Digest Logo

„ბავშვი რაც უფრო უწესრიგოა და ყრის ნივთებს, შეიძლება მით უფრო ჯანმრთელი იყოს“ - მარინა კაჭარავა

 17:01 პარ. 11 ივნისი
ბავშვის განვითარება

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ „რუსთავი 2“ - ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ბავშვებისთვის წესრიგის მნიშვნელობის გააზრებისა და ნებისყოფის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვი წესებს მხოლოდ მაშინ ემორჩილება, თუ აცნობიერებს, რომ ეს მისთვის საჭიროა:

„ბავშვს თუ არ აქვს გაცნობიერებული, რომ ეს მისთვის საჭიროა, ​ის არ ემორჩილება წესებს. ბავშვი რაც უფრო ყრის ნივთებს და უწესრიგოა, შეიძლება მით უფრო ჯანმრთელიც იყოს. ის, რომ ბავშვი ძალიან ნერვიულობს იმაზე, ეს რატომ დევს ასე, ისე უნდა იდოს, ეს ცოტა უფრო სახიფათოა. ბავშვისთვის ეს ბუნებრივია, რომ გაიხადოს, დააგდოს. მან უნდა ისწავლოს წესრიგი. ეს იწყება დაბადებიდან ექვს წლამდე.“

კაჭარავას თქმით, ნებისყოფის კარკასის ჩამოყალიბება ერთიდან სამ წლამდე ხდება:

„​ერთიდან სამ წლამდე ნებისყოფის კარკასის ჩამოყალიბება ხდება. შეიძლება გაგიკვირდეთ, ერთი წლის, ორი წლის ბავშვს რომელ ნებისყოფაზე უნდა ველაპარაკოთო. სწორედ ამ დროს იწყებს ბავშვი საკუთარი ტუალეტის მოწესრიგებას. რაც უფრო კარგად ახერხებს ბავშვი ამას, მით უფრო მოწესრიგებულია შემდგომში მისი დამოკიდებულებები ფულისადმი, საქმისადმი. რაც უფრო ვერ ახერხებს ბავშვი ტუალეტის მოწესრიგებას, მით უფრო ექსტრავაგანტური, ფეთხუმია მომავალში.“

„კარგი საძირკველი უკვე კარგი დასაწყისია. რიტმი არის ის, რაც არის წარმატების საწინდარი. ევროპაში ხუთ საათზე დგებიან. ბავშვები ექვს საათზე უკვე სკოლაში არიან ბევრ ქვეყანაში. ჩვენთან სკოლა იწყება ცხრაზე და ეს არის ყველაზე ადრე რაც იწყება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენთან ყველაფერი გვიან იწყება. ადრე ადგომა, ერთი და იმავეს კეთება, რაც არის მომაბეზრებელი, ამასთან მიჩვევა უნდა დაიწყოს. ბავშვი სწავლობს მაგალითით. ყვირილი ბავშვს არ ესმის. საცობები აქვს ყურში. ჩვენ გვეზარება ბავშვებთან საუბარი. ჩვენ ბავშვებს პატივს არ ვცემთ. ზოგჯერ რომ დაყრის ნივთებს ბავშვი, ვიცინით, ზოგჯერ რომ დაყრის, ვეჩხუბებით. დღეს სადღეღამისო ძიძებთან მიბარებული ბავშვი ღამე სხვას ხედავს, დღე სხვას ხედავს, სხვადასხვა ქცევით პატერნებს. ​ბავშვს მშობელთან ურთიერთობის დეფიციტი აქვს,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია ისაუბრა.


2 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

00:55

ამინდი

აბაშაში თხილის საკრეფად წასულ მამაკაცს ე...

00:48

პოლიცია

ვინც ამას კითხულობ, ამ სიყვარულში შემეჯი...

00:36

გოდერძი შარაშია


ჩხოროწყუში მღვდელს ფიზიკურად გაუსწორდნენ...

09:25 პარ. 30 ივლისი

ეკლესიის ზარი

31 ივლისს დედამიწას ასტეროიდი ჩაუფრენს -...

11:29 პარ. 30 ივლისი

დედამიწა

რას წერდნენ მე-19 საუკუნის გაზეთში აცრებ...

09:25 პარ. 30 ივლისი

აცრა

VIDEO: ნანი ბრეგვაძეს მეგობრებმა სპორტულ...

13:38 პარ. 30 ივლისი

ნანი ბგრევაძე

VIDEO: დაათვალიერეთ თამუნა ამონაშვილის ს...

12:27 პარ. 30 ივლისი

თამუნა ამონაშვილი

VIDEO: ლაშა ბექაურის ემოციურად შესრულებუ...

10:53 პარ. 30 ივლისი

ლაშა ბექაური

გაბედეთ და საჯაროდ აღიარეთ გავრცელებული...

23:33 კვი. 1 აგვისტო

საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი ანრი
ოხანაშვილი

მსახიობი, ტელეწამყვანი და პედაგოგი მანან...

23:12 კვი. 1 აგვისტო

მანანა მაჩაბელი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

22:47 კვი. 1 აგვისტო

მიწისძვრა

ირაკლი კობახიძე: იქიდან გამომდინარე, რომ...

22:33 კვი. 1 აგვისტო

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Digest.ge

თამთა მეგრელიშვილი - საქართველოში კლავდნ...

22:26 კვი. 1 აგვისტო

თამთა

,,მთავარი არხის" ჟურნალისტები ქარტიამ მო...

21:44 კვი. 1 აგვისტო

საქართველოს ჟურნალისტური
ეთიკის ქარტია

რა ცოდნა უნდა გადასცეს მოსწავლეს პედაგოგ...

21:42 კვი. 1 აგვისტო

დაავადებათა კონტროლის
ცენტრის სამედიცინო
ხელმძღვანელი

VIDEO: თბილისში ფრანგი ქალები, სავარაუდო...

21:03 კვი. 1 აგვისტო

პოლიცია

ვინ არის ფოტოზე ასახული შავგვრემანი მამა...

19:40 კვი. 1 აგვისტო

შანეი ბრუკი