Digest Logo

საქართველოს 5 კანიონი, რომელიც უნდა ნახო, ვიდრე ცოცხალი ხარ

 18:41 ხუთ. 15 ივლისი
კანიონი

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნახევარი მსოფლიო მოვლილი გაქვთ, საქართველოს მრავალფეროვანი ბუნება აუცილებლად გაგაკვირვებთ. "დაიჯესტი" გთავაზობთ საქართველოს 5 უმშვენიერეს ადგილს, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

1. დაშბაშის კანიონი

დაშბაშის კანიონი ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ხეობაში, სოფელ დაშბაშის მიდამოებში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1110-1448 მეტრზე. კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა და თვალწარმტაცი ჩანჩქერები სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის. ხრამის ხეობაში ასევე გვხვდება როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანის შექმნილი გამოქვაბულები. სოფელ დაშბაშთან ახლოს არის ულამაზესი ტყე, რომელიც შესანიშნავი საპიკნიკე ადგილია და აუცილებლად მიგიზიდავთ მოწესრიგებულობითა და სასიამოვნო ჩრდილებით, მით უმეტეს თუ ზაფხულის ცხელი დღე შეარჩიეთ მოგზაურობისთვის.2. ბალდის კანიონი
ბალდის კანიონი - ბუნების ძეგლი მდებარეობს სამეგრელოს მხარეში, მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფელ მეორე ბალდაში, მდინარე აბაშის ხეობა, ბალდის მამათა მონასტრის მიმდებარედ, 295 მეტრი ზღვის დონიდან.3. ოკაცეს კანიონი

ოკაცეს კანიონი - კანიონი საქართველოში პირველი კიდული ბილიკებით, მდიდარი ტბებით და ჩანჩქერებით, მდებარეობს იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის მიდამოებში, მდინარე ოკაცეს ხეობაში.ექსტრემალური ტურების მოყვარულთათვის ოკაცეს კანიონზე კიდული ბილიკია მოწყობილი, რომლის გავლას დაახლოებით 2-3 საათი სჭირდება. საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული გადასახედით სრულდება, სადაც ვიზიტორებს იქვე დამონტაჟებული სმარტ-სელფის აპარატით სამახსოვრო ფოტოსურათის გადაღება შეუძლიათ. ოკაცეს კანიონის ბილიკის საფარი გამჭვირვალეა, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო ექსტრემალურს ხდის.4. მარტვილის კანიონი

მარტვილის კანიონი - ბუნების ძეგლი სოფელ გაჭედილში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სამეგრელოს მხარეში, ზღვის დონიდან 210 მეტრზე. მარტვილის კანიონის ვიზიტორთა ცენტრი კანიონის შესასვლელთანაა განთავსებული. ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ გაისეირნონ ნავით მდინარე აბაშის 300 მეტრიან (ერთი გზა) მონაკვეთზე და დატკბნენ მთის მდინარის კანიონის ულამაზესი ხედებით. სანაოსნო მარშრუტით სარგებლობისათვის ვიზიტორის სიმაღლე უნდა აღემატებოდეს 1 მ-ს. 5. ცაშეკრულას კანიონი

ცაშეკრულას კანიონი იმერეთის მხარეში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 300-350 მეტრზე. იგი კანიონისებურ ხეობას წარმოადგენს. უზარმაზარი კლდეები, რომლებიც ზოგან თითქმის გვირაბისებურ გასასვლელს ქმნიან, ულამაზეს სანახაობას ქმნის. სწორედ ერთმანეთს მიბჯენილი კლდოვანების გამო დაერქვა ამ ხეობას ცაშეკრულა, რადგან ასეთ ადგილებზე ცა არ მოჩანს. ცაშეკრულას კანიონი ერთ-ერთი შესანიშნავი ადგილია მცირე გასვლებისთვის, ბუნების სიმშვიდეში ხეტიალისთვის და განტვირთვისთვის.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:

7 მეგრული რჩევა თურქეთში მოგზაურობის მსურველებს გურამ შეროზიასგან

2021 წლის 5 ტრენდული საკვები - ფოტოები

4 ქვეყანა, რომელიც იქ ცხოვრების შემთხვევაში ფულს გადაგიხდით

წყარო: georgiantravelguide.com


რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2...

00:42

სასწრაფო დახმარება

ნახეთ, როგორია 25 ივლისის ამინდის პროგნო...

23:49 შაბ. 24 ივლისი

ამინდი

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

23:37 შაბ. 24 ივლისი

ჰოროსკოპი


„ჰამლეტი სხვა ქალისკენ ვერ გავახედეთო?“....

17:34 ხუთ. 22 ივლისი

ჰამლეტ გონაშვილი

ახალი კვლევა: ჭორაობა სოციალურ ცხოვრებას...

19:04 ხუთ. 22 ივლისი

ჭორაობა

„ერთმანეთს ვერ ვიტანდით, მისი მოსვლა არ...

17:34 ხუთ. 22 ივლისი

გივი პაპავა

VIDEO: „ახლაც მეშინია, ამას რომ ვამბობ.....

14:09 შაბ. 24 ივლისი

ნუკი კოშკელიშვილი

ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა სალომე ზურაბი...

19:26 პარ. 23 ივლისი

სალომე ზურაბიშვილი

თაკო ჩხეიძემ თმის ფერი შეიცვალა - ნახეთ,...

14:36 პარ. 23 ივლისი

თაკო ჩხეიძე

„მილანმა“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი შ...

23:29 შაბ. 24 ივლისი

ხვიჩა კვარაცხელია

„მე შენი პირველი ბიჭი ვარ, რომელიც ბავშვ...

23:12 შაბ. 24 ივლისი

მოწყენილი კაცი

მარიამ იმნაძე საქართველოს ოლიმპიურ დელეგ...

22:29 შაბ. 24 ივლისი

მარიამ იმნაძე

„ამათი მართვა და დაგეშვა ხომ ძალიან ადვი...

20:32 შაბ. 24 ივლისი

სააკაშვილი

პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი მკვლელობი...

20:19 შაბ. 24 ივლისი

პროკურატურა: სახელმწიფო
ბიუჯეტს დანაშაულებრივი
ქმედების შედეგად
მიყენებული 850 000 ლარის ზიანი
აუნაზღაურდა

„ავიცერი, მიუხედავად იმისა, რომ ანტისხეუ...

20:18 შაბ. 24 ივლისი

ნანა გეგეჭკორი

VIDEO: „გუშინდელი დღიდან საქართველოში ძა...

19:45 შაბ. 24 ივლისი

ფხაკაძე

აკუსტიკური იარაღის, „სტარტოვკის" გამოყენ...

19:15 შაბ. 24 ივლისი

შსს

ილია მეორემ ოლიმპიური ნაკრების წევრები დ...

17:58 შაბ. 24 ივლისი

ილია მეორე