
სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა სტამბოლში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 12 პირი დააკავეს.
სპეცოპერაცია სტამბოლის 8 უბანში, 12 სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდა. სამართალდამცველებმა 12 ეჭვმიტანილი დააკავეს და ციფრული დოკუმენტაცია ამოიღეს.
არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები კონფლიქტურ ზონებში მყოფ ტერორისტებს ფულს უგზავნიდნენ.
წყარო: www.aa.com.tr