Digest Logo

ყველაზე მეტ ენერგიას ქალი მამაკაცს სექსის საშუალებით გადასცემს - ინტერვიუ ეზოთერიკოსთან

 10:47 ოთხ. 3 თებერვალი
40 + წყვილი

დარწმუნებული ხართ, რომ ყოფილ ქმარს ან შეყვარებულს მიუთითეთ კარისკენ, აღარაფერი გმართებთ მისი? ძალიან ცდებით. ენერგეტიკული ვამპირიზმის შესახებ თუ გსმენიათ დარწმუნედებით, რომ თქვენ ცდებით, მაგრამ, ახლა მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობებში მის მონაწილეობას განვიხილავთ.

როგორც პრაქტიკოსი ეზოთერიკოსები ამბობენ, ყოველი წარსული სასიყვარულო კავშირიდან ქალი რაღაც ნაწილს თავისთვის იტოვებს. თუ რა ხდება შემდეგ, რა გავლენა აქვს გარდასულ სასიყვარულო ენერგეტიკას ქალის ცხოვრებაზე და როგორ უნდა დაიხსნას თავი მისი უარყოფითი ზემოქმედებისგან – განგვიმარტავს ეზოთერიკოსი, ქალბატონი მარინა ც.

– ეზოთერიკოსები ერთხმად თანხმდებიან, რომ ქალი სასიყვარულო კავშირიდან, მისი დასრულების შემდეგაც კი, რაღაც ნაწილს თავისთვის იტოვებს. ერთადერთი, სადავოა, თუ რამდენ ხანს რჩება ჩვენი ენერგია საყვარელ მამაკაცს – 7 წელი თუ სამუდამოდ.

– გამოდის ჩვენი სულის ნაწილი სამუდამოდ სხვის ხელშია?

– როგორც ცნობილია, მამაკაცს საკუთარი ენერგია არ აქვს და მას იმ ქალისგან იღებს, ვინც გვერდით ჰყავს – თავიდან ეს დედაა, მერე კი – ცოლი ან საყვარელი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ დაშორებულ მამაკაცსაც კი, ძველებურად, გადასცემს ქალი ენერგიის ნაწილს და თუ ასეთი პარტნიორი რამდენიმეა, ქალს თავისთვის ენერგია თითქმის აღარ რჩება. განშორების მძიმე წუთებში თქვენ არსად არაფერი გამოგდით – არც პირად ცხოვრებაში და არც სამსახურში. უკვე წლებია, არა და არ გიმატებენ ხელფასს, ვერც სხვა მამაკაცთან ააწყვეთ ურთიერთობა და ისევ მარტო ხართ. კიდევ კარგი, შვილები მაინც რომ გყავთ, მაგრამ, თუ რაღაც მიზეზთა გამო, ესეც ვერ მოახერხეთ, სურათი ერთობ სავალალოა. თუმცა, ქალი ნამდვილად უკეთეს მორალურ მდგომარეობას იმსახურებს. დაუტოვა რა თავისი სულის ნაწილი ყოფილ პარტნიორს (ან პრტნიორებს), ფიქრებით ის კვლავ და კვლავ უკან უბრუნდება მას. ხატოვნად რომ ვთქვათ, ის ახლა მომავლის იმედით კი არ ცხოვრობს, წარსულშია ჩარჩენილი. თქვენ აუცილებლად უკან უნდა დაიბრუნოთ სულის ეს ნაწილი – რომელიც პარტნიორობაზეა პასუხისმგებელი. თუ მას სხვის ხელში დატოვებთ, დიდია რისკი იმისა, რომ ვეღარასდროს ააწყოთ პირადი ცხოვრება.

– მაგრამ ასეთ სიტუაციაში მამაკაცი არ არის ქალის ტყვეობაში?

– ასეც არის და ეს პროცესი შეიძლება, შემდეგნაირად წარმოვიდგინოთ. ყველაზე მეტ ენერგიას ქალი მამაკაცს სექსის საშუალებით გადასცემს და მაშინაც კი, თუ დიდი ხანია, მათ შორის არავითარი ურთიერთობა აღარ არის. ვირტუალური სიყვარული იმდენად ავსებს ქალს, რომ როგორც კი უღონობას იგრძნობს, მაშინვე ყოფილ პარტნიორს ისხენებს და გაცემული ენერგიის ხარჯზე, თავადაც იღებს იმას, რაც სჭირდება. ამ დროს ქალი რადიოგადამცემს ჰგავს, რომელიც ენერგიას განსაზღვრული – კონკრეტული ადამიანისა და მისივე საერთო მონაცემების სიხშირეზე დასვამს. რაც შეეხება მამაკაცს, რა თქმა უნდა, სპეციალურად არ აცლის ის ქალს ენერგიას – ეს ყველაფერი ქვეცნობიერის დონეზე ხდება. მაგრამ, ამით საქმის არსი არ იცვლება – ქალს ენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილის დათმობა უწევს, რომელიც შეეძლო, თავისი პრობლემების გადასაწყვეტად, საკუთარი პროექტების გასახორციელებლად გამოეყენებინა. იმ სასიცოცხლო ძალების გარეშე კი, რომელიც სხვაგან გაედინება, სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია.

– გამოდის, მექალთანეობა მამაკაცის ძლიერი მხარეა?

– რამდენად შეიძლება ეს ასე ჩაითვალოს, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რაც მეტი ქალი ჰყავს კაცს (წარსულში თუ ახლა), მით მეტი ენერგია აქვს – განსაკუთრებით მაშინ, თუ ყველა სატრფო მასზე კარგ მოგონებას ინახავს და განშორების მიუხედავად, მაინც სასიამოვნოდ იხსენებს. ენერგია ასეთი მამაკაცისკენ მის მსხვერპლ ქალთაგან ყველა მხრიდან მიედინება. ქალისთვის კი ეს დანაკლისი როგორც პირად ცხოვრებაზე, ისე კარიერასა და შვილებზე აისახება. ამ დროს, თითქოს რა უნდა იყოს საშიში ხანმოკლე სასიყვარულო თავგადასავალში? – ერთმანეთს შეხვდა ქალი და მამაკაცი, ივახშმეს რესტორანში, ღამე გაათიეს სასტუმროში. დილით კი მამაკაცი შესანიშნავ ფორმაში გაფრინდა დანიშნულებისამებრ. ამ დროს ქალს არა მხოლოდ ამ შეხვედრამ გამოაცალა ენერგია, არამედ კიდევ დიდხანს მოამარაგებს შემთხვევითი რომანის გმირს თავისი ენერგიით. ამიტომ, ასეთი ენერგიის გაცემა ღირს მხოლოდ ქმრისთვის, რადგან სამაგიეროდ, ის მორალურად დაგაჯილდოებთ და რაც არცთუ უმნიშვნელოა, მატერიალურადაც. სწორედ ამიტომ შთააგონეს კაცობრიობის სუსტ ნახევარს დასაბამიდანვე, რომ არ იმრუშოს. ეს შეგონება არა მხოლოდ მორალითაა ნაკარნახევი, არამედ თავად ქალის ენერგეტიკულ ბალანსზე ზრუნვითაც, რაც აუცილებელია სრულყოფილი ცხოვრებისთვის. ქალს სჭირდება სიწმინდე და სისპეტაკე, რაც მაქსიმალური ფსონია მისთვის ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად.

– მაგრამ სიყვარულში იმედგაცრუება, ალბათ, არ არსებობს ქალი, ერთელ მაინც რომ არ განეცადოს. გამოდის, მის ტყვეობას ვერასდროს დავაღწევთ თავს?

– როგორც ცნობილია, ყოველ შხამს თავისი ანტიდოტი აქვს. ასევეა ამ შემთხვევაშიც. დააღწიო თავი წარსული კავშირების „ენერგეტიკულ ბორკილებს“ სავსებით შესაძლებელია და ამისთვის უამრავი სპეციალური ტექნიკური სვლა არსებობს. ამჯერად მედიტაციის ერთ-ერთ ხერხს შემოგთავაზებთ, რომელიც ყველას შეუძლია, სახლის პირობებში ჩაატაროს და თანაც, ეფექტურია. მაშ ასე, ჩაჯექით ან დაწექით. მოდუნდით, დამშვიდდით და ისუნთქეთ თანაბრად. წარმოიდგინეთ ულამაზესი პეიზაჟი – შეიძლება ნაცნობი ადგილიც იყოს, ან გამოიგონოთ. გამჭვირვალე, სუფთა ჰაერი, ყვავილების დამათრობელი სურნელი მდინარის ჩუხჩუხისა და ჩიტების გალობის ფონზე, საოცრად აგიმაღლებთ განწყობას და უკვე მზად ხართ, მიიღოთ სტუმრები. სამყაროს სთხოვეთ, რომ გამოგიგზავნოთ მამაკაცი, რომელსაც, მართალია დაშორდით, მაგრამ მუდმივად მასზე ფიქრით ხართ ენერგიადაცლილი. წარმოიდგინეთ, რომ ის მართლაც თქვენ გვერდითაა და თავისუფალი, გულახდილი საუბარი გაქვთ.

გაითვალისწინეთ, ეს მედიტაციაა და მასთან დიალოგში უნდა გაიხსენოთ ის, რაც კარგი იყო თქვენ შორის და ერთმანეთს ამისთვის მადლობა გადაუხადოთ; უსურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა, მშვიდობა და სამუდამოდ გაუშვათ ის თქვენი ცხოვრებიდან, რის შემდეგაც სრულ სიმშვიდეს იგრძნობთ. მედიტაციის დროს შეიძლება გრძნობები ისე მოგეძალოთ, რომ იტიროთ კიდეც – თავს ნუ შეიკავებთ. მოსალოდნელია სხვა სირთულეებიც, მაგრამ, რაც მთავარია, სეანსის დასრულებისთანავე, უსაზღვრო შვებას იგრძნობთ. თუ ასე არ მოხდა, სეანსი ისევ გაიმეორეთ. გისურვებთ წარმატებას!

🔘 აგრეთვე წაიკითეთ:

ქალების უმრავლესობა ორგაზმს ვერ განიცდის - რჩევები ზურაბ მარშანიასგან 40+ ქალებს

სექსი ავტომობილში - 8 წესი მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად

ყველაზე გავრცელებული შეცდომები სექსში

წყარო: old.tbiliselebi.ge


მსგავსი სიახლეები

„ოდნოკლასნიკებში“ გაცნობილი მეუღლე, ძმის...

21 წუთის წინ

წულუკიძე

წყვილებს, რომლებსაც უყვართ ერთად ალკოჰოლ...

21:28

სასმელი

ანდრია გვიდიანი სააკაშვილზე: ეს კლოუნი ნ...

21:12

ექსპერტი ანდრია გვიდიანი -
Digest.ge


23 წლის ქართველი გოგო გაიტაცეს და ჰარამხ...

22:30 შაბ. 27 თებერვალი

უბედური- შემთხვევა

ცდების ჩატარება რუსებზე და დავით კიკალიშ...

12:18

ექიმბაში

აბა, მიშა გინდათ? – ლაშა ბუღაძე

22:30 შაბ. 27 თებერვალი

ლაშა ბუღაძე

ნოდარ დუმბაძის ნათლული, ღალატი, 3 აზიატი...

20:27

ნანა ლორთქიფანიძე

VIDEO: დაათვალიერეთ ხატია დეკანოიძის სახ...

18:21

ხატია დეკანოიძე

გიორგი რურუას სიმამრობა, შვილის გარდაცვა...

14:29

გივი სიხარულიძე

როგორ შეუცვლია გაქცეულ პრეზიდენტს 10 წელ...

18:39

სამოქალაქო საზოგადოებისა
და დემოკრატიის
განვითარების ცენტრის
ხელმძღვანელი ვლადიმერ
ბოჟაძე

ამირან სალუქვაძე - ექს-პრეზიდენტი, რომელ...

18:34

ექსპერტი ამირან
სალუქვაძე Digest.ge

ძნელი ასახსნელია, როდესაც ოდესღაც ქვეყნი...

18:22

სოსო არჩვაძე

ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდეს, ოღონდ რაიმე...

17:40

ლევან ნიკოლეიშვილი

ამ პატივცემულს ალბათ საკუთარი სიტყვები დ...

16:36

სააკაშვილი

ჟურნალისტიკაში არსებობს გარკვეული სტანდა...

16:09

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი

ეს ცილისწამება არ დარჩება უპასუხოდ, მოგთ...

14:32

„wine kakheti“-ს დირექტორი ლევან
ზილფიმიანი Digest.ge

ამათ ხელი მოაწერეს, მედია გარემო 20-21 წ...

13:51

ანალიტიკოსი ამირან
სალუქვაძე - Digest.ge

ახალციხეში გარდაცვლილი ქალი იპოვეს

11:49

ლენტი