Digest Logo

ირაკლი კობახიძე: 20 ივნისის შემდეგ იყო მოსაზრება, გიორგი გახარიას დაეტოვებინა შს მინისტრის თანამდებობა

 23:15 ორშ. 14 ივნისი
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Pia.ge

„20 ივნისის შემდეგ, უახლოეს პერიოდში, იყო ასეთი მოსაზრება და არაერთი ლიდერიც საუბრობდა ამასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესი იყო გახარიას დაეტოვებინა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, ეს საკითხი მომწიფებულიც კი იყო, თუმცა რაღაცამ შემდეგ შეცვალა ეს გადაწყვეტილება, არა ვიღაცამ არამედ რაღაცამ.

მისივე თქმით, გახარიას ჰქონდა ძალიან მძიმე მდგომარეობა, განსაკუთრებით 20 ივნისის შემდეგ და გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მისი იმიჯი რადიკალურად შემოტრიალებულიყო.

„განცხადებები, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ჩემი და გუნდის სხვა ლიდერების განცხადებები არის გუნდურობის საუკეთესო გამოხატულება, როდესაც ხარ კონკრეტული გუნდის წევრი, შენ გმართებს შენი გუნდის დაცვა და შენი თანაგუნდელების სათანადოდ წარმოჩენა, ეს არის გუნდურობის მაგალითი. მაშინაც არსებობდა გარკვეული კრიტიკული კითხვის ნიშნები. იყო გარკვეული საკითხები, ამაზეც შემიძლია დეტალებში მოგვიანებით ვისაუბრო. რაც შეეხება თვითონ იმ ბრალდებას, რომელიც თქვენ მოისმინეთ უკვე მოგვიანებით ეს გაჟღერდა 17-18 თებერვლის შემდეგ, ანუ რაც შეეხება ღალატს, პრობლემა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ეს უკავშირდება 17-18 თებერვალს და ის განცხადებები, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვისმინეთ, გაკეთდა მანამდე, როცა ჩვენ ვიყავით ერთიანი გუნდის წევრები და ეს არ იყო მარტო საჯარო განცხადებები.

გიორგი გახარიას მიმართ, ჩვენ არამარტო საჯაროდ გამოვირჩეოდით ასეთი შეფასებებით, არამედ, ჩვენ მაქსიმალურად ვამაგრებდით მას, როგორც ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრს, მერე პრემიერ მინისტრს. თქვენ გახსოვთ, რომ მას ჰქონდა ძალიან მძიმე მდგომარეობა, განსაკუთრებით 20 ივნისის შემდეგ და გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მისი იმიჯი რადიკალურად შემოტრიალებულიყო. ეს არ იყო მარტო საჯარო განცხადებები, ამას ვაკეთებდით ჩვენ გუნდის შიგნით. შემიძლია გარკვეული დეტალებიც კი გაგიმხილოთ, გუნდის შიგნით დისკუსიების 20 ივნისის შემდეგ, უახლოეს პერიოდში, იყო ასეთი მოსაზრება და არაერთი ლიდერიც საუბრობდა ამასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესი იყო გახარიას დაეტოვებინა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, ეს საკითხი მომწიფებულიც კი იყო, რაღაც მომენტში, თუმცა რაღაცამ შემდეგ შეცვალა ეს გადაწყვეტილება, არა ვიღაცამ არამედ რაღაცამ. რამ, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ შეიძლება ამის დროც გარკვეულ მომენტში დადგება. რაღაც ფაქტორი იყო, გარე ფაქტორი, რომელმაც საბოლოო ჯამში ჩვენ ამ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა. მასთან იყო დაკავშირებული ეს ფაქტორი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


VIDEO: ბრაზილიაში თოვლი მოვიდა

9 წუთის წინ

თოვლი

გახარია სააკაშვილზე - თუ ჩამოვა, „ოცნება...

22 წუთის წინ

გახარია სააკაშვილი

31 ივლისს დედამიწას ასტეროიდი ჩაუფრენს -...

39 წუთის წინ

დედამიწა


რას წერდნენ მე-19 საუკუნის გაზეთში აცრებ...

00:39 ოთხ. 28 ივლისი

აცრა

რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ ბავშვე...

13:00 ხუთ. 29 ივლისი

კორონა და ბავშვები

მასწავლებელმა მოსწავლეებს ეს 15 დავალება...

00:39 ოთხ. 28 ივლისი

მასწავლებელი

VIDEO: ლაშა ბექაურის ემოციურად შესრულებუ...

10:53

ლაშა ბექაური

ვინ არიან და რას საქმიანობენ კახა კალაძი...

21:46 ხუთ. 29 ივლისი

კალაძე და არეშიძე

VIDEO: ,,ჯოჯოხეთია ჩემი ცხოვრება, ეს ძალ...

20:52 ხუთ. 29 ივლისი

ისტორია

რა მოხდა სასტუმრო „სტამბაში" - როგორ გარ...

41 წუთის წინ

ჰუსეინ ბახიკანოვი

პროკურატურამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ფოტ...

55 წუთის წინ

პროკურატურის შენობა

2712 ინფიცირება, 1561 გამოჯანმრთელება, 2...

11:07

კორონა და ციხე

გერმანელმა ლოტოში 33 მილიონი ევრო ისე მო...

10:26

ევროები

სპეციალისტები შეზღუდვების ხელახლა ამოქმე...

10:16

შეზღუდვა

„მე აღარ ვაპირებ ეს ავიტანო" - ნახეთ, რა...

10:10

მინისტრი ტეა წულუკიანი

ოჰაიოში ქალი სხვის ბინაში შეიჭრა, ჭურჭელ...

10:05

ჭურჭელი და პოლიციელი

გურამ თუშიშვილი ნახევარფინალშია

10:04

გურამ თუშიშვილი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

09:36

მიწისძვრა საბერძნეთში