
სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია, მეორე შვილს ელოდებიან, BBC-ს ინფორმაციით, ამის შესახებ წყვილის წარმომადგენელმა განაცხადა.
წყვილს უკვე ჰყავს ერთი შვილი - არჩი მაუნტბატენ უინძორი, რომელიც მაისში 2 წლის გახდება.
ბუკინგემის სასახლეში ამბობენ, რომ დედოფალი ელისაბედი, მისი ქმარი - ედინბურგის ჰერცოგ ფილიპი, პრინცი ჩარლზი და ოჯახის სხვა წევრები სიახლემ ძალიან გაახარა.
ბავშვი, რომელიც წყვილს რამდენიმე თვეში შეეძინება, ბრიტანეთის სამეფო გვირგვინის რიგში მერვე იქნება.
გასული წლის ნოემბერში კი მარკლმა გაამხილა, რომ მუცელი მოეშალა.