Digest Logo

ირაკლი ღარიბაშვილი - მე რომ მივედი თავდაცვის სამინისტროში, მხოლოდ ერთი ვერტმფრენი დაფრინავდა, ამიტომ, გადავწყვიტე, რომ სრულად მოხდებოდა ამ ავიაციის განახლება და ასეც მოხდა

 01:31 შაბ. 18 სექტემბერი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი საფრენი
აპარატების ახალ
საამწყობო საწარმოში

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა - ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი ჩვენი ქვეყნის და ჩვენს ღირსეულ ჯარს ვემსახურე. მჯერა, რომ არ ერთ წელიწადში ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ. ის საქმეები, რომელიც ბოლო 30 წელია არ გაკეთებულა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ის თავდაცვის სამინისტროში მივიდა, მხოლოდ ერთი ვერტმფრენი დაფრინავდა, დღეის მონაცემებით კი აღდგენილია 4 სუ-25, 2 წლის ბოლომდე აღდგება, ასევე, მიმდინარეობს 5 მი-24-ის სრული განახლება.

„კომპლექსურად მივუდექით - ბაზების მოწყობა, ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა, შეიარაღება, ყველაფერი თანამედროვეა. მატ შორის ადგილობრივი წარმოების განვითარება. ძალიან მალე დავიწყებთ ადგილობრივი წარმოების ავტომატების გამოშვებას. მიდის მუშაობა მაღალი გამავლობის ჯავშანმანქანების პროექტზე.

თვითმფრინავების და ავიაციის განახლებას რაც შეეხება - როცა მე ვეწვიე ავიაციის სარდლობას და ვესაუბრე ავიაციის სარდლობის ოფიცრებს, ძალიან დემოტივირებულები, მოწყენილები მომეჩვენენ და მქონდა მათთან გულახდილი საუბარი. ავიაციის სარდლობა გვქონდა და მე რომ მივედი თავდაცვის სამინისტროში, მხოლოდ ერთი ვერტმფრენი დაფრინავდა. ეს რა თქმა უნდა პრობლემა იყო. ამიტომ, გადავწყვიტე და ვუთხარი, რომ სრულად მოხდებოდა ამ ავიაციის განახლება და ასეც მოხდა. აღვადგინეთ 4 სუ-25. ეს ჩვენი ეროვნული ღირსების და სიამაყის საკითხი იყო. როდესაც მინისტრად მამტკიცებდნენ, პარლამენტში გამოსვლის დღეს ვთქვი, რომ სუ-25-ების გამოშვებით საქართველომ თავის დროზე სახელი გაითქვა და 1000 სუ-25 გამოუშვა ქვეყანამ. ნუთუ რა გახდა ასეთი, რომ ამის განახლება ჩვენი ძალებით არ შეგვეძლოს. ახალი ანგარი გავაკეთეთ და დავიწყეთ ეს პროექტი. მაშინ ბევრი დაგვცინოდა და ქილიკობდა, რომ მორიგი ყალბი დაპირებააო, მაგრამ ჩვენ ყველაფერი ჩვენი ძალებით გავაკეთეთ - 4 სუ-25 აღვადგინეთ, 2 კიდევ წლის ბოლომდე აღდგება, მიმდინარეობს 5 მი-24-ის სრული განახლება, ჩვენი ძალებით, ჩვენსავე ტერიტორიაზე, ჩვენი ავიაციის ხალხის ჩართულობით. ამას გარდა, 4 ამერიკული ვერტმფრენი გავგზავნეთ უკვე ამერიკაში, მიმდინარეობს სრული განახლება და ბიუჯეტიდან გამომდინარე ვფიქრობთ ახალი საფრენი აპარატების დამატებას.

ჯარში გავაკეთე პირველი ექსპერიმენტი ამ მიმართულებით, როდესაც თავდაცვის ძალებთან ერთად ჩვენ შევიმუშავეთ განვითარების გრძელვადიანი, 10 წლიანი ხედვა. ჩემი მოტივაცია რა იყო - მნიშვნელობა არ აქვს, პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეიცვლება თუ არა, ის გეგმა და ხედვა, რომელზეც ვთანხმდებით, უნდა გაგრძელდეს. არ შეიძლება ამა თუ იმ პოლიტიკური ხელმძღვანელის ახირების და გემოვნების მიხედვით განვითარდეს ქართული ჯარი. თავდაცვის მიერ არის დამტკიცებული, მოწონებული და მათ მიერ არის შემუშავებული ეს განვითარების გეგმა და იქ გაწერილია, რომელ წელს რას ვაკეთებთ. იგივ გავაკეთე ყველა სამინისტროს მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მსგავსი სიახლეები

„მანუჩარი სექსუალურად ძალადობდა, სცემდა....

15 წუთის წინ

ლენტი

დაუშვებელია დუმდე იმ დანაშაულებზე, რომელ...

20 წუთის წინ

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი
დავით ჩიხელიძე Digest.ge

სამეგრელოში ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკ...

29 წუთის წინ

მმართველი გუნდის
შეხვედრა მოსახლეობასთან


მამინაცვალმა 17 წლის გოგოზე სექსუალური ძ...

13:11 ოთხ. 20 ოქტომბერი

ტრაგედია ინდონეზიაში

„რატომ არ ხსნი კურსებს, სადაც ჩემნაირ გო...

13:23 ოთხ. 20 ოქტომბერი

მოდელი, კესარია აბრამიძე

VIDEO: „ერთი ულამაზესი ქალი ცხოვრობს, რო...

13:11 ოთხ. 20 ოქტომბერი

გიორგი ფხაკაძე

„ირაკლი როცა დაჭრეს, მაშინ ბოლომდე შერიგ...

48 წუთის წინ

ირაკლი ნოზაძის ცოლი

„ვიგრძენი რომ ცუდად ვარ, მაკანკალებს, ლა...

12:09

ვიკა ბუკია

„ადამიანი ჭაობშია, მაგრამ... მე მაქვს შე...

10:56

ალექსანდრა პაიჭაძე

„თუ ასე გაგრძელდება ვერც ერთი გადავრჩები...

34 წუთის წინ

ლევან რატიანი

კაცი, რომელიც რამდენიმე საათის წინ ბათუმ...

35 წუთის წინ

საავადმყოფოს დერეფანი

„მათი გაერთიანება მარცხისთვის არის განწი...

36 წუთის წინ

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის თავმჯდომარე
დავით ჩიხელიძე

ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილის მმართველ...

49 წუთის წინ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი Digest.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Axel-მა ქ...

49 წუთის წინ

საქართველოს ბანკი

აი, რატომ აშინებთ მამაკაცებს ჭკვიანი ქალ...

50 წუთის წინ

ქალი

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე მა...

54 წუთის წინ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი, „ქართული
ოცნების“ თავმდჯომარე
ირაკლი კობახიძე

„5 გასროლა იყო ზედიზედ, თავქუდმოგლეჯილი...

59 წუთის წინ

პატრულ-ინსპექტორი

ცხელება, საკვებზე უარის თქმა, ტკივილი და...

14:38

მოწამლული ბავშვი