Digest Logo

„დღევანდელი მშობლები გულუბრყვილოები არიან ბავშვებთან მიმართებაში“ - გაგოშიძე

 12:47 შაბ. 5 ივნისი
ბავშვი

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლებს ურჩია, შვილების ქცევებს ყურადღებით დააკვირდნენ და ბავშვთან ურთიერთობაში ზედმეტი გულუბრყვილობა არ გამოიჩინონ:

„​ჩვენ ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები. ჩვენ ვერც წარმოგვიდგენია, რა ფანტაზიები შეიძლება ჰქონდეს ბავშვს. ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, ის რაზე შეიძლება იყოს წამსვლელი. ასეთი გულუბრყვილოებიც ნუ ვიქნებით. „ჩემი შვილი ამას არ ჩაიდენდა,“ ეს უბრალოდ ჩვენი საკუთარი თავის დაცვაა. ეს ჩვენი დაცვის სტრატეგიაა. თუ ჩვენ აღმოვაჩინეთ რაღაც ისეთი, რაც ჩვენთვის იყო მოულოდნელი, მით უმეტეს, მოგვიწევს კარგად დაკვირვება ჩვენს შვილზე. აუცილებელია იმ მიზეზების გარკვევა, ამ გარეგნული ქცევის მიღმა რა ხდებოდა.“

თამარ გაგოშიძის თქმით, ბავშვი ნეგატიური ქცევის მიზეზებს მშობელს ხშირად ვერ უხსნის, რის გამოც აუცილებელია, რომ მშობელი ყურადღებით იყოს და ბავშვს დააკვირდეს:

„ბავშვი მიზეზებს არ გეტყვით. შეიძლება, ის ამას არც აცნობიერებს. იმიტომ კი არა, რომ ის არ ამბობს, ვერ გეტყვით, ვერ აგიხსნით. ამიტომ ​ჩვენ მოგვიწევს ბავშვზე დაკვირვება. სანამ ფსიქოლოგამდე მივალთ, ჩვენ თვითონ კარგად უნდა დავაკვირდეთ. ჩვენი ემოციებით კი არ უნდა ვიხელმძღვანელოთ მის მიმართ: „როგორ გამიბედა?! ეს როგორ მოუვიდა თავში?!“ ყველაფერი შეიძლება თავში მოგვივიდეს და ყველაფერი შეიძლება გავბედოთ, თუ გაგვაბედინებს ჩვენი შუბლის წილი.“

„ჩემი დაკვირვებით, დღევანდელი მშობლები ცოტა გულუბრყვილოები არიან ბავშვებთან მიმართებაში უსაფრთხოების თვალსაზრისით, ბავშვის პერსონალური უსაფრთხოებით თვალსაზრისითაც, ბავშვის სექსუალური აღზრდის თვალსაზრისითაც. მეჩვენება, რომ ძალიან გულუბრყვილოები არიან. არ შეიძლება თავში მოუვიდეთ ისეთი რაღაცები, რაც ბებიაჩემს მოუვიდოდა. თუნდაც ის ფაქტი, რომ ​პატარა ბავშვებს აქვთ სოციალური ქსელი ან თავისი პატარა შვილების რაღაცნაირ სურათებს დებენ. არ არის ეს მიზანშეწონილი. ძალიან ბევრი ცუდი მოტივაციის ადამიანია ჩვენ გარშემო. ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ. ეს რეალობაა. ბავშვები არ არიან დაცულნი ამ რაღაცებისგან. ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას იმას, რას უყურებენ ჩვენი შვილები, ჩვენ გარეშე რას უყურებენ, სად შედიან, რას აკეთებენ. ყველაფერი ხდება მიბაძვით. ბავშვები არიან კარგი მიმბაძველები. მათ აქვთ ძალიან ბევრი შესაძლებლობა და ინფორმაცია, ამიტომ ძალიან ბევრი რამ შეიძლება გააკეთონ მიბაძვით, ძალიან ბევრი რამ შეიძლება გააკეთონ ცნობისმოყვარეობით. ამიტომ, ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.


4 თვეა ვსვამ შიზოფრენიისთვის განკუთვნილ...

9 წუთის წინ

https://digest.pia.ge/ka/news/socialuri-media/tkvennairi-utsnobi-khalkhi-turme-bevr-akhlobels-sjobia---ris-gamo-ukhdis-sazogadoebas-madlobas-kachkachishvili

შიშველი ფოტოსესია, გარეპილი 10 მცნება, დ...

10 წუთის წინ

პაატა თედიაშვილი

„ქართული ხმების“ სოლისტი ზურა ბაკურაძე გ...

43 წუთის წინ

ზურა ბაკურაძე


ამ მარტივი ხრიკის წყალობით კოღოები ასობი...

14:23 სამ. 22 ივნისი

კოღო

„ჩემმა ძმამ ძალადობა 8-9 წლიდან დაიწყო.....

11:05

ლენტი ავარია

„მოსაწევი მოვწიე, გავითიშე და ამ დროს გა...

14:23 სამ. 22 ივნისი

ძალადობა

„საოცნებო მამაკაცი მთელს გალაქტიკაში და...

13:41

ნინი გოგიჩაიშვილი

მაია ასათიანი შეყვარებულთან ერთად პოზირე...

12:15

მაია ასათიანი

VIDEO: ვინ არის სექსუალური გოგო ტრიბუნიდ...

12:05

ვიკა

არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქ...

51 წუთის წინ

პროკურატურის ლოგო

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი გ...

14:28

გუჩა კვარაცხელია

საქართველოს ბანკში ფულად გზავნილებზე გან...

14:01

რეკლამა

ვინ არის ახალგაზრდა კაცი, რომელმაც 50 წლ...

13:51

კაცი

არასრულწლოვნების ვაქცინაცია იწყება შვედე...

13:32

ვაქცინა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველ...

13:07

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Digest.ge

სად არის ბადრი ესებუა? - შინაგან საქმეთა...

12:57

შსმინისტრი და ესებუა

ქალთა მოძრაობის საგანგებო განცხადება

12:53

ქალთა მოძრაობა

ბინები კიდევ 22 ოჯახს გადაეცემა - კალაძე

12:22

„ქართული ოცნების“
გენერალური მდივანი