Digest Logo

ნინო ლაცაბიძე: დავით კირკიტაძემ იცის, რომ რუსთავს გარდაუვალად წააგებს, ნერვებმა უმტყუნა და გადავიდნენ მეთოდებზე, პროვოკაციით შექმნან დაძაბული სიტუაცია

 16:53 კვი. 24 ოქტომბერი
„ქართული ოცნების“
რუსთავის მერობის
კანდიდატი ნინო ლაცაბიძე

„ზოგადად, ძალადობა, ადამიანის დამცირება, ფიზიკური შეურაცხყოფა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა“, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის განცხადება, რომ რუსთავში მათ ოფისში შეჭრის მცდელობა იყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლაცაბიძემ განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებითა და დესტრუქციით ცდილობს, რუსთავში დაძაბულობა შექმნას.

„ეს განსაკუთრებით „კარგად“ გამოსდიოდა წარსულში და როგორც ჩანს, ახლაც გამოსდის დავით კირკიტაძეს. ამ ქალაქში გვინდა, რომ მშვიდობიანად ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია და ამისთვის ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს. მათი მხრიდან პირველი ტურის პერიოდშიც და ახლაც არის დესტრუქცია და პროვოკაცია იმის თაობაზე, რომ რუსთავში ხელოვნურად შექმნან დაძაბული სიტუაცია. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, არავის აწყობს. დავით კირკიტაძემ უკვე იცის, რომ რუსთავს გარდაუვალად წააგებს, ნერვებმაც უმტყუნა და გადავიდნენ სწორედ ასეთ მეთოდებზე, რომ პროვოკაციით შექმნან ამ ტიპის დაძაბული სიტუაცია რუსთაველებში. რუსთაველებს აპირისპირებს ერთმანეთს“, - განაცხადა ლაცაბიძემ.

ამასთან, ნინო ლაცაბიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს გავლენას ვერ მოახდენს.

„სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, მიხეილ სააკაშვილი ზის იქ, სადაც უნდა იჯდეს. ეს ასე იქნება, თუ ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. აქციები ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ამაზე. ვითომ რეფერენდუმს ატარებდნენ და ნახეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მასშტაბით 47% აიღო, მეორე ტურზეც ვანახებთ, რომ ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს გამარჯვებას. არავინ დავთმობთ ჩვენს ქალაქებს იმისთვის, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილის, დავით კირკიტაძის, მერაბიშვილის და მისნაირების საბოგინო და საჯიჯგნი არ გავხადოთ ქალაქი“, - განაცხადა ლაცაბიძემ.


29 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარ...

00:43

დენი

29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

00:23

29 ნოემბრის პროგნოზი

29 ნოემბრის ამინდის პროგნოზი

00:16

ამინდი


„20 წლის ასაკში გავთხოვდი, 1 შვილი გავაჩ...

12:23 შაბ. 27 ნოემბერი

უცნობი ქალის ისტორია

„რაც მე მიყვარდა ის მიყვარდა თუ ჩემივე ფ...

13:44 შაბ. 27 ნოემბერი

ბიზნესკონსულტანტი,
თავისუფლებაზე, შეგნებასა
და სინდისზე

VIDEO: „არ შეუბეროთ სული ტორტში ჩარჭობილ...

12:23 შაბ. 27 ნოემბერი

ტორტი

„გინებას აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი....

11:39 შაბ. 27 ნოემბერი

ია ფარულავა 2020

„ბოდიში რეზო ბიძიაო და ამოაგდებენ ძუძუს“...

20:20 პარ. 26 ნოემბერი

დოჩი

„შანსი არ არის ვინმესთან გასაყოფი კაცი მ...

15:56 პარ. 26 ნოემბერი

მარიამ კუკუნაშვილი

VIDEO: „მატლიც მინახავს საჭმელში, ერთ სა...

23:26 კვი. 28 ნოემბერი

ციხე

„სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლი გავხ...

23:19 კვი. 28 ნოემბერი

გიორგი ფხაკაძე

„აცრას არ აქვს რელიგიური დატვირთვა, დაუშ...

23:01 კვი. 28 ნოემბერი

საპატრიარქო

თბილისში საცხოვრებელი სახლი იწვის

22:59 კვი. 28 ნოემბერი

ხანძარი

„მუშაობა დავიწყე სანიტრად, შემდეგ გავხდი...

22:42 კვი. 28 ნოემბერი

გიორგი ფხაკაძე

„ახალი შტამი ინფექციის ახალი ძალებით შემ...

21:52 კვი. 28 ნოემბერი

ბიძინა კულუმბეგოვი

„მიხეილ სააკაშვილის პალატის ქვეშ დგას მა...

20:56 კვი. 28 ნოემბერი

გიორგი ჩალაძე

ზაალ ანჯაფარიძე: მარიამ ჯიშკარიანი სააკა...

20:10 კვი. 28 ნოემბერი

ანალიტიკოსი ზაალ
ანჯაფარიძე

ბათუმში 2 წლამდე ბავშვი მე-7 სართულიდან...

19:07 კვი. 28 ნოემბერი

სასწრაფო დახმარების
ავომობილი