Digest Logo

„მათი გაერთიანება მარცხისთვის არის განწირული“ - დავით ჩიხელიძე თბილისის ჩრდილოვან კოალიციურ მთავრობაზე

 15:06 ხუთ. 21 ოქტომბერი
დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის თავმჯდომარე
დავით ჩიხელიძე

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის ნიკა მელიას მიერ თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენას ეხმაურება.

როგორც ჩიხელიძე აცხადებს, ნიკა მელიამ თბილისის კოალიციური მთავრობის ნაცვლად „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა წარადგინა, რადგან მოადგილედ „ნაციონალური მოძრაობის“ 3 ყოფილი წევრი და ერთი ამავე პარტიის დამფინანსებელი დაასახელა:

„გუშინ ნიკანორ მელიამ ირეალური მთავრობა წარმოგვიდგინა, ფსევდოპრეზენტაციის დროს მელია, თბილისის კოალიციური მთავრობა და მერის პოტენციური მოადგილეები დაასახელა. პრეზენტაციის დროს სიამაყით აღინიშნა, რომ თბილისის მთავრობა მრავალპარტიული იქნება, რაც ურცხვი ტყუილი და ამომრჩევლის აბუჩად აგდებაა, ხომ შეიძლება ერთხელ მაინც თქვათ სიმართლე? თქვენი ყოველი გამოსვლა ტოვებს განცდას, რომ ამომრჩეველს ისე უყურებთ, როგორც ბრბოს და არა როგორც განვითარებულ საზოგადოებას, თქვენი ყოველი სიტყვა ტყუილით და შეურაცხყოფით არის გაჯერებული.

თბილისის კოალიციური მთავრობის ნაცვლად „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა მივიღეთ, რადგან მელიამ მოადგილედ „ნაციონალური მოძრაობის“ 3 ყოფილი წევრი და ერთი ამავე პარტიის დამფინანსებელი წარადგინა. ის თბილისის სათავეში არა კოალიციურ მთავრობას, არამედ „ნაციონალურ მოძრაობას“ გვთავაზობს. მინდა, ოპოზიციას და მელიას მივმართო, ჯერ გადახტით და ჰოპ მერე დაიძახეთ.... ოპოზიციის ქმედება არასერიოზულია, ისინი ილუზიებით იკვებებიან, საკუთარ თავს და ამომრჩევლებს არწმუნებენ, რომ გამარჯვება შეუძლიათ, რეალურად კი მათი გაერთიანება მარცხისთვის არის განწირული, რადგან ერთობა, რომლითაც ისინი ამაყობენ, ფიქციურია. ქართველი ხალხი 30 ოქტომბერს საკუთარ თავისუფალ, რაციონალურ გადაწყვეტილებას დააფიქსირებს, საქართველო ჩაატარებს დემოკრატიულ არჩევნებს, რომლის შედეგიც ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის პოლიტიკური განაჩენის ტოლი იქნება!“, - აღნიშნავს ჩიხელიძე.


წვიმა და თოვლი - 2 დეკემბრის ამინდის პრო...

00:58

ამინდი

ყურადღება! ელექტრომომარაგება შეიზღუდება...

00:24

ელექტოენერგია

გიორგი ამილახვარი სალომე სამადაშვილს: გა...

00:12

„ქართული ოცნების“
საარჩევნო სიის წევრი
გიორგი ამილახვარი Digest.ge


VIDEO: ფეხსაცმელებიდან თითები უჩანდა, პა...

12:54 ოთხ. 1 დეკემბერი

იმერული ესკიზები

დედამთილმა განათხოვრობის გამო ამითვალწუნ...

22:08 ოთხ. 1 დეკემბერი

ქალი

„ფეხზე ხორცი ამოგლეჯილი ჰქონდა, ორგანოებ...

12:54 ოთხ. 1 დეკემბერი

ლენტი ავარია

ამანაც რა თქმა უნდა, იმოქმედა ცეკვაზე......

19:24 ოთხ. 1 დეკემბერი

სალომე ღვინაშვილი

ეს ოცნება მისი გარდაცვალების შემდეგ ავის...

15:56 ოთხ. 1 დეკემბერი

ხატია შამუგია

„ისედაც გვიან შევხვდით ერთმანეთს და ამიტ...

15:55 ოთხ. 1 დეკემბერი

ეკახოფერიადა მიშა ხუჯაძე

ირაკლი კობახიძე ენმ-ზე: ისინი არ აპირებე...

23:51 ოთხ. 1 დეკემბერი

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე

დღეიდან გაზის ტარიფი გაიზარდა – ნახეთ, გ...

23:25 ოთხ. 1 დეკემბერი

გაზი

ზურაბ ქადაგიძე: იმდენად დიდი აქვთ 7 ნოემ...

21:50 ოთხ. 1 დეკემბერი

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე

ვლადიმერ ბოჟაძე: პოლიციელის შეურაცხყოფის...

21:43 ოთხ. 1 დეკემბერი

სამოქალაქო საზოგადოებისა
და დემოკრატიის
განვითარების ცენტრის
ხელმძღვანელი

დავით ქართველიშვილი ოპოზიციაზე - პოლიციე...

21:37 ოთხ. 1 დეკემბერი

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი

გაქვთ პროტესტი?! გააპროტესტეთ, მაგრამ გა...

21:27 ოთხ. 1 დეკემბერი

საჯარო მმართველობის
მოხელე თამთა
მეგრელიშვილი Digest.ge

შალვა პაპუაშვილი - კომიტეტის 31 სხდომიდა...

21:10 ოთხ. 1 დეკემბერი

„ქართული ოცნების“
საზოგადოებასთან
ურთიერთობის მდივანი
შალვა პაპუაშვილი

„ერთადერთი, ვინც აბსოლუტურად დაცულია კოვ...

20:45 ოთხ. 1 დეკემბერი

იაგო ფრანგიშვილი

„1-ლი თებერვლამდე ვინც არ აიცრება დაჯარი...

20:10 ოთხ. 1 დეკემბერი

გიორგი ფხაკაძე