Digest Logo

„კურორტების უმეტესობა ინფრასტრუქტურულად არ არის, მოწესრიგებული ამიტომ ბავშვები ხვდებიან სხვადასხვა კლინიკაში“

 11:27 პარ. 16 ივლისი
პედიატრი თემურ მიქელაძე

​პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში კურორტული მკურნალობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პედიატრები რეკომენდაციას უწევენ კურორტულ პასიურ მკურნალობას:

„ბავშვებში სასურველია პასიური თერაპია,​ ეს არის მზის აბაზანები და ჰაერის აბაზანები. ორივე შეიძლება როგორც ზღვის სანაპიროზე, ასევე მთაში. გვაქვს უამრავი მდინარე. შეიძლება მათი მტკნარი წყლებიც გამოვიყენოთ ან გამოვიყენოთ ზღვის მარილიანი წყლები. ჩვენ რეკომენდაციას მაინც ვუწევთ კურორტულ პასიურ მკურნალობას. რაც შეეხება ბალნეოლოგიური კურორტის წყლებს, ეს ზუსტად უნდა განისაზღვროს რისთვის არის. ეს უნდა დანიშნოს სპეციალისტმა. ზოგჯერ პირიქით შეიძლება უკურეაქციაც მივიღოთ. ბავშვის ორგანიზმი მოზარდი ორგანიზმია. წყალში არსებული მიკრონუტრიენტები, მაკრონუტრიენტები, შესაძლოა, პირიქით ჩალაგდეს ორგანიზმში. ამიტომ მე მაინც რეკომენდაციას ვუწევ პასიურ კურორტულ თერაპიას, ზღვის, მზის და ჰაერის სწორ პროცედურებს.“

თემურ მიქელაძის თქმით, აუცილებელია, რომ კურორტზე ჰიგიენური პირობები დაცული იყოს:

„კურორტებზე როდესაც მიგვყავს ბავშვი, დაცული უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები. ​ჩვენი კურორტების უმეტესობა ინფრასტრუქტურულად არ არის მოწესრიგებული, მათ შორის, ზღვის კურორტები. გარდა რამდენიმე სასტუმროსი, რომელიც მეტ-ნაკლებად არის ჩაკეტილი, სანაპირო მოფენილია დაბინძურებული მასებით. ასეთი სასტუმროები არის უძვირესი. თუ არ გვაქვს ასეთ სასტუმროებში წასვლის პირობები, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ დავიცვათ ჰიგიენური ნორმები. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვები ხვდებიან სხვადასხვა კლინიკაში. ყველაზე ხშირი არის ნაწლავთა ინფექციები, რომლებიც, შესაძლოა, თირკმლის უკმარისობით განვითარდეს. ამ პაციენტების მართვა არის საკმაოდ რთული. როდესაც ბავშვი მიგვყავს კურორტზე, თუ ის არ არის მაქსიმალურად იზოლირებული, გამოიყენეთ სოფელი. პანდემიის დროს სჯობს წავიდეთ იზოლირებულ პირობებში. კურორტს რა სჯობს?! ჩვენ გვაქვს ამის ხელმისაწვდომობა. უამრავი კარგი კურორტი გვაქვს. ჰიგიენას თუ არ დავიცავთ, ჩათვალეთ, რომ კურორტული მკურნალობა, რომელიც არის პასიური თუ აქტიური, წყალში ჩაიყრება და არანაირ შედეგს არ მიიღებთ. ეს ტყუილად გადაყრილი თანხა იქნება. არიან შეჭირვებული ოჯახები, რომლებსაც კვების პრობლემა აქვთ და მაქსიმალურად ცდილობენ კურორტული მკურნალობა ჩაუტარონ ბავშვს. შემდეგ ბავშვს ნაწლავური ინფექციის პრობლემა დაერთვება და ​შესაძლოა, ოჯახს სექტემბერში საკვების პრობლემა ჰქონდეს,“ - აღნიშნულ საკითხებზე თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„იმენა გად***ვა თავზე, გადაეცით მძ***ნა შევჭამ“ - ასტროლოგების სკანდალური დაპირისპირება

„აღარ დადგა დრო, რომ ყველანაირ უმცირესობას მიეცეს სუნთქვის უფლება? "- გიორგი გასვიანი

VIDEO: ნახეთ, როგორ ერთობა კახა ბენდუქიძის 7 თვის შვილიშვილი


რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2...

00:42

სასწრაფო დახმარება

ნახეთ, როგორია 25 ივლისის ამინდის პროგნო...

23:49 შაბ. 24 ივლისი

ამინდი

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

23:37 შაბ. 24 ივლისი

ჰოროსკოპი


„ჰამლეტი სხვა ქალისკენ ვერ გავახედეთო?“....

17:34 ხუთ. 22 ივლისი

ჰამლეტ გონაშვილი

ახალი კვლევა: ჭორაობა სოციალურ ცხოვრებას...

19:04 ხუთ. 22 ივლისი

ჭორაობა

„ერთმანეთს ვერ ვიტანდით, მისი მოსვლა არ...

17:34 ხუთ. 22 ივლისი

გივი პაპავა

VIDEO: „ახლაც მეშინია, ამას რომ ვამბობ.....

14:09 შაბ. 24 ივლისი

ნუკი კოშკელიშვილი

ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა სალომე ზურაბი...

19:26 პარ. 23 ივლისი

სალომე ზურაბიშვილი

თაკო ჩხეიძემ თმის ფერი შეიცვალა - ნახეთ,...

14:36 პარ. 23 ივლისი

თაკო ჩხეიძე

„მილანმა“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი შ...

23:29 შაბ. 24 ივლისი

ხვიჩა კვარაცხელია

„მე შენი პირველი ბიჭი ვარ, რომელიც ბავშვ...

23:12 შაბ. 24 ივლისი

მოწყენილი კაცი

მარიამ იმნაძე საქართველოს ოლიმპიურ დელეგ...

22:29 შაბ. 24 ივლისი

მარიამ იმნაძე

„ამათი მართვა და დაგეშვა ხომ ძალიან ადვი...

20:32 შაბ. 24 ივლისი

სააკაშვილი

პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი მკვლელობი...

20:19 შაბ. 24 ივლისი

პროკურატურა: სახელმწიფო
ბიუჯეტს დანაშაულებრივი
ქმედების შედეგად
მიყენებული 850 000 ლარის ზიანი
აუნაზღაურდა

„ავიცერი, მიუხედავად იმისა, რომ ანტისხეუ...

20:18 შაბ. 24 ივლისი

ნანა გეგეჭკორი

VIDEO: „გუშინდელი დღიდან საქართველოში ძა...

19:45 შაბ. 24 ივლისი

ფხაკაძე

აკუსტიკური იარაღის, „სტარტოვკის" გამოყენ...

19:15 შაბ. 24 ივლისი

შსს

ილია მეორემ ოლიმპიური ნაკრების წევრები დ...

17:58 შაბ. 24 ივლისი

ილია მეორე