
გერტ კასტელმა და დოლფ პასკერმა გეი წყვილა, რომლებმაც მთელ მსოფლიოში ლეგალურად იქორწინა.
2001 წლის 1-ლ აპრილს, ამსტერდამის მერმა, მათ გარდა, კიდევ სამი წყვილი დააქორწინა — ორი კაცების და ერთი ქალების.
წელს, ქორწინების 20 წლის თავი მათ COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო მეგობრების მცირე ჯგუფთან ერთად, სახლში აღნიშნეს.
„სასიამოვნოა სხვებს ვუთხრათ: „ის ჩემი ქმარია, ის ჩემი ადამიანია“, — თქვა დოლფმა, ქორწილის ალბომის გადახედვისას, სადაც ისინი ფოტოებს და გაზეთიდან ამოჭრილ სტატიებს ინახავენ.
სასიამოვნოა იმის გაგება, რომ ოთხივე ქორწინებამ დროს გაუძლო. მხოლოდ ერთი კაცი, ფრენკ ვიტებროდი, 2011 წელს 55 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.
ქორწილის დღეს წყვილები სიამაყით აღნიშნავენ, რადგან სწორედ ისინი იყვნენ ამ ისტორიული მოვლენის მონაწილეებ.
წყარო: digest.pia.ge