Digest Logo

ირაკლი ღარიბაშვილი - იყო მომართვა NED-ის, IRI-ის და NDI-ის ხელმძღვანელებისგან, მსოფლიო ბანკის და IMF-ის წარმომადგენლებისგან და შევთანხმდით, რომ დროებით რელოკაციაში დაეხმარებოდა საქართველო მათ თანამშრომლებს

 01:19 შაბ. 18 სექტემბერი
ღარიბაშვილი

„ჩვენ ვიყავით მართლაც გამორჩეული ერი და გამორჩეული ჯარი, როდესაც ჩართული ვიყავით ავღანეთის მისიაში; აქვე მინდა, მწუხარებით აღვნიშნო, რომ ჩვენი 32 გმირი დაიღუპა ავღანეთში, ძალიან ბევრი დაიჭრა, დიდება ჩვენს გმირებს და მათ ოჯახებს მინდა კიდევ ერთხელ გამოვუცხადო ჩვენი სრული სოლიდარობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქართველმა სამხედროებმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში არნახული პროფესიონალიზმი აჩვენეს.

„გაიხსენეთ, ისტორიულად, ქართველი სამხედროები ყოველთვის გამოირჩეოდნენ სიმამაცით და ერთგულებით. როდესაც წეღან ვსაუბრობდი ღალატზე, ერთგულება არის ჩვენი, ქართველების მთავარი დამახასიათებელი თვისება და ამიტომ ვთქვი, რომ ქართველი კაცისთვის შეუფერებელი იყო გახარიას საქციელი. ავღანეთის მისია რომ დასრულდა, ჩვენ სრულად გამოვედით, გამოვიყვანეთ ჩვენი ჯარი. შემდეგ, მე მქონდა საუბარი მაღალი თანამდებობის პირებთან, მათ შორის ამერიკელებთან, მათ შორის იყო მომართვა NED-ის პრეზიდენტისგან, ბატონი დეიმონ უილსონისგან, IRI-ის და NDI-ის ხელმძღვანელებისგან, მსოფლიო ბანკის და IMF-ის წარმომადგენლებისგან, USAID-ის ხელმძღვანელისგან, მე მქონდა მათთან პირადი საუბარი, კომუნიკაცია და ჩვენ შევთანხმდით, რომ დროებით რელოკაციაში დაეხმარებოდა საქართველო რამდენიმე ათეულ ადამიანს, მათ თანამშრომლებს. მეორეს მხრივ, 2 500 ადამიანისთვის, ავღანელებისთვის, 24 საათში ჩვენმა ჯარმა მოაწყო სრული ინფრასტრუქტურა, აეროპორტის ტერიტორიაზე სრულად გამართა ლოჯისტიკა და ავაწყვეთ იდეალურად ტრანზიტი. ჩვენ რამდენიმე ათეულ ფრენას ვუმასპინძლეთ და 2 500 ავღანელის ტრანზიტი უზრუნველვყავით. რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენთვის სასიხარულო, იყო ჩვენი მისიის დაგვირგვინება ავღანეთში. ბუნებრივია, სამწუხაროა, რაც განვითარდა ავღანეთში და ჩვენ ამას ყურადღებით ვაკვირდებით, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ აქაც ძალიან ღირსეულად შეასრულა საკუთარი პასუხისმგებლობიანი როლი და მისია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე - ყველა მიმართულებით გვა...

4 წუთის წინ

„ქართული ოცნების
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვყავს ძალიან ღ...

10 წუთის წინ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი: სტრასბურგში საქართვე...

18 წუთის წინ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი


„მანუჩარი სექსუალურად ძალადობდა, სცემდა....

13:23 ოთხ. 20 ოქტომბერი

ლენტი

მამინაცვალმა 17 წლის გოგოზე სექსუალური ძ...

13:47 ოთხ. 20 ოქტომბერი

ტრაგედია ინდონეზიაში

„რატომ არ ხსნი კურსებს, სადაც ჩემნაირ გო...

13:23 ოთხ. 20 ოქტომბერი

მოდელი, კესარია აბრამიძე

„ირაკლი როცა დაჭრეს, მაშინ ბოლომდე შერიგ...

14:55

ირაკლი ნოზაძის ცოლი

„ვიგრძენი რომ ცუდად ვარ, მაკანკალებს, ლა...

12:09

ვიკა ბუკია

„ადამიანი ჭაობშია, მაგრამ... მე მაქვს შე...

10:56

ალექსანდრა პაიჭაძე

შორენა ბეგაშვილის ყოფილი პარტნიორის შესა...

32 წუთის წინ

ლაშა ბარათელი და შორენა
ბეგაშვილი

დაუშვებელია დუმდე იმ დანაშაულებზე, რომელ...

54 წუთის წინ

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი
დავით ჩიხელიძე Digest.ge

სამეგრელოში ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკ...

15:14

მმართველი გუნდის
შეხვედრა მოსახლეობასთან

„თუ ასე გაგრძელდება ვერც ერთი გადავრჩები...

15:09

ლევან რატიანი

კაცი, რომელიც რამდენიმე საათის წინ ბათუმ...

15:08

საავადმყოფოს დერეფანი

„მათი გაერთიანება მარცხისთვის არის განწი...

15:06

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის თავმჯდომარე
დავით ჩიხელიძე

ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილის მმართველ...

14:53

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი Digest.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Axel-მა ქ...

14:53

საქართველოს ბანკი

აი, რატომ აშინებთ მამაკაცებს ჭკვიანი ქალ...

14:53

ქალი