Digest Logo

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდებათ დეკემბერში წარმატება და სიყვარული

 16:38 ორშ. 29 ნოემბერი, 2021 წელი
სიყვარული _ ჰოროსკოპი

დეკემბერში მრავალი ახალი და დაუვიწყარი ემოცია გველოდება. ეს იქნება მსუბუქი, მაგრამ ამავე დროს საინტერესო პერიოდი.

მოსალოდნელია სიახლეები, ცვლილებები, ახალი ნაცნობობა, წარსული - როგორც საქმიანი, ისე სასიყვარულო ურთიერთობების გაუმჯობესება და სხვ.

ვერძი

დეკემბერი თქვენთვის მსუბუქი თვე იქნება. წინა თვეებთან შედარებით, რომლებიც აქტიური, ექსპრესიული იყო, ახლა ყველაფერს თავის ნებაზე მიუშვებთ. შესაძლოა, ასე უკეთესიც იყოს - გექნებათ დრო, იფიქროთ საკუთარ მოქმედებებზე, გონებაში თავიდან გადაამუშაოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ განცხრომას უნდა მიეცეთ. სიზარმაცე არაფერს გარგებთ - ეს მომავალში ცუდად შემოგიბრუნდებათ.


კურო

განმარტოებისა და დამოუკიდებლობის თვეა - იმის, რაც თქვენს სულსა და სხეულს სურს. გექნებათ შესანიშნავი შესაძლებლობა, მოუსმინოთ საკუთარ თავსა და სურვილებს. კარგი იქნება სხვადასხვა სახის კოსმეტიკური და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება - საკუთარ თავზე ზრუნვა თავდაჯერებულობას შეგმატებთ. ყურადღება მიაქციეთ კარიერას - ახლა საუკეთესო დროა ამისთვის. ვარსკვლავები ამბობენ, რომ კარიერული წინსვლა გელოდებათ.

ტყუპი

მარტივი თვე არ გელოდებათ. შესაძლებელია ურთიერთობების გაუარესება ახლობლებთან, ჩხუბი წვრილმანების გამო. ყურადღება უნდა მიაქციოთ საკუთარ ქმედებებს, იმას, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ ვითარების მიმართ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თითოეული პრობლემა ძალიან დიდია და მსოფლიო სულ მალე ჩამოიშლება, თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, სულ მალე ამოსუნთქვის საშუალება მოგეცემათ, მიხვდებით, რომ თქვენი მღელვარება უსაფუძვლო იყო.

კირჩხიბი

დეკემბრის მაგიურ-კოსმოსური აღქმა გექნებათ - თითოეული მოვლენა მოულოდნელი იქნება. შეიძლება დაეჭვდეთ კიდეც, რომ ეს ყველაფერი მსოფლიო შეთქმულების ნაწილია. იფიქრებთ, რომ წარმოუდგენელია, ასეთი შესანიშნავი მოვლენები ასე სწრაფად ხდებოდეს. მიუხედავად ამისა, სიფრთხილე არ უნდა დაკარგოთ - ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას, გაუფრთხილდით მას.

ლომი

ეს თქვენი თვეა. იღბალი თქვენი თანამდევი იქნება ყველგან, განსაკუთრებით ჯანმრთელობის საკითხებში. ბოლოს და ბოლოს, გათავისუფლდებით წარსულის ტვირთისგან და ახალ სეზონში მტკიცე ნაბიჯით შეხვალთ. თუმცა, ფრთხილად უნდა იყოთ ზოგიერთ ადამიანთან დამოკიდებულებაში. ყურადღებით დააკვირდით თითოეულ ირგვლივ მყოფს. შესაძლოა, ისინი სულაც არ იყვნენ ისეთი, როგორც თქვენ გგონიათ.

ქალწული

პროდუქტიული თვეა. შესაძლებელია ახალი პერსპექტივები სამუშაოზე. შეიძლება გაჩნდნენ ახალი კოლეგები, დაწინაურდეთ კარიერულ კიბეზე. სიყვარულს რაც შეეხება, აქ შეიძლება არ გაგიმართლოთ - არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება, კარგად დააკვირდით პარტნიორს და საკუთარ გრძნობებს ამ ურთიერთობებში. დაუთმეთ დრო საკუთარ თავს - დიდი ხანია, ეს არ გაგიკეთებიათ.

სასწორი

ყურადღება მიაქციეთ წარმატებებს სამუშაოზე. შესაძლებელია წარუმატებლობები და ფინანსური კრიზისი. მიუხედავად ფულთან თქვენი დამოკიდებულებისა, პარტნიორთან ახალ პირობებზე დაილაპარაკეთ. პირად ურთიერთობებში ყველაფერი გაუმჯობესდება. საყვარელი ადამიანი თავის საუკეთესო თვისებებს წარმოაჩენს.

მორიელი

ამ თვეში შეგიძლიათ კარგი ფინანსური შემოსავლების იმედი გქონდეთ. ასე რომ, თუ რაღაც ეკონომიკური პრობლემები გაჩნდა, ისინი აუცილებლად თქვენ სასიკეთოდ გადაწყდება. პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით დეკემბერი არცთუ საუკეთესო პერიოდია, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ ადამიანს, რომელიც მუდამ თქვენ გვერდითაა. ის ნებისმიერ სიტუაციაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

დეკემბერში გაგიმართლებთ. გაგიტაცებთ საოცარი საახალწლო ატმოსფერო. თავს მთლიანად ოჯახს, საახალწლო მზადებას მიუძღვნით. თუმცა ეს არ შეიძლება, რომ თქვენი მუშაობის ხარისხზე არ აისახოს. ყურადღებით იყავით ხელმძღვანელობასთან, რომ მათთან ურთიერთობები არ დაიძაბოს და შემდეგ პრობლემები არ შეგექმნათ.

თხის რქა

არცთუ კარგი პერიოდი გელოდებათ ურთიერთობების თვალსაზრისით. ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, თუ როგორ გექცევათ პარტნიორი და უნდა დაფიქრდეთ, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები გაუმჯობესდეს. თუმცა, დეკემბერში პლუსიც იქნება - ბედისგან დიდი სიურპრიზები გელოდებათ - შესაძლებელია სხვაგან საცხოვრებლად გადასვლა ან საქმიანობის სფეროს შეცვლა.


მერწყული

საუკეთესო დროა პარტნიორული ურთიერთობებისთვის. აიყვანეთ თავი ხელში და გადადგით ნაბიჯი ახალ კარიერულ ეტაპზე. იგივე გელოდებათ საოჯახო და პირად ურთიერთობებში. საყვარელ ადამიანთან, ახლობლებთან გამონახავთ საერთო ენას და ყველა წყენა დაგავიწყდებათ.

თევზები

უყურადღებობისა და დაბნეულობის გამო სამსახურში შეიძლება პრობლემები შეგექმნათ. თქვენი ფიქრები ახალი წლის მოახლოებისკენ არის მიმართული და გიჭირთ საქმეებზე კონცენტრირება. მაგრამ ეს გამართლება არაა, თუ გინდათ, მიღწეული პოზიცია შეინარჩუნოთ. მაგრამ დეკემბერი ყველაზე ღირებულს გაჩუქებთ - ჯანმრთელობას, ყველა პრობლემა ამ მხრივ დაგავიწყდებათ.

მასალა მომზადებულია გამოცემა „sputnik-georgia-ს“ მიხედვით.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ქოსატყუილა გიჟი! 7 ნოემბერი რატომ მოუწყო ქართველ ხალხს, იმაზე ისაუბროს...“ - ხოფერია სააკაშვილზე

🔵ფოტოგრაფი, რომელიც ცრუ ბრალდებით დაიჭირა სააკაშვილმა, დღეს სააკაშვილის სასამართლოს იღებს - გიორგი აბდალაძე

🔵„დავბრუნდი საქართველოში, სადაც შეიძლება მოვეკალი ისე, როგორც ზვიად გამსახურდია“ - სააკაშვილი

🔵„სექსმუშაკების 99% მიცნობდა, მიცნობდნენ მათი პარტნიორებიც“ - გიორგი ფხაკაძე


ლევან ნიკოლეიშვილი თენგო გოგოტიშვილზე: ს...

8 წუთის წინ

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Digest.ge

დავით ქართველიშვილი ინგა გრიგოლიას: მაში...

12 წუთის წინ

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი

„ურუსკესი“ - ელენის შოუს ოფიციალური ანალ...

40 წუთის წინ

რუსკა მაყაშვილი


შოთა არველაძე „ჰალ სიტის“ მწვრთნელი გახდ...

14:57 ოთხ. 26 იანვარი

შოთა არველაძე „ჰალ სიტის“
მწვრთნელი გახდა

VIDEO: „საყვარელ მამაკაცს ღალატს ვაპატიე...

19:59 ხუთ. 27 იანვარი

თათია თექთურმანიძე

„უკრაინის პრეზიდენტს ვუთხარი, ჩემს მემუა...

14:57 ოთხ. 26 იანვარი

საქართველოს ყოფილი
პრეზიდენტი

VIDEO: ანნა სულაბერიძე 2 წლის გახდა - რო...

19:03

ანა სულაბეიძე

„ეს ჭკუასუსტი ღამურა ვისი სახელით საუბრო...

18:06

ჩერგოლეიშვილი და გიგი
უგულავა

„კატეგორიულად არ გაქვთ ამის თქმის უფლება...

16:12

ცერცვაძე და ივერი

„არცერთი ავადმყოფი არ დაზარალებულა ჟანგბ...

21:22

ინფექციონისტი
ეპიდვითარებაზე

მაია ბითაძე: ტყის დროებით სარგებლობაში გ...

20:02

საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი მაია
ბითაძე

ვიქტორ ყიფიანი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლ...

19:22

ვიქტორ ყიფიანი

დავით მათიკაშვილი: აუქციონი ჩატარდა, იყო...

19:15

უმრავლესობის წევრი დავით
მათიკაშვილი

ნანა კაკაბაძე: „ნაციონალებო“, თქვე უტიფრ...

19:12

არასამთავრობო
ორგანიზაცია „ყოფილი
პოლიტპატიმრები ადამიანის
უფლებებისთვის“
ხელმძღვანელი ნანა
კაკაბაძე

22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის აქა...

19:01

ნიკო კვარაცხელია

ასეთი ფაქტი ბუნებაში არ არსებობს და ეს ა...

18:47

ბორჯომის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
დავით ზაალიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი: პრემიერის მეუღლეს აუ...

18:36

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Pia.ge

ნინო ფოჩხუა: კარგად იციან ხაბეიშვილმა და...

18:31

ფეისბუკმომხმარებელი ნინო
ფოჩხუა