Digest Logo

ვინ არის ვინმე თალაკვაძე, ვისაც მაჩალიკაშვილი ახმედ ჩატაევთან აკავშირებს

 17:42 პარ. 23 აპრილი
გარდაცვლილი თემირლან
მაჩალიკაშვილის მამა
მალხაზ მაჩალიკაშვილი Digest.ge

გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ დარწმუნებული არ არის, აქვს თუ არა რაიმე სახის კავშირში ახმედ ჩატაევის საქმესთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ძმა. მისივე თქმით, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა „პრაიმტაიმთან“ ისაუბრა.

„პრაიმტაიმის“ კითხვაზე, ვინ მიაწოდა მას აღნიშნული ინფორმაცია, მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც საქმეს გრიფით საიდუმლო დაადეს და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი უთხრეს, მან ინფორმაციის მოძიება თავისი ძალებით დაიწყო.

ამასთან, მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ არჩილ თალაკვაძის ძმას გელა ჰქვია, ბოლომდე ამაშიც არ არის დარწმუნებული.

„მე რა ინფორმაციაც მაქვს, როცა ჰყავდათ ამათივე თანამშრომელი (ჩატაევი) დაახლოებული პირი ჩატაევი, რომელიც იყო მჭიდრო კავშირში ჩიმაკაძესთან, გოგაშვილთან და არჩილ თალაკვაძის ძმასთან, როცა ჩატაევი იმყოფებოდა საქართველოში მან მისცა ამ ადამიანებს ერთობლივი ბიზნესის განსახორციელებლად 300 000 დოლარი. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძის ძმას გელა ჰქვია, ზუსტად არ ვიცი.

რაღაცა დავალების შესასრულებლად, ამავე ხელისუფლების ჩინოვნიკებმა გამოიყვანეს ციხიდან თავიანთი თანამშრომელი (ჩატაევი) და გაგზავნეს ავსტრიაში, შემდეგ რაღაც ამბები ხდება, მან ის დავალება არ შეასრულა, იქიდან გადმოდის თურქეთში, სირიაში და ამ დროს პირადად ეს ადამიანები ხეობიდან აგზავნიან ადამიანებს შესახვედრად. იქიდან ჩატაევი იმუქრება თავის 300 000 ითხოვს, რადგან ესენი ეუბნებიან, რომ ბიზნესი ჩავარდა.

როცა სახელმწიფომ უარი თქვა ამ საქმის გამოძიებაზე, უარი თქვა პარლამენტში დროებითი კომისიის შექმნაზე, იძულებული ვხდები მოვიძიო რაღაც ინფორმაციები და დღემდე ვმუშაობ, სად რა ინფორმაცია ჩამივარდება ხელში, ეს ინფორმაციები მაქვს სანდო წყაროდან, როგორც ასეთი, ეს ჭორის დონეზე არ არის. ჩატაევი ემუქრებოდა, რომ მას ჰქონდა სერიოზული კომპრომატები, თუ არ დამიბრუნებთ ამ თანხებს, მე ამ კომპრომატებს გავასაჯაროებო.

შემდეგში რა ხდება, ისევ მოტყუებით ჩატაევი ჩამოჰყავთ სუსის ჩინოვნიკების მფარველობით და აქ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ასახლებენ. თვეზე მეტი ცხოვრობს იქ, ჩატაევი ითხოვდა დანაპირების შესრულებას. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია იგი უნდა გაეყვანათ. რუსეთთან შეთანხმებულები იყვნენ, რუსეთი კი 5 მილიონს იძლეოდა ჩატაევის თავზე.

შემდეგ ეს სპექტაკლი გაათამაშეს, ჩატაევის აქ ყოფნის პერიოდში ეს ამბავი მივიდა ამერიკის და თურქეთის სპეცსამსახურის ყურამდე, ესენი იძულებულნი გახდნენ, რომ დაემარხათ ყველა ის კომპრომატები ჩატაევთან ერთად და დაარქვეს ამას ტერორისტული სახელი, ჩააგდეს მთელი თბილისი საფრთხეში, ამოხოცეს და გაანეიტრალეს ყველა.

ზუსტად ეს იყო მიზეზი, რის გამოც დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მითხრეს უარი. მაშინ მოხსნან გრიფი და დაიკითხონ ციხეში დაჭერილი ბიჭები, ყველა პირი ჩიმაკაძე, გოგაშვილი. მე მილიონი პროცენტით ვიძახი, რომ საქართველოში არავის ტერაქტის განზრახვა არ ჰქონია და არც მაგათ.

ვისთან ჰქონდა ჩადებული ჩატაევს ის 300 000 დოლარი, ის იცის გოგაშვილმა, ჩიმაკაძემ, თალაკვაძის ძმამ. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, ზუსტად არ მახსოვს სახელი გელა თუ რაღაც მაგდაგვარი. მე პირველად კი არ გამიკეთებია მსგავსი განცხადება, ამას ვიძახი უკვე სამი წელია, აქამდე რატომ არ დაინტერესდნენ.

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მე იმაში ვარ დარწმუნებული, რომ მე ასე მაქვს ინფორმაცია, როგორც ასეთი დარწმუნებული, ახლა როგორ გითხრათ, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, არის თუ არა იმ საქმეში არჩილ თალაკვაძის ძმა, იმ 300 000-ის საქმეში“, – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ინფორმაციისთვის, მალხაზ მაჩალიკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ სოსო გოგაშვილს, არჩილ თალაკვაძის ძმას და ჩიმაკაძეს ჩატაევმა მისცა 300 000 დოლარი, რომ საქართველოში ბიზნესი გაეკეთებინა, თუმცა მათ ის გადააგდეს.

„პრაიმტაიმმა“გაარკვია, რომ სავარაუდოდ მაჩალიკაშვილი ვინმე ალექსანდრე თალაკვაძეს გულისხმობს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარესთან არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს და რომელიც მართლაც ამყარებდა გარკვეულ კავშირებს ახმედ ჩატაევთან. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ლოპოტას ხეობაში მომხდარი ინციდენტის წინა პერიოდში ალექსანდრე თალაკვაძე ჩატაევს და მის მეგობრებს გარკვეულ დახმარებას უწევდა, ხოლო შემდეგ, ამ საქმის ფარგლებში სავარაუდოდ გამოიკითხა კიდეც. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ამჯერად ხსენებული პირი რამდენიმე მუხლით იხდის სასჯელს, მათ შორის თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით.

წყარო: primetime.ge


„ორჯერ აცრილი პირებისთვის იგეგმება ციფრუ...

10 წუთის წინ

ივანე ჩხაიძე

„ცრემლიანი თვალებით დავამთავრე, ყდაზე ტყ...

23:46 პარ. 14 მაისი

მაია ასათიანი

რომელი ყვავილია თქვენი ზოდიაქოს თილისმა?

22:58 პარ. 14 მაისი

ზოდიაქო


მეცნიერებმა დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მა...

13:10 პარ. 14 მაისი

დედამიწა

თევზი-ვამპირი დეპრესიისა და შფოთვის მკურ...

13:44 პარ. 14 მაისი

თევზი

მოტყუებით ქორწინება, 17-წლიანი ძალადობა...

13:10 პარ. 14 მაისი

პოლიციის ლენტი

ღალატის გამო დანგრეული ოჯახები

21:59 პარ. 14 მაისი

სელებრითები

ვის შეუძლია, განსაზღვროს, რომ ე.წ. „ქოუჩ...

17:26 პარ. 14 მაისი

გია მურღულია

„ჩემს თავს უყურებ? ხომ კარგად პრიალებს?...

16:32 პარ. 14 მაისი

ცაგარელი

Google 10 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

22:32 პარ. 14 მაისი

Google

საქართველოში, შესაძლოა, რეგულაციების შემ...

21:24 პარ. 14 მაისი

პოლიცია, კომენდანტის
საათი

არ შეიძლება არ ითქვას იმ უდიდეს ღვაწლზე,...

20:09 პარ. 14 მაისი

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Digest.ge

ერთ-ერთ უძველეს თეატრს მრავალი ათეული წლ...

19:05 პარ. 14 მაისი

გია აბაშიძე - ანალიტიკოსი

„აქტიურად მიდის მსჯელობა ე.წ. კომენდანტი...

18:59 პარ. 14 მაისი

თამარ გაბუნია

სასიხარულო ამბავია ოზურგეთის თეატრის ახა...

18:58 პარ. 14 მაისი

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი - Digest.ge

ვასილ ჩიგოგიძე: უღრმესი მადლობა ფონდ „ქა...

18:46 პარ. 14 მაისი

ოზურგეთის დრამატული
თეატრის დირექტორი ვასილ
ჩიგოგიძე Digest.ge

თამთა მეგრელიშვილი: ოზურგეთის თეატრი - ქ...

18:43 პარ. 14 მაისი

იურისტი თამთა
მეგრელიშვილი

კახეთში, სკოლის ბოლო ზარზე, ავარია მოხდა...

18:34 პარ. 14 მაისი

საპატრულო პოლიციის ლენტი