Digest Logo

„ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობა ცდილობს რამენაირად გაამართლოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1633-ე რეზოლუციის მხარდაჭერა - ირაკლი ჩიქოვანი

 21:25 სამ. 6 აპრილი
უმრავლესობის წევრი
ირაკლი ჩიქოვანი Digest.ge

„ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობა ცდილობს რამენაირად გაამართლოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1633-ე რეზოლუციის მხარდაჭერა“ - ამ სიტყვებით ეხმაურება პარლამენტის წევრი ირაკლი ჩიქოვანი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებას, რომლის თანახმად კაპანაძემ აღნიშნა, რომ ცხინვალი ქართულმა მხარემ დაბომბა, კასეტური ბომბები გამოიყენა და მისი თქმით, ამ ფაქტს არავინ უარყოფს. 

ჩიქოვანის თქმით, ეს რეზოლუცია ქართული დელეგაციის მხარდაჭერის გარეშეც იქნებოდა მიღებული. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეეძლოთ დაეტოვებინათ დარბაზი და მხარი არ დაეჭირათ რეზოლუციისთვის:

„ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობა ცდილობს რამენაირად გაამართლოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1633-ე რეზოლუციის მხარდაჭერა. მაგრამ ამ ტექსტს საქართველოს არცერთი წარმომადგენელი არ უნდა დათანხმებოდა და ვერ უნდა დათანხმებოდა, თუნდაც სხვა მუხლების ხათრით.

„თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებებით.“

მნიშვნელოვანია, რომ ქართული დელეგაციის მხარდაჭერის გარეშეც ეს რეზოლუცია მიღებული იქნებოდა. შესაძლებელი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დაეტოვებინათ დარბაზი და ქართული დელეგაციის მხარდაჭერა არ ექნებოდა ამ ტექსტს.

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ შევძელით და 2021 წლის 21 იანვარს ტიტანური შრომის შედეგად და „ზოგიერთების” მავნებლური გულგრილობის მიუხედავად შევქმენით მყარი საერთაშორისო სამართლებრივი საფუძველი ოკუპაციის დასასრულებლად „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” სახელმწიფოთაშორის სარჩელში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო,“ - აღნიშნავს ჩიქოვანი.


23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 წუთის წინ

23 _ ჰოროსკოპი

23 აპრილს თბილისის უბნებს ელექტრომომარაგ...

00:56

ელექტოენერგია

„ნოემბრის ბოლო-დეკემბერი ხომ გვახსოვს, რ...

00:38

პაატა იმნაძე


„იესო ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ა...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

რუსუდან გოცირიძე

„ომარი, რომელმაც 49 ადამიანი მოკლა, გეი...

18:53 ოთხ. 21 აპრილი

კრიმინალი-ლენტი

41 წლის კაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გააუპატიურ...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

პოლიცია

„სასქესო ორგანოზე შემეხო... ეს არ იყო რა...

00:25

მიშა

„მამაჩემი ისე გარდაიცვალა, არც კი მინახა...

00:15

მიშა ანდღულაძე

„მათი ერთ ოთახში ჩაკეტვა და დახოცვა მინდ...

00:00

მიშა ანდღულაძე

„ახლაც ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის, რომ...

23:38 ხუთ. 22 აპრილი

ნიკა

სოროდან გამოდის მაშინ, როცა ბოტასის ფული...

23:20 ხუთ. 22 აპრილი

უცნობი ვახო სანაია

ლევან ნიკოლეიშვილი: ტვ პირველის ეთერში 3...

22:41 ხუთ. 22 აპრილი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი

შალვა ნათელაშვილი: ევროკავშირს უყვარს და...

22:36 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი - შალვა ნათელაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილის ალიმენტის გად...

22:26 ხუთ. 22 აპრილი

ბასილაშვილი ნიკოლოზი

შალვა ნათელაშვილი ევროპარლამენტარ მარინა...

22:20 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი შალვა ნათელაშვილი
Digest.ge

დიმიტრი სამხარაძე: ძალიან „ევროპულმა“ ინ...

22:08 ხუთ. 22 აპრილი

„ქართული ოცნება -
დემოკრატიული
საქართველოს“ რეგიონალური
მდივანი დიმიტრი
სამხარაძე digest.ge

„ხვალ შეიძლება სიტუაცია საგანგაშო გახდეს...

21:46 ხუთ. 22 აპრილი

კორონავირუსი კოვიდ -19

ვინ არის მიხეილ ლომთაძე ჯინსებითა და წით...

20:58 ხუთ. 22 აპრილი

მი­ხე­ილ ლომ­თა­ძე