
ელექტრონული მუსიკის ყველაზე წარმატებულ ჯგუფი Daft Punk-ი დაიშალა. გი-მანუელ დე ომემ-კრისტოს და ტომა ბანგალტერის პარიზულმა დუეტმა გაყოფის შესახებ 8-წუთიანი ვიდეო გაავრცელა. დუეტის დაშლის მიზეზი ცნობილი არ არის.
ტომა ბანგალტერისა და გი-მანუელ დე ომემ-კრისტოს დუეტი პარიზში 1993 წელს ჩამოყალიბდა. მათი სადებიუტო ალბომი, Homework 1997 წელს გამოვიდა.