Digest Logo

75 მილიონი ევრო ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარებაა და მისი არმიღება არ ნიშნავს სანქციას - გიორგი კაკაურიძე

 17:05 ხუთ. 22 ივლისი
ფინანსთა მინისტრის
მოადგილე გიორგი
კაკაურიძე Digest.ge

„75 მილიონი ევრო - ეს არის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება და მისი არმიღება არ ნიშნავს სანქციას, ფისკალურად არ წარმოადგენს დიდ რისკს არც 2021 და არც 2022 წლისთვის, ვინაიდან არის დამატებით აღებული სესხი და სესხის არაღების შესაძლებლობა წელს გვაქვს“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სალომე სამადაშვილის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ღონისძიება, რომელიც მატრიცაში იყო გაწერილი, შესრულებულია, შესაბამისად დიდი რისკი არ უნდა იყოს.

„რაც შეეხება უშუალოდ ევროკავშირის ამ მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში მისაღებ 75 მილიონ ევროს, აქ ერთ-ერთი კომპონენტი იყო სასამართლო რეფორმასთან და მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით. რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, მათ შორის ექსპერტულ დონეზე, ყველა ეს ღონისძიება, რომელიც იყო მატრიცაში გაწერილი, შესრულებულია, შესაბამისად დიდი რისკი არ უნდა გვქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური შეფასება მეც მოვისმინე, მთავარია ჩვენ ყველა ეს ღონისძიება შევასრულოთ“, - განაცხადა კაკაურიძემ.

რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ თანხა არ მივიღეთ - ამასთან დაკავშირებით კაკაურიძე აცხადებს, რომ თუ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი ექსპერტი ჩათვლის, რომ სასამართლო რეფორმასთან და მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ღონისძიებები არ შესრულდა სრულყოფილად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კონკრეტული ტრანშის მიღების საშუალება არ გვექნება, თუმცა ეს არ ნიშნავს სანქციას.

„მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ეს არ არის სანქცია. თუ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი ექსპერტი ჩათვლის, რომ ეს ღონისძიებები არ შესრულდა სრულყოფილად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კონკრეტული ტრანშის მიღების საშუალება არ გვექნება, თუმცა ეს არ ნიშნავს სანქციას. ძალიან მკაფიოდ მინდა ამაზე ყურადღება გავამახვილო და მეორე, ფისკალურად ეს არ წარმოადგენს დიდ რისკს, არც 2021 და არც 2022 წლისთვის, ვინაიდან ეს არის დამატებით აღებული სესხი და სესხის არ აღების შესაძლებლობა წელს ნამდვილად გვაქვს, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გაცილებით მნიშვნელოვანი ამ სესხზე და კონკრეტული ვალის აღებასთან მიმართებით, დღეს არის ის რომ, ჩვენს პარტნიორებთან აღებული ვალდებულებები შესრულდეს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, თითოეული მონაწილე ამ პროცესის, რაც ასახულია ამ მატრიცაში სრულყოფილად შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც აიღო ქვეყანამ“, - აღნიშნა კაკაურიძემ.


რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2...

00:42

სასწრაფო დახმარება

ნახეთ, როგორია 25 ივლისის ამინდის პროგნო...

23:49 შაბ. 24 ივლისი

ამინდი

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

23:37 შაბ. 24 ივლისი

ჰოროსკოპი


„ჰამლეტი სხვა ქალისკენ ვერ გავახედეთო?“....

17:34 ხუთ. 22 ივლისი

ჰამლეტ გონაშვილი

ახალი კვლევა: ჭორაობა სოციალურ ცხოვრებას...

19:04 ხუთ. 22 ივლისი

ჭორაობა

„ერთმანეთს ვერ ვიტანდით, მისი მოსვლა არ...

17:34 ხუთ. 22 ივლისი

გივი პაპავა

VIDEO: „ახლაც მეშინია, ამას რომ ვამბობ.....

14:09 შაბ. 24 ივლისი

ნუკი კოშკელიშვილი

ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა სალომე ზურაბი...

19:26 პარ. 23 ივლისი

სალომე ზურაბიშვილი

თაკო ჩხეიძემ თმის ფერი შეიცვალა - ნახეთ,...

14:36 პარ. 23 ივლისი

თაკო ჩხეიძე

„მილანმა“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი შ...

23:29 შაბ. 24 ივლისი

ხვიჩა კვარაცხელია

„მე შენი პირველი ბიჭი ვარ, რომელიც ბავშვ...

23:12 შაბ. 24 ივლისი

მოწყენილი კაცი

მარიამ იმნაძე საქართველოს ოლიმპიურ დელეგ...

22:29 შაბ. 24 ივლისი

მარიამ იმნაძე

„ამათი მართვა და დაგეშვა ხომ ძალიან ადვი...

20:32 შაბ. 24 ივლისი

სააკაშვილი

პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი მკვლელობი...

20:19 შაბ. 24 ივლისი

პროკურატურა: სახელმწიფო
ბიუჯეტს დანაშაულებრივი
ქმედების შედეგად
მიყენებული 850 000 ლარის ზიანი
აუნაზღაურდა

„ავიცერი, მიუხედავად იმისა, რომ ანტისხეუ...

20:18 შაბ. 24 ივლისი

ნანა გეგეჭკორი

VIDEO: „გუშინდელი დღიდან საქართველოში ძა...

19:45 შაბ. 24 ივლისი

ფხაკაძე

აკუსტიკური იარაღის, „სტარტოვკის" გამოყენ...

19:15 შაბ. 24 ივლისი

შსს

ილია მეორემ ოლიმპიური ნაკრების წევრები დ...

17:58 შაბ. 24 ივლისი

ილია მეორე