Digest Logo

ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე - შარიანი ბავშვები თქვენ თუ გინახავთ ბავშვობაში, როდესაც აგებს ყოველთვის, მაგრამ ჟინიანობს, არ აღიარებს შედეგებს, მანამ სანამ არ მოიგებს და ვერ მოიგებენ, იმიტომ, რომ ხალხი არ დაუშვებს ამას - აგებენ და წააგებენ ყოველთვის

 00:58 შაბ. 18 სექტემბერი
საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი Digest.ge

„ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე - შარიანი ბავშვები თქვენ თუ გინახავთ ბავშვობაში, უბანში, მეზობლად, როდესაც აგებს ყოველთვის, მაგრამ ჟინიანობს, არ აღიარებს შედეგებს, მანამ სანამ არ მოიგებს და ვერ მოიგებენ, იმიტომ, რომ ხალხი არ დაუშვებს ამას - აგებენ და წააგებენ ყოველთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიცია 2 ოქტომბრის შემდეგ კვლავ აპირებს ქუჩაში გასვლას და კრიზისის შექმნას.

„დიდი სურვილი მაქვს, ჩემი ოცნებაა, რომ ოპოზიცია 2 ოქტომბრის შემდეგ ქუჩაში გავიდეს და რატომ, გეტყვით - მე ვიცი, რომ აპირებენ ამას. ყველაფერი გამიზნულია, რომ არჩევნების მეორე დღეს თქვან, რომ ისე არ არის, როგორც... შარიანი ბავშვები თქვენ თუ გინახავთ ბავშვობაში, უბანში, მეზობლად, როდესაც აგებს ყოველთვის, მაგრამ ჟინიანობს, არ აღიარებს შედეგებს, მანამ სანამ არ მოიგებს და ვერ მოიგებენ. იმიტომ, რომ ხალხი არ დაუშვებს ამას. აგებენ და წააგებენ ყოველთვის.

გვაქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ გასვლას, დემონსტრაციულად ისევ რაღაც კრიზისის შექმნას. ვისურვებდი, რომ გავიდნენ. რატომ? დამშვიდდება პარლამენტიც, ამათი მარგინალიზება მოხდება ბოლომდე, სამი წელი რა უნდა გააკეთონ ამათ ქუჩაში? იყვნენ ქუჩაში. რამეს გაბედავენ? მიიღებენ ძალიან მკაცრ პასუხს და აქ მთავრობა იქნება უკომპრომისო. მე ამის გარანტიას ვაძლევ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ქვეყანას არ ავარევინებთ არავის. ხალხს ახლა სჭირდება დამშვიდება. გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა. ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი ჩვენი მმართველობისა, არის „ოცნების“ მმართველობის 9 წლიანი პერიოდი. არც ომი გვქონია, არც კონფლიქტები. ნახეთ რეგიონებში ჩვენი ჩართულობა, ჩვენი მედიაცია. ამ ყველაფერს ვაკეთებთ და ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს განვითარება პროგრესი, კეთილდღეობა სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევა და არა ამ გაუგებარი გიჟების დევნა. მე ემოციურობისთვის ჩვენს მოსახლეობას ბოდიშს ვუხდი, მაგრამ სამწუხაროა, რომ მუდმივად ასეთ პირობებში გვამყოფებენ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მსგავსი სიახლეები

გორში 12 წლის გოგონა გაუჩინარდა - ოჯახი...

8 წუთის წინ

პოლიცია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

43 წუთის წინ

საქართველოს ბანკი

დეკემბრის აქციები „თეგეტა მოტორსში“

16:53

დეკემბრის აქციები
„თეგეტა მოტორსში“


„დაობებული ჯონჯოლი, კანალიზაციის მილები,...

17:42 სამ. 7 დეკემბერი

უმძიმესი კადრები

„საშინლად ვიცხოვრე... ხან „ნაშები“... არ...

11:27

მუსიკოსი დატო ევგენიძე

„აზარტული იყო, საათი, ბეჭედი და პალტო წა...

17:42 სამ. 7 დეკემბერი

ლენტი ავარია

„ეკა მამალაძე ჩემი პირველი სიყვარული იყო...

16:50

ბახვა ბრეგვაძე და ეკა
მამალაძე

ფეხმძიმე მარიტა მელიქიშვილის მხიარული ცე...

12:16

მარიტა მელიქიშვილი

„ღვთაება“ - ირაკლი მაქაცარიას რეაქცია სა...

11:48

ირაკლი და ლიზა

„ვაქცინირებულებში პოსტკოვიდური მდგომარეო...

15:42

გიორგი ფხაკაძე

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

15:41

სალომე ზურაბიშვილი

„კოვიდ დადასტურებული ადამიანები საქართვე...

14:53

იაგო ფრანგიშვილი

საქართველოს ბანკისა და USAID –ის ეკონომი...

13:59

საქართველოს ბანკი

ლევან ნიკოლეიშვილი: არასამთავრობო ორგანი...

13:51

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Digest.ge

„ნარკომანს, რომ მეტადონს არ აძლევენ ეგაა...

13:45

ვახო მეგრელიშვილი

ცნობილი მსახიობები, რომლებმაც კარიერა პო...

13:44

მსახიობები

„ჩვენ თავს ჩვენვე უნდა მივხედოთ, მოდის ა...

13:43

გიორგი კავკასიძე

ძალიან მაგარი ტიპები არიან ეს საერთაშორი...

13:40

ექსპერტი გია გაბრიჭიძე