
NBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკაში, ფლორიდის შტატში ავტომობილი, რომელსაც კორონავირუსის ვაქცინა გადაჰქონდა, მოიპარეს.
პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, სამართალდამცავები 10 000 დოლარის ღირებულების ვაქცინების მოპარვისთვის მამაკაცს ეძებენ.
ავტომობილიდან მძღოლი იმის საკითხავად გადმოვიდა, თუ სად უნდა წასულიყო. მან გასაღები ძრავჩართულ და კარებღია ავტომობილში დატოვა, რა დროსაც ის სხვა პირმა გაიტაცა.
პოლიციამ სოციალურ ქსელებში მამაკაცის ვიდეო გაავრცელეს, რომელმაც ავტომობილი გაიტაცა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ყველა მასტურბირებთ, „ვეფხისტყაოსანი“ გეი-პროპაგანდისტულია“ - თამარ ჩერგოლეიშვილის სკანდალები
2500 კაცი, დარბაზში სანთლით ხელში იდგა - თემურ წიკლაურის დიდი ტრაგედია და ოჯახური ამბები