
ამბები იმის შესახებ, რომ ქალმა ორსულობის შესახებ დიდხანს არ იცოდა, ხშირად იწვევს გაოცებას. მით უფრო მათში, ვისაც შვილები ჰყავს. ჯეგერსების ოჯახშიც უკვირდათ, თუმცა თავად აღმოჩნდნენ მსგავს სიტუაციაში.
სტეფანი ჯეგერსი საავადმყოფოში 22:15 საათზე მუცლის ტკივილით შეიყვანეს. ივარაუდეს, რომ თირკმელში კენჭი ჰქონდა. რამდენიმე წუთში ცოლ-ქმარმა გაიგო, რომ ტკივილის მიზეზი ბავშვი იყო, რომელიც დაბადებისთვის ემზადებოდა.
პატარა დილის 3:50 საათზე დაიბადა. ის აბსოლუტურად ჯანმრთელი და მთელი ოჯახისთვის უდიდესი მოულოდნელობა გახდა. საავადმყოფოში შეყვანისას ფიქრობდნენ, რომ ქალისთვის საკეისრო კვეთა ჩაეტარებინათ, მაგრამ ბავშვი ბუნებრივად დაიბადა.
მშობიარობის შემდეგ ქალმა თქვა: „თავადაც არ ვიცი, ეს როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო. სამი შვილი გვყავს და მეტის გაჩენას აღარ ვაპირებდით. ორსულობის არანაირი ნიშანი არ მქონია, არც მენსტრუაცია გამქრალა.“ როგორც ჩანს, ბავშვი ნეკნების ქვეშ იწვა და ქალს მოძრაობა არ შეუნიშნავს.
უფროსმა შვილებმა პატარა ძმა დიდი სიხარულით მიიღეს და არც ზედმეტი კითხვა დაუსვამთ.
სტეფანი ჯეგერსი კი ამბობს, რომ ამიერიდან მსგავს ამბებზე აღარასდროს გაიცინებს და როგორც კი მუცლის ტკივილი შეაწუხებს, ტკივილის გამომწვევ მიზეზს გადაამოწმებს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ხატი მუდამ თბილი ხელებით, გამოცხადება საძოვარზე - სასწაულმოქმედი ხატები საქართველოში
კანიბალი მერაბ სოხუმსკი და დაპირისპირება კალაშოვთან - ქურდული სამყაროს ინტრიგები
ქორწინება 27 წლით უმცროს ქალზე და 3-ჯერ შექმნილი ოჯახი - ამბები მალხაზ ქვრივიშვილზე
წყარო: www.mshoblebi.ge