Digest Logo

რა არის ანაფილაქსიის ძირითადი ნიშნები და როგორ იწყება ეს მოვლენა - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

 13:57 კვი. 21 მარტი
ინფექციონისტი, ბიძინა
კულუმბეგოვი

იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „დილის შოუში“ სტუმრობისას განმარტა რა არის ანაფილაქსიის ძირითადი ნიშნები და როგორ იწყება ეს მოვლენა. როგორც მან აღნიშნა, ანაფილაქსია არის არაპროგნოზირებადი ალერგიული რეაქცია და მისი წინასწარმეტყველება ვერ ხერხდება.

კულუმბეგოვის თქმით, საქართველოში არსებული პროტოკოლის თანახმად მას შემდეგ, რაც ადამიანი ვაქცინას გაიკეთებს ის მოსაცდელ ოთახში სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში იცდის, რომ რაიმე სახის გართულება არ იყოს.

„მთავარი, როცა ანაფილაქსიაზე ეჭვი მიგვაქვს, ზოგადად ვამბობ ახლა და არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ანაფილაქსიის მიზეზებში მოვიაზრებთ: მედიკამენტებს, მწერის ნაკბენს, საკვებსა და ლატექსს ეს 4 კომპონენტია ანაფილაქსიის წამყვანი მიზეზი. ანაფილაქსია უხშირესად არაპროგნოზირებადია, ანუ წინასწარ მისი გამოცნობა, ან რაიმე მარკერითა, ან ანალიზით განსაზღვრა, ამ ადამიანს დაემართება თუ არა არ არსებობს.

თუ ადამიანს აქვს ბრონქული ასთმა და ის არ არის ბოლომდე ნამკურნალები, ანუ კარგად მართული და ვთქვათ ნაკლებ ყურადღებას აქცევს, თუ მას განუვითარდება ანაფილაქსია, ასეთ ადამიანს მაღალი რისკი აქვს, რომ ის ძალიან მძიმედ წაუვა, რადგან სუსტი წერტილი უკვე აქვს. შესაბამისად, როცა ჩვენ ანაფილაქსიაზე ვსაუბრობთ, ცალსახად ვამბობთ, რომ ეს არის არაპროგნოზირებადი ალერგიული რეაქცია და მისი წინასწარმეტყველება ვერ ხერხდება.

კლინიკური სიმპტომატიკა, იმიტომაც არის რთული, რომ ძალიან სწრაფად ვითარდება, მაგრამ მნიშვნელოვანი ნიუანსი გახლავთ ის, რომ ანაფილაქსიისთვის დამახასიათებელია არა ერთი რომელიმე ნიშანი, არამედ რამდენიმე ნიშანი ერთდროულად და მაშინ ვამბობთ, რომ ანაფილაქსიაა. რაც კი მსოფლიოში ანაფილაქსია მოხდა, კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებით, 90 პროცენტი პირველ 30 წუთში განვითარდა, ამიტომ ჩვენს ქვეყანაში არის პროტოკოლი, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანს ჰქონდა ალერგიული ანამნეზი თუ არა, ანუ წინასწარ კითხვარში მიუთითა თუ არა რაიმე პრობლემის შესახებ, როცა გაიკეთებს ვაქცინას ყველა 30 წუთის განმავლობაში მოსაცდელ დარბაზში ჯდება, ამის შემდეგ ადამიანს ძირითადად კანის რეაქცია ეწყება, ანუ გრძნობს სიმხურვალეს, წვისა და ქავილის განცდა აქვს და იწყება ჭინჭრის ციების ტიპის გამონაყარი, ადამიანი ხშირად არის აფორიაქებული, ადგილს ვერ პოულობს. ანაფილაქსია არის, როცა ამ ყველაფერს კიდევ დაემატება ან სუნთქვის გაძნელება, ან პულსის გახშირება და წნევის დაქვეითება, მინიმუმ 30 პროცენტი, რასაც მე ვატარებ და კუჭ-ნაწლავის სიმპტომატიკა: გულისრევა, ღებინება და მუცლის ძლიერი ტკივილი, ანუ თუ არის კანის რეაქცია და რომელიმე ეს 1 ნიშანი: გულსისხლძარღვთა, სასუნთქი, ან კუჭ-ნაწლავი მაშინ ვამბობთ მხოლოდ, რომ ეს არის ანაფილაქსია“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

27 წლის ექთანი, რომელსაც ახალციხეში კორონავირუსზე აცრის შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.


მაისის პირველი ორი კვირა ძალიან მძიმე გვ...

1 წუთის წინ

პაატა იმნაძე, იმნაძე

დიდ დიღომში მოსახლეობის ნაწილი ავტოფარეხ...

5 წუთის წინ

ფარეხი

„გადაცემაში მოგყავთ „პროფესიონალი ანტივა...

36 წუთის წინ

კოკაია


„იესო ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ა...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

რუსუდან გოცირიძე

„ომარი, რომელმაც 49 ადამიანი მოკლა, გეი...

18:53 ოთხ. 21 აპრილი

კრიმინალი-ლენტი

41 წლის კაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გააუპატიურ...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

პოლიცია

„სასქესო ორგანოზე შემეხო... ეს არ იყო რა...

00:25

მიშა

„მამაჩემი ისე გარდაიცვალა, არც კი მინახა...

00:15

მიშა ანდღულაძე

„მათი ერთ ოთახში ჩაკეტვა და დახოცვა მინდ...

00:00

მიშა ანდღულაძე

დღეს, სამებაში აფხაზეთის კონფლიქტის დროს...

46 წუთის წინ

სამების საკათედრო
ეკლესია

23 აპრილს თბილისის უბნებს ელექტრომომარაგ...

00:56

ელექტოენერგია

„ნოემბრის ბოლო-დეკემბერი ხომ გვახსოვს, რ...

00:38

პაატა იმნაძე

„ახლაც ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის, რომ...

23:38 ხუთ. 22 აპრილი

ნიკა

სოროდან გამოდის მაშინ, როცა ბოტასის ფული...

23:20 ხუთ. 22 აპრილი

უცნობი ვახო სანაია

ლევან ნიკოლეიშვილი: ტვ პირველის ეთერში 3...

22:41 ხუთ. 22 აპრილი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი

შალვა ნათელაშვილი: ევროკავშირს უყვარს და...

22:36 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი - შალვა ნათელაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილის ალიმენტის გად...

22:26 ხუთ. 22 აპრილი

ბასილაშვილი ნიკოლოზი

შალვა ნათელაშვილი ევროპარლამენტარ მარინა...

22:20 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი შალვა ნათელაშვილი
Digest.ge