Digest Logo

არ შეიძლება პატარას საჩუქარი მოუტანოთ, უფროსისთვის კი სათამაშოს ყიდვა დაგავიწყდეთ - კომაროვსკი

 13:43 ხუთ. 3 ივნისი
ევგენი კომაროვსკი

​​პედიატრი ევგენი კომაროვსკი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც მშობლებს ოჯახში მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ უფროსთან ქცევის წესებს აცნობს. პედიატრი მშობლებს ურჩევს დრო და ყურადღება ორივე შვილს თანაბრად გადაუნაწილონ:

„ოჯახში უმცროსი ბავშვის გაჩენა გარკვეული ტიპის პრობლემებს ქმნის. უფროსი ბავშვი ეჭვიანობს, აგრესიულია, უმცროს დედმამიშვილს ახალი სათამაშოსგან ვერ განასხვავებს. მშობლები თავს დამნაშავედ გრძნობენ, დრო არასდროს ჰყოფნით. ზოგჯერ უფროს და უმცროს შვილს შორის ასაკობრივი სხვაობა დიდია, ზოგჯერ კი - მცირე. ყველა ოჯახში განსხვავებული სახის პრობლემები გვხვდება. მიუხედავად ამისა, არსებობს უნივერსალური რჩევები, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში ეფექტიანია.

როდესაც ოჯახში რამდენიმე ბავშვია მშობლებს მათთვის მეტი დროის გამოყოფა ესაჭიროებათ. ეცადეთ, საოჯახო საქმეებისთვის განკუთვნილი დრო მაქსიმალურად შეამციროთ. გამოიყენეთ თანამედროვე ტექნიკის მიღწევები: ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მზა საკვები და ა.შ.

ორგანიზაციული შეცდომები არ უნდა დაუშვათ. პატარასთან ერთად ძილი, მისი საათობით ხელში რწევა სათქვენო არ არის. ​ყურადღების დეფიციტი, რომელსაც უფროსი ბავშვები მშობლების მხრიდან განიცდიან უმთავრესი მიზეზია, რის გამოც ოჯახებში პრობლემები იწყება.

უფროს შვილს უმცროსზე ხშირად ესაუბრეთ. მას ყველაფერი კარგად აუხსენით. ბავშვს ხშირად წაუკითხეთ ზღაპრები და-ძმებზე, დედმამიშვილებზე.

არ შეიძლება პატარას საჩუქარი მოუტანოთ, უფროსისთვის კი სათამაშოს ყიდვა დაგავიწყდეთ. სჯობს სახლში ცარიელი ხელებით მოხვიდეთ, ვიდრე საჩუქარი მხოლოდ ერთ ბავშვს მოუტანოთ. ან ოჯახში ყველა ბავშვს უნდა უყიდოთ სათამაშო, ან არცერთს.

არ შეიძლება პატარას იავნანა უმღეროთ, უფროსს კი ძილის წინ ზღაპარი არ წაუკითხოთ. არ შეიძლება უმცროს ბავშვს ფოტოსესია მოუწყოთ, უფროსი კი უყურადღებოდ დატოვოთ.

უფროსი ბავშვის მცდელობა, რომ პატარას მოვლაში დაგეხმაროთ, აუცილებლად წაახალისეთ. ისეთი ვითარება თავადაც ხშირად შექმენით, როდესაც მისი დახმარება დაგჭირდებათ. უფროსი შვილი ამ დროს აუცილებლად შეაქეთ!

​არასდროს აიძულოთ უფროსი ბავშვი პასუხისმგებლობა აიღოს უმცროსზე და მშობლის მოვალეობები შეითავსოს. რამდენიმე წუთითაც არ დატოვოთ ბავშვები მარტო, თუ უფროსს ჯერ 12 წელი არ შესრულებია. მაშინაც კი, როდესაც უფროსი ბავშვი 15 წლისაა, უმცროსთან მხოლოდ თავისი ინიციატივით უნდა დარჩეს და არა მშობლის მოთხოვნით ან თხოვნით“.

წყარო: momsedu.ge


არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქ...

7 წუთის წინ

პროკურატურის ლოგო

„ანგელოზივით გოგომ მომწერა მესიჯი, საზიზ...

10 წუთის წინ

ნუკი კოშკელიშვილი

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი გ...

37 წუთის წინ

გუჩა კვარაცხელია


ამ მარტივი ხრიკის წყალობით კოღოები ასობი...

14:23 სამ. 22 ივნისი

კოღო

„ჩემმა ძმამ ძალადობა 8-9 წლიდან დაიწყო.....

11:05

ლენტი ავარია

„მოსაწევი მოვწიე, გავითიშე და ამ დროს გა...

14:23 სამ. 22 ივნისი

ძალადობა

„საოცნებო მამაკაცი მთელს გალაქტიკაში და...

13:41

ნინი გოგიჩაიშვილი

მაია ასათიანი შეყვარებულთან ერთად პოზირე...

12:15

მაია ასათიანი

VIDEO: ვინ არის სექსუალური გოგო ტრიბუნიდ...

12:05

ვიკა

საქართველოს ბანკში ფულად გზავნილებზე გან...

14:01

რეკლამა

ვინ არის ახალგაზრდა კაცი, რომელმაც 50 წლ...

13:51

კაცი

არასრულწლოვნების ვაქცინაცია იწყება შვედე...

13:32

ვაქცინა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველ...

13:07

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Digest.ge

სად არის ბადრი ესებუა? - შინაგან საქმეთა...

12:57

შსმინისტრი და ესებუა

ქალთა მოძრაობის საგანგებო განცხადება

12:53

ქალთა მოძრაობა

ბინები კიდევ 22 ოჯახს გადაეცემა - კალაძე

12:22

„ქართული ოცნების“
გენერალური მდივანი

„ეს 9 თვე სა­კუ­თა­რი თა­ვის სი­ა­მოვ­ნე...

11:54

ნანუკა გოგიჩაიშვილი

მინდა, როგორც სპეციალისტმა, ყველას მოვუწ...

11:22

ბიძინა კულუბმბეგოვი