Digest Logo

კოვიდ-19-ის გამო აშშ-ში მშობელი 40 000-მდე ბავშვმა დაკარგა

 23:26 ოთხ. 7 აპრილი
დაობლებული ბავშვი

მსოფლიოში წელიწადზე მეტია პანდემია მძვინვარებს. მან ადამიანების ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტი სრულიად შეცვალა. ამის მიუხედავად, მსოფლიო მომავალს იმედით უყურებს – უკვე შექმნილია ეფექტური ვაქცინები და მსოფლიოს დიდ ნაწილში ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გრძელდება.

ადრე თუ გვიან პანდემია დასრულდება და ყველაფერი ძველებურ კალაპოტს დაუბრუნდება, თუმცა არა ყველასთვის. არა იმ ბავშვებისთვის, ვინც კოვიდ-19-ის გამო მშობელი დაკარგა.

ახალი გათვლების თანახმად, აშშ-ში კოვიდ-19-მა 40 000-მდე ბავშვის მშობელი იმსხვერპლა. განსაკუთრებით დაზარალდნენ ფერადკანიანი ბავშვები იმის გათვალისწინებით, რომ კოვიდით სიკვდილიანობა მოსახლეობის ამ ჯგუფში უფრო მაღალია.

მკვლევართა ჯგუფის ლიდერის, რეიჩელ კიდმანის თქმით მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ სათანადოდ იზრუნოს ამ ბავშვებზე და მათ დახმარება, განსაკუთრებით ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიოს.

ფსიქოლოგის და პროფესორის, რობინ გარვიჩის აზრით, ბავშვისთვის მშობლის სხვა მიზეზით გარდაცვალება განსხვავდება კოვიდით გარდაცვალებისაგან, რადგან მისთვის პანდემია არის რაღაც უზარმაზარი, შემაძრწუნებელი და შიშის მომგვრელი. შესაბამისად უბრალოდ გლოვასთან ერთად, ბავშვები შეშინებულები არიან. ეს ყველაფერი კი უფრო ართულებს დანაკარგთან შეგუებას.

„შეიძლება ადამიანი გულის შეტევით გარდაიცვალოს. თუმცა გულის შეტევაზე ყოველდღიურად ყველგან არ საუბრობენ. მედია არ ითვლის გულის შეტევით გარდაცვლილებს. საყოველთაო ყურადღება კოვიდის მიმართ ამ შემთხვევაში ნეგატიურად მოქმედებს. გარდა ამისა, პანდემიამ ადამიანები დააცალკევა და ბავშვებს იშვიათად აქვთ საშუალება, ნახონ სხვა ახლობლები, რომლებსაც თავის მწუხარებას გაუზიარებდნენ მშობლის დაკრძალვის დღეს. ყოველივე ეს მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.“- ამბობს გარვიჩი.

მიუხედავად იმისა, რომ პროფესორს საერთო არ აქვს რეიჩელ კიდმანის კვლევასთან, იგი ნამდვილად ეთანხმება მოსაზრებას, რომ კოვიდის მსხვერპლთა შვილებმა შესაბამისი, განსაკუთრებული ფსიქოლოგიური დახმარება უნდა მიიღონ სახელმწიფოსგან.

წყარო: fortuna.ge


„გადაცემაში მოგყავთ „პროფესიონალი ანტივა...

18 წუთის წინ

კოკაია

დღეს, სამებაში აფხაზეთის კონფლიქტის დროს...

28 წუთის წინ

სამების საკათედრო
ეკლესია

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

55 წუთის წინ

23 _ ჰოროსკოპი


„იესო ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ა...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

რუსუდან გოცირიძე

„ომარი, რომელმაც 49 ადამიანი მოკლა, გეი...

18:53 ოთხ. 21 აპრილი

კრიმინალი-ლენტი

41 წლის კაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გააუპატიურ...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

პოლიცია

„სასქესო ორგანოზე შემეხო... ეს არ იყო რა...

00:25

მიშა

„მამაჩემი ისე გარდაიცვალა, არც კი მინახა...

00:15

მიშა ანდღულაძე

„მათი ერთ ოთახში ჩაკეტვა და დახოცვა მინდ...

00:00

მიშა ანდღულაძე

23 აპრილს თბილისის უბნებს ელექტრომომარაგ...

00:56

ელექტოენერგია

„ნოემბრის ბოლო-დეკემბერი ხომ გვახსოვს, რ...

00:38

პაატა იმნაძე

„ახლაც ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის, რომ...

23:38 ხუთ. 22 აპრილი

ნიკა

სოროდან გამოდის მაშინ, როცა ბოტასის ფული...

23:20 ხუთ. 22 აპრილი

უცნობი ვახო სანაია

ლევან ნიკოლეიშვილი: ტვ პირველის ეთერში 3...

22:41 ხუთ. 22 აპრილი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი

შალვა ნათელაშვილი: ევროკავშირს უყვარს და...

22:36 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი - შალვა ნათელაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილის ალიმენტის გად...

22:26 ხუთ. 22 აპრილი

ბასილაშვილი ნიკოლოზი

შალვა ნათელაშვილი ევროპარლამენტარ მარინა...

22:20 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი შალვა ნათელაშვილი
Digest.ge

დიმიტრი სამხარაძე: ძალიან „ევროპულმა“ ინ...

22:08 ხუთ. 22 აპრილი

„ქართული ოცნება -
დემოკრატიული
საქართველოს“ რეგიონალური
მდივანი დიმიტრი
სამხარაძე digest.ge