Digest Logo

„დასავლელი პარტნიორები საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შეთანხმებისკენ მოუწოდებენ” - ამერიკის ხმა

 15:38 ოთხ. 10 თებერვალი
ამერიკის ხმა - ლოგო Digest.ge

„საქართველო: ოპოზიციას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარი უთხრეს“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ამერიკის ხმა“.

„დასავლელი პარტნიორები საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შეთანხმებისკენ მოუწოდებენ” - წერს სტატიის ავტორი და აქვე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“, რომელიც უმრავლესობას ფლობს, უარს ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების გაუქმებაზე, რომლებიც საკუთარი უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ.

„51 ოპოზიციონერი ამტკიცებს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და უკვე მეოთხე თვეა ბოიკოტს უცხადებენ მეათე მოწვევის პარლამენტს. ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ამტკიცებს, რომ მუშაობის იძულება, ამ შემთხვევაში პარლამენტში, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლს ეწინააღმდეგება.

„მანდატთან ერთად მე შეზღუდული მაქვს სხვადასხვა უფლება, საგანმანათლებლო საქმიანობის გარდა არაფრის კეთების უფლება არ მაქვს იმის გამო, რომ ფორმალურად მანდატი არ გამიუქმეს. გარდა ამისა, სახელმწიფო ჩემგან ითხოვს დეკლარაციის ჩაბარებას და ჩაუბარებლობის შემთხვევაში ჯერ ჯარიმას დამაკისრებენ, შემდეგ კი - სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ეს ყველაფერი არაკონსტიტუციურია, ეს სიგიჟეა, რომ ადამიანს ავალებდე, გინდა თუ არა აქ იმუშაო“, - ციტირებს „ამერიკის ხმა“ ჯაფარიძეს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნება“ ხმათა 48.22% მიიღო და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში 150 ადგილიდან 90 მოიპოვა. ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე მეტი მანდატი - 36 ახალ პარლამენტში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო, რომელსაც ხმა ამომრჩეველთა 27.18%-მა მისცა. მას „ევროპული საქართველო“ მოჰყვება 5 მანდატით (3.79%) - პარტია, რომელიც სააკაშვილის თანამებრძოლებმა „ენმ-ში“ განხეთქილების შემდეგ შექმნეს. პარლამენტში შესულმა კიდევ ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთიდან ოთხ მანდატამდე მიიღო, მათ შორის პრორუსულმა „პატრიოტთა ალიანსმა“ (4 მანდატი).

„პარლამენტში ადგილებზე უარი ორი პარტიიდან ექვსმა დეპუტატმა არ თქვა: „მოქალაქეებმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“. სავარაუდოდ, მათ კიდევ 4 ოპოზიციონერი შეუერთდება პარტიიდან „გირჩი“. ამასთან, ხელისუფლების წარმომადგენლები არ მალავენ, რომ პარლამენტში მეტი ოპოზიციონერი დეპუტატის ნახვა სურთ. დანარჩენი ოპოზიციონერები ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება ამას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ამ საკითხის გარდა მზად არიან კომპრომისზე მთელ რიგ სხვა საკითხებში წავიდნენ, მათ შორის: დაწიონ საარჩევნო ბარიერი, შეცვალონ ცესკოს, საოლქო და საუბნო კომისიების შემადგენლობის შერჩევის წესი და საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიები დანერგონ“ - აღნიშნულია სტატიაში.

წყარო: www.golosameriki.com


„ოდნოკლასნიკებში“ გაცნობილი მეუღლე, ძმის...

29 წუთის წინ

წულუკიძე

წყვილებს, რომლებსაც უყვართ ერთად ალკოჰოლ...

21:28

სასმელი

ანდრია გვიდიანი სააკაშვილზე: ეს კლოუნი ნ...

21:12

ექსპერტი ანდრია გვიდიანი -
Digest.ge


23 წლის ქართველი გოგო გაიტაცეს და ჰარამხ...

22:30 შაბ. 27 თებერვალი

უბედური- შემთხვევა

ცდების ჩატარება რუსებზე და დავით კიკალიშ...

12:18

ექიმბაში

აბა, მიშა გინდათ? – ლაშა ბუღაძე

22:30 შაბ. 27 თებერვალი

ლაშა ბუღაძე

ნოდარ დუმბაძის ნათლული, ღალატი, 3 აზიატი...

20:27

ნანა ლორთქიფანიძე

VIDEO: დაათვალიერეთ ხატია დეკანოიძის სახ...

18:21

ხატია დეკანოიძე

გიორგი რურუას სიმამრობა, შვილის გარდაცვა...

14:29

გივი სიხარულიძე

როგორ შეუცვლია გაქცეულ პრეზიდენტს 10 წელ...

18:39

სამოქალაქო საზოგადოებისა
და დემოკრატიის
განვითარების ცენტრის
ხელმძღვანელი ვლადიმერ
ბოჟაძე

ამირან სალუქვაძე - ექს-პრეზიდენტი, რომელ...

18:34

ექსპერტი ამირან
სალუქვაძე Digest.ge

ძნელი ასახსნელია, როდესაც ოდესღაც ქვეყნი...

18:22

სოსო არჩვაძე

ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდეს, ოღონდ რაიმე...

17:40

ლევან ნიკოლეიშვილი

ამ პატივცემულს ალბათ საკუთარი სიტყვები დ...

16:36

სააკაშვილი

ჟურნალისტიკაში არსებობს გარკვეული სტანდა...

16:09

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი

ეს ცილისწამება არ დარჩება უპასუხოდ, მოგთ...

14:32

„wine kakheti“-ს დირექტორი ლევან
ზილფიმიანი Digest.ge

ამათ ხელი მოაწერეს, მედია გარემო 20-21 წ...

13:51

ანალიტიკოსი ამირან
სალუქვაძე - Digest.ge

ახალციხეში გარდაცვლილი ქალი იპოვეს

11:49

ლენტი