუთის წინ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი


„მანუჩარი სექსუალურად ძალადობდა, სცემდა....

13:23 ოთხ. 20 ოქტომბერი

ლენტი

მამინაცვალმა 17 წლის გოგოზე სექსუალური ძ...

13:47 ოთხ. 20 ოქტომბერი

ტრაგედია ინდონეზიაში

„რატომ არ ხსნი კურსებს, სადაც ჩემნაირ გო...

13:23 ოთხ. 20 ოქტომბერი

მოდელი, კესარია აბრამიძე

„ირაკლი როცა დაჭრეს, მაშინ ბოლომდე შერიგ...

14:55

ირაკლი ნოზაძის ცოლი

„ვიგრძენი რომ ცუდად ვარ, მაკანკალებს, ლა...

12:09

ვიკა ბუკია

„ადამიანი ჭაობშია, მაგრამ... მე მაქვს შე...

10:56

ალექსანდრა პაიჭაძე

შორენა ბეგაშვილის ყოფილი პარტნიორის შესა...

56 წუთის წინ

ლაშა ბარათელი და შორენა
ბეგაშვილი

დაუშვებელია დუმდე იმ დანაშაულებზე, რომელ...

15:23

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი
დავით ჩიხელიძე Digest.ge

სამეგრელოში ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკ...

15:14

მმართველი გუნდის
შეხვედრა მოსახლეობასთან

„თუ ასე გაგრძელდება, ვერცერთი გადავრჩები...

15:09

ლევან რატიანი

კაცი, რომელიც რამდენიმე საათის წინ ბათუმ...

15:08

საავადმყოფოს დერეფანი

„მათი გაერთიანება მარცხისთვის არის განწი...

15:06

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის თავმჯდომარე
დავით ჩიხელიძე

ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილის მმართველ...

14:53

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი Digest.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Axel-მა ქ...

14:53

საქართველოს ბანკი

აი, რატომ აშინებთ მამაკაცებს ჭკვიანი ქალ...

14:53

ქალი