Digest Logo

„ბავშვების შიშების უმეტესობა უფროსების შიშია“ - ნათია ფანჯიკიძე

 14:13 პარ. 4 ივნისი
ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ ბავშვების შიშების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვების შიშები ხშირად უფროსების შიშების ანარეკლია:

„უშიშარი ადამიანი არ არსებობს და არც უნდა არსებობდეს. შიში არის ჩვენი დაცვის მექანიზმი. თუ ბავშვი​ შიშის გადალახვას ახერხებს, ე.ი. მისი ფსიქიკური მექანიზმი კარგად მუშაობს. „რისი გეშინია, ბიჭი არ ხარ?!“ თუ ეს ფრაზა მოეხმარება ადამიანს, რომ ნაკლებად მშიშარა იყოს, თუ სწორად იმუშავებს, თუ ზედმეტი პრესი არ იქნება, ჩვენ შეგვიძლია მსგავსი ფრაზა გოგოებსაც ვუთხრათ. ბავშვების შიშების უმეტესობა უფროსების შიშია სინამდვილეში. ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ბავშვებს ეშინიათ სიბნელეში ბუღდაჯანების. სინამდვილეში ის ბუღდაჯანები ჩვენ ვართ თვითონ. ზოგჯერ მშობლები თვითონ იგონებენ გუდიან კაცებს. მიზანი არის ბავშვის დაშინება. ​ბავშვს ეშინია იმიტომ, რომ შენ შეაშინე. თვითონ უფროსებს აქვთ იმდენნაირი არარეალური და მისტიკური შიშები. არის მრავალნაირი დაცვითი სიტყვები, რომლითაც უნდა დაიცვან თავი რაღაც საშინელებისგან, რაც უნდა გაიგონონ. გამომდინარე აქედან, ბავშვსაც ბუნებრივად მიაჩნია მერე, რომ ეს რაღაცები საშიშია.“

ფანჯიკიძემ მშობლებს ურჩია, სერიოზულად აღიქვან ბავშვების სიბნელისადმი შიშები და მათ სიბნელე უკეთ გააცნონ:

„სიბნელე ყლაპავს ფერებს, საგნებს. ფსიქოლოგიურად ის განასახიერებს უფსკრულს, გაქრობას. ​როდესაც ბავშვი ამას უპირისპირდება, სულაც არ არის ეს სასაცილო და სახუმარო. ჩვენ უბრალოდ უნდა გავაცნოთ მას სიბნელე, ავუნთოთ შუქი, ვაჩვენოთ საგნები თავის ადგილზე, მერე ჩავაქროთ. ბავშვს ძალიან მდიდარი წარმოსახვის უნარი აქვს. მას ათასნაირი ასოციაციური წარმოსახვა შეუძლია დაუკავშიროს მოციმციმე ჩრდილებს, განათებებს, ბევრად უფრო მდიდარია ბავშვის წარმოსახვა, ვიდრე უფროსის.“


„მიყვარდა და იმიტომ მოვკალი“- ყოფილ ცოლს...

1 წუთის წინ

უბედური- შემთხვევა

„როგორ არ უნდა გადაირიო და გაცოცხლდე!“ -...

3 წუთის წინ

თინა ხიდაშელი

VIDEO: ვახო მეგრელიშვილის მიერ შესრულებუ...

28 წუთის წინ

ვახო მეგრელიშვილი


ამ მარტივი ხრიკის წყალობით კოღოები ასობი...

14:23 სამ. 22 ივნისი

კოღო

„ჩემმა ძმამ ძალადობა 8-9 წლიდან დაიწყო.....

11:05

ლენტი ავარია

„მოსაწევი მოვწიე, გავითიშე და ამ დროს გა...

14:23 სამ. 22 ივნისი

ძალადობა

„ასე ძალიან რომ გიყვარდა, იმ გზამ როგორ...

33 წუთის წინ

ზურა ბაკურაძე

შიშველი ფოტოსესია, გარეპილი 10 მცნება, დ...

56 წუთის წინ

პაატა თედიაშვილი

„საოცნებო მამაკაცი მთელს გალაქტიკაში და...

13:41

ნინი გოგიჩაიშვილი

„ქართული ხმების“ სოლისტი ზურა ბაკურაძე გ...

15:06

ზურა ბაკურაძე

არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქ...

14:58

პროკურატურის ლოგო

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი გ...

14:28

გუჩა კვარაცხელია

საქართველოს ბანკში ფულად გზავნილებზე გან...

14:01

რეკლამა

ვინ არის ახალგაზრდა კაცი, რომელმაც 50 წლ...

13:51

კაცი

არასრულწლოვნების ვაქცინაცია იწყება შვედე...

13:32

ვაქცინა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველ...

13:07

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Digest.ge

სად არის ბადრი ესებუა? - შინაგან საქმეთა...

12:57

შსმინისტრი და ესებუა

ქალთა მოძრაობის საგანგებო განცხადება

12:53

ქალთა მოძრაობა