Digest Logo

პედიატრი: ზღაპარია, რომ მარილიანი წყალი და მაგნიტური ქვიშა ძვლოვანი სისტემისთვის სასარგებლოა

 20:31 შაბ. 15 მაისი
პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრ თემურ მიქელაძის განცხადებით, ბავშვებისთვის ჰაერის გამოცვლისა და მათი კურორტზე წაყვანის შესახებ გავრცელებულ აზრს მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია და ის საბჭოთა კავშირის დროინდელი გადმონაშთია.

მიქელაძე ამბობს, რომ მოზარდისთვის გარემოს გამოცვლა აუცილებელია, მაგრამ არ არის საჭირო ერთი გარემო რომელიმე ძვირად ღირებული კურორტით ჩანაცვლდეს.

მისივე თქმით, კარგი იქნება თუ მშობლების მხრიდან აქცენტი სწორ კვებაზე, ფიზიკურ აქტივობასა და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესზე გაკეთდება და დასვენებისთვის განკუთვნილი ხარჯები ამ მიმართულებას მოხმარდება.

„30 წელია რაც ექიმი ვარ და გავიძახი, რომ კურორტი ბავშვს აუცილებლად არ სჭირდება. ბავშვისთვის ჰაერის გამოცვლის საკითხი თითიდან გამოწოვილი თემაა. ეს ყოფილი საბჭოთა კავშირის და რუსეთის გადმონაშთია, რისი მეცნიერული მტკიცებულებაც არ არსებობს. ის, რომ ბავშვი სუფთა ჰაერზე უნდა იყოს – ორჯერ ორი ოთხია, მაგრამ ის, რომ მაინც და მაინც ჰაერი უნდა გამოუცვალოთ ბავშვს, ეს რუსული გადმონაშთებია. რა თქმა უნდა კარგია ზღვა, მაგრამ მარილიანი წყალი და მაგნიტური ქვიშა ძვლოვანი სისტემისთვის თითქოს კარგია – ეს საერთოდ ზღაპრებია. ბავშვის სწორი ნეიროფსიქიატრიული განვითარებისთვის და იმისთვის, რომ შემდეგ პერიოდებში არ ჰქონდეს განვითარების სხვადასხვა პრობლემები, აუცილებელია გარემოს შეცვლა, მაგრამ არ არის აუცილებლად წაიყვანო, მაგალითად, ნიცაში. რაც შეეხება პანდემიას, ამ დროს კი ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვი საკუთარ იზოლირებულ სივრცეში გყავდეთ.კურორტი რომ კარგია ორჯერ ორი ორი ოთხია, მაგრამ ჯობია ის ფული საჭმელში, სწორ კვებასა და ფიზიკურ აქტივობებში გამოიყენონ მშობლებმა ვიდრე 2 კვირის განმავლობაში დახარჯონ აურაცხელი თანხა და შესაბამისად არანაირი შედეგი არ მიიღონ“, - უთხრა „დაიჯესტს“ -ს თემურ მიქელაძემ.


13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 წუთის წინ

13 ოქტომბრის ასტროლოგიური
პროგნოზი

კაცის გამო რუსთავში ქალებმა იჩხუბეს

14 წუთის წინ

რუსთავი

13 ივნისის ამინდის პროგნოზი

23:47 შაბ. 12 ივნისი

ამინდი


ყველის ჭამაში 10 000 დოლარს გადაგიხდიან

17:51 პარ. 11 ივნისი

სამსახური

იმ ქვეყნების სია, სადაც პირბადის ტარება...

17:39 შაბ. 12 ივნისი

მსოფლიო

„მოცურავე კოტეჯი“ შაორის ტბაში - ამქვეყნ...

17:51 პარ. 11 ივნისი

შაორი ტბაზე

VIDEO: ,,ჯოჯოხეთია ჩემი ცხოვრება, ეს ძალ...

13:31 შაბ. 12 ივნისი

ისტორია

VIDEO: რა მაგარია, ჩემთვის რომ გაგაჩინეს...

11:07 შაბ. 12 ივნისი

მილოცვა

„ვკლავდი „მამულიჩას“ ამის გამო“ – ნახეთ,...

22:26 პარ. 11 ივნისი

ლელა წურწუმია

18 წლის გოგო, რომელიც ნებაყოფლობითი ვაქც...

23:44 შაბ. 12 ივნისი

დონორი

გია აბაშიძე: ცხადია, ამგვარი განცხადებებ...

23:09 შაბ. 12 ივნისი

გია აბაშიძე - ანალიტიკოსი

რიონის ხეობაში რკინის ბარიკადების აღებას...

23:04 შაბ. 12 ივნისი

ნამახვანი

,,იმდენი ახალგაზრდობის ცოდვები მაქვს ქალ...

23:01 შაბ. 12 ივნისი

მიხეილ სააკაშვილი
ბოტასებში

დირკ ბუშლე: ენერგოუსაფრთხოება არა მხოლოდ...

22:48 შაბ. 12 ივნისი

ექსპერტ

პრემიერის ბოლო ვიზიტები, მაღალი რანგის ს...

22:46 შაბ. 12 ივნისი

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Digest.ge

ჩვენი ისტორიული როლია სტაბილურობისა და მ...

22:37 შაბ. 12 ივნისი

ახალგაზრდული ცენტრის
დამფუძნებელი ზურაბ
ქადაგიძე - Digest.ge

წარმოიდგინეთ სომხეთის იმ 15 მოქალაქისა დ...

22:32 შაბ. 12 ივნისი

ლევან ნიკოლეიშვილი

საქართველოს რეგიონული მედიატორის ფუნქცია...

22:11 შაბ. 12 ივნისი

ანალიტიკოსი გია აბაშიძე