Digest Logo

ეს ცილისწამება არ დარჩება უპასუხოდ, მოგთხოვთ პასუხს ვინც მიიღეთ მონაწილეობა ამ ტყუილის ტირაჟირებაში- „wine khakheti“-ს დირექტორი ტვ პირველის სიუჟეტზე

 14:32 კვი. 28 თებერვალი
„wine kakheti“-ს დირექტორი ლევან
ზილფიმიანი Digest.ge

კომპანია „wine khakheti“-ს დირექტორი ლევან ზილფიმიანი ტვ პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება.

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო გუშინ საღამოს ტვ პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც 99% ტყუილს შეიცავდა და ეხებოდა ე. წ. რუსი ოლიგარქის მჭიდრო კავშირებს თამაზაშვილებისა და ღარიბაშვილების ოჯახებთან! აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მთელი კვირის მანძილზე, სანამ სიუჟეტი მზადდებოდა, გადაცემის ავტორი, მაკა ჩიხლაძე, არც ერთხელ არ გამომეხმაურა! უფრო მეტიც, ჩემი მოთხოვნის მიუხედავად, რომ ჩემგან მიეღო ზუსტი ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის შეასახებ, არ დაინტერესდა! მე გახლავართ სიუჟეტში ნახსენები „wine khakheti“ დირექტორი და რობერტ ხახალევის მინდობილი პირი, (იგივე რობი ზილფიმიანი) ეს ადამიანი ჩემი ალალი ბიძაა (მამის ძმა), რომელიც ჯერ კიდევ 35 წლის წინ (საბჭოთა კავშირის დროს წავიდა რუსეთში იქ შექმნა ოჯახი და დაიწყო ბიზნესი!). ის არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც გახლავთ ამავდროულად რუსეთის მოქალაქეც! დიახ, ბატონებო! ეს ადამიანი, წარმოშობით ქართველი, საქართველოში ახორციელებს ინვესტიციებს და ამ დროისთვის დასაქმებული გვყავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 300-მდე ოჯახი.

„საქართველოს ბანკიდან“ გვაქვს რამდენიმე მილიონის სესხი აღებული, ვაშენებთ ვენახებს და მომავალში ვგეგმავთ ქარხნისა და სასტუმროს მშენებლობას. (მინდა გითხრათ, რომ ჯამში სულ გვაქვს 135 ჰექტარი მიწა და ამას კვადრატულობით არავინ ითვლის რაც სიუჟეტში თქვეს), ხოლო თუ მაინც გვინდა, რომ მასე დავთვალოთ, კი ბატონო, მაშინ მოგახსენებთ რომ მაგალითად, თქვენს დამფუძნებლებს და დამფინანსებლებს (ტვ პირველი) აქვთ დაახოლებით 80 და მეტი „ვატიკანის“ ხელა მიწები, ეს ყველაფერი არის ღია და საჯარო ინფორმაცია! ამავდროულად მინდა მოგახსენოთ, რომ ლექსო თამაზაშვილი არის ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარი, მეჯვარე, ნათელმირონი (20 წელზე დიდი ხანია) დიახ, ჩვენ ძმაკაცობის გარდა ვართ ამ ბიზნესში პარტნიორებიც და ეს სკანდალის საფუძველია? მოგიკითხავ ნოდარ და გეტყვი, რომ მსგავსი რამ ამორალურია თუმცა, მორალზე თქვენთან არ ვისაუბრებ, რადგან ეგ თქვენთვის უცხო ხილია! რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, გიდასტურებთ რომ, მისი ოჯახის გულშემატკივარი ვარ, ვიცნობ ძალიან დიდი ხანია, თუმცა რა შუაშია ჩვენს ბიზნესთან ან საერთოდ რუსეთთან? რა საბუთით ამტკიცებთ ამას? ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე!

პ.ს. ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ეს ცილისწამება არ დარჩება უპასუხოდ, მოგთხოვთ პასუხს ვინც მიიღეთ მონაწილეობა ამ ტყუილის ტირაჟირებაში! ღმერთი მაღალია და სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს!“ - წერს ლევან ზილფიმიანი სოციალურ ქსელში.


თუ შაბათამდე არ მოინანიებენ იღუმენ დანიე...

8 წუთის წინ

მიტროპოლიტი სტეფანე

მაისის პირველი ორი კვირა ძალიან მძიმე გვ...

15 წუთის წინ

პაატა იმნაძე, იმნაძე

დიდ დიღომში მოსახლეობის ნაწილი ავტოფარეხ...

19 წუთის წინ

ფარეხი


„იესო ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ა...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

რუსუდან გოცირიძე

„ომარი, რომელმაც 49 ადამიანი მოკლა, გეი...

18:53 ოთხ. 21 აპრილი

კრიმინალი-ლენტი

41 წლის კაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გააუპატიურ...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

პოლიცია

„სასქესო ორგანოზე შემეხო... ეს არ იყო რა...

00:25

მიშა

„მამაჩემი ისე გარდაიცვალა, არც კი მინახა...

00:15

მიშა ანდღულაძე

„მათი ერთ ოთახში ჩაკეტვა და დახოცვა მინდ...

00:00

მიშა ანდღულაძე

დღეს, სამებაში აფხაზეთის კონფლიქტის დროს...

09:15

სამების საკათედრო
ეკლესია

23 აპრილს თბილისის უბნებს ელექტრომომარაგ...

00:56

ელექტოენერგია

„ნოემბრის ბოლო-დეკემბერი ხომ გვახსოვს, რ...

00:38

პაატა იმნაძე

„ახლაც ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის, რომ...

23:38 ხუთ. 22 აპრილი

ნიკა

სოროდან გამოდის მაშინ, როცა ბოტასის ფული...

23:20 ხუთ. 22 აპრილი

უცნობი ვახო სანაია

ლევან ნიკოლეიშვილი: ტვ პირველის ეთერში 3...

22:41 ხუთ. 22 აპრილი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი

შალვა ნათელაშვილი: ევროკავშირს უყვარს და...

22:36 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი - შალვა ნათელაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილის ალიმენტის გად...

22:26 ხუთ. 22 აპრილი

ბასილაშვილი ნიკოლოზი

შალვა ნათელაშვილი ევროპარლამენტარ მარინა...

22:20 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი შალვა ნათელაშვილი
Digest.ge