Digest Logo

ბატონო სერგი, თქვენი ბოდვით თავიდან მოკალით ჩვენი გმირი ჯარისკაცები! - დავით ჩიხელიძე სერგი კაპანაძეს

 14:54 ოთხ. 7 აპრილი
დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი
დავით ჩიხელიძე - Digest.ge

„ოპოზიციის მიერ  ქვეყნის ღალატის და საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის ქრონიკები“ - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებას ცხინვალისა დაბომბვასა და კასეტური ბომბების გამოყენებასთან დაკავშირებით.

დავით ჩიხელიძე სერგი კაპანაძის განცხადებას ცხინვალის დაბომბვასა და კასეტური ბომბების გამოყენებასთან დაკავშირებით ღალატის კლასიკურ მაგალითს უწოდებს:

„ამჟამად ოპოზიციაში მყოფი, ერთ დროს კი მმართველი გუნდის წევრები საკუთარი თავის ლუსტრაციას განაგრძობენ და უკვე მერამდენედ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვიან, იბრძვიან ისე როგორც შეუძლიათ, ზოგჯერ სიტყვით, ზოგჯერ კი საქმით.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის და ღალატის სია საკმაოდ გრძელია, ამიტომ მხოლოდ რამდენიმეს შევეხები.... დავიწყოთ წარსულიდან.

  • შექმნეს ორი ადმინისტრაციული ერთეული, ზემო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომელიც ომის შემდეგ წარმატებით გადაუფორმეს რუსეთს, (შექმნეს სამართლებრივი საფუძველი, რომ საქართველოს ტერიტორიები დაეკარგა

  • ხელი მოაწერეს რეზოლუციას, რომელშიც მკაფიოდ წერია, რომ ომი საქართველომ დაიწყო

  • დაიწყეს სამართლებრივი დავა რუსეთთან, მაგრამ ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სტრასბურგში სასამართლო დავა წაეგოთ (არ მოახდინეს მტკიცებულებების წარდგენა, სტრასბურგში გამარჯვება მმართველი გუნდის დაუღალავი მუშაობის შედეგია, რომელმაც 2012 წლის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ არაერთი მტკიცებულება მოიპოვა და შეაგროვა)

  • დავით გარეჯის ნაწილი გადასცეს აზერბაიჯანს (რომელიც მოქმედი ხელისუფლების პირობებში აუცილებლად დაუბრუნდება საქართველოს)

დღეს კი ოპოზიციის წარმომადგენელი სერგი კაპანაძე სიამაყით ამბობს „არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა“. აღნიშნული გახლავთ ქვეყნის ღალატის კლასიკური მაგალითი, პუტინის და კრემლის პოლიტიკის გატარება და მათი პოზიციის მხარდაჭერა, რომელსაც არაფერი აქვს საერთოს სახელმწიფო ინტერესებთან. ბატონო სერგი, თქვენი ბოდვით თავიდან მოკალით ჩვენი გმირი ჯარისკაცები!

დასასრულს კი კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვებს შეგახსენებთ „ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავისა, თავის ხალხის მოღალატენი“. ეს ჩვენი მწარე რეალობაა, საქართველო დღესაც სავსეა მოღალატეებით,“ - ამბობს ჩიხელიძე.


23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

4 წუთის წინ

23 _ ჰოროსკოპი

23 აპრილს თბილისის უბნებს ელექტრომომარაგ...

00:56

ელექტოენერგია

„ნოემბრის ბოლო-დეკემბერი ხომ გვახსოვს, რ...

00:38

პაატა იმნაძე


„იესო ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ა...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

რუსუდან გოცირიძე

„ომარი, რომელმაც 49 ადამიანი მოკლა, გეი...

18:53 ოთხ. 21 აპრილი

კრიმინალი-ლენტი

41 წლის კაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გააუპატიურ...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

პოლიცია

„სასქესო ორგანოზე შემეხო... ეს არ იყო რა...

00:25

მიშა

„მამაჩემი ისე გარდაიცვალა, არც კი მინახა...

00:15

მიშა ანდღულაძე

„მათი ერთ ოთახში ჩაკეტვა და დახოცვა მინდ...

00:00

მიშა ანდღულაძე

„ახლაც ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის, რომ...

23:38 ხუთ. 22 აპრილი

ნიკა

სოროდან გამოდის მაშინ, როცა ბოტასის ფული...

23:20 ხუთ. 22 აპრილი

უცნობი ვახო სანაია

ლევან ნიკოლეიშვილი: ტვ პირველის ეთერში 3...

22:41 ხუთ. 22 აპრილი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი

შალვა ნათელაშვილი: ევროკავშირს უყვარს და...

22:36 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი - შალვა ნათელაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილის ალიმენტის გად...

22:26 ხუთ. 22 აპრილი

ბასილაშვილი ნიკოლოზი

შალვა ნათელაშვილი ევროპარლამენტარ მარინა...

22:20 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი შალვა ნათელაშვილი
Digest.ge

დიმიტრი სამხარაძე: ძალიან „ევროპულმა“ ინ...

22:08 ხუთ. 22 აპრილი

„ქართული ოცნება -
დემოკრატიული
საქართველოს“ რეგიონალური
მდივანი დიმიტრი
სამხარაძე digest.ge

„ხვალ შეიძლება სიტუაცია საგანგაშო გახდეს...

21:46 ხუთ. 22 აპრილი

კორონავირუსი კოვიდ -19

ვინ არის მიხეილ ლომთაძე ჯინსებითა და წით...

20:58 ხუთ. 22 აპრილი

მი­ხე­ილ ლომ­თა­ძე