Digest Logo

ვინ გამდიდრდება ოქტომბერში? - ფინანსური ჰოროსკოპი

 21:17 სამ. 5 ოქტომბერი
ნოემბრის ფინანსური
ჰოროსკოპი ზოდიაქოს
ნიშნებისთვის

2021 წლის ოქტომბრის ფინანსური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სწორად მართოთ თქვენი ფინანსები და გაუმკლავდეთ პრობლემებს, ასევე, ვარსკვლავები გირჩევენ, როგორ შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი კაპიტალი.

ვერძი

მნიშვნელოვანი ცვლილებები ფინანსურ სფეროში ვერძებმა უმჯობესია 18 ოქტომბრის შემდეგ დაგეგმონ. მანამდე კი მოემზადეთ, დაასრულეთ გაჭიანურებული საქმეები, აუჩქარებლად დაგეგმეთ შემდგომი მოქმედებები და შემდგომი წარმატებებისთვის ტემპი აკრიფეთ. შემოსავლის ზრდაში ვერძებს ყველაფრის კარგად გააზრება დაეხმარება: მათ მოუწევთ საკუთარი ბიუჯეტის გონივრულად დაგეგმვა, ხარჯების გაანალიზება, დანახარჯების გაკონტროლება და უაზრო ხარჯების შემცირება – ფულთან უფრო ყურადღებიანი იყავით!

კურო

ფინანსური ჰოროსკოპის თანახმად, კუროებს შესანიშნავი პერიოდი ელოდებათ. მათ შეუძლიათ შეიცვალონ სამუშაო, ეძებონ უფრო პერსპექტიული სამსახური და ახალ თანამდებობის მიღების მოლოდინიც ჰქონდეთ. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების: ფინანსური წარმატება გვერდს აუვლის მშიშარა და გაუბედავ კუროებს. სიტუაციის შეცვლა კუროებისთვის სასარგებლო იქნება, მაგრამ თუ გაუბედაობა და ყოყმანი გიპყრობთ, მაშინ სცადეთ სიახლეებს ნელ-ნელა შეეჩვიოთ – კვირაში ერთხელ „გაბედულების დღე“ მოაწყვეთ.

ტყუპი

შეიძლება დააგვიანოს ხელფასებმა და მოსალოდნელმა შემოსავლებმა, მოვალეები კი არ იჩქარებენ თანხის დაბრუნებას, ამიტომ ტყუპებისთვის რეკომენდებულია, საკუთარ თავს დაეყრდნონ და უკან არ მოიხედონ. თუ „უძრაობის“ თავიდან აცილება არ ხერხდება, შეგიძლიათ ეს პაუზა დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის გამოიყენოთ. 20 ოქტომბრიდან სიტუაცია შეიცვლება და მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები ფულადი შემოსავლების მხრივ.

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის ფულთან დაკავშირებული საქმეები ოქტომბერში მათ გარემოცვაზე იქნება დამოკიდებული. „შხამიან“ ადამიანებს შეუძლიათ კირჩხიბებს საკუთარი თავის რწმენა შეურყიონ. უადგილო რჩევების მიცემის და ფულის თხოვნა-არდაბრუნების მოყვარულები ჰორიზონტზე ყველაზე შეუფერებელ დროს გამოჩნდებიან. კირჩხიბებისთვის მნიშვნელოვანია ნოემბერში თანამოაზრეთა შემოკრება, რათა ერთობლივად იმოქმედონ. სოციალურ ქსელშიც უმჯობესია ნაკლები ნეგატიური ინფორმაცია იკითხოთ: ნეგატივი დამღუპველად მოქმედებს კირჩხიბების ბიოენერგეტიკაზე , განსაკუთრებით შემოდგომაზე, როდესაც ჩვეულებრივზე უფრო მოწყვლადნი ვხდებით.

ლომი

ლომებს ოქტომბერში სურვილი გაუჩნდებათ, მთები შეძრან, გამოიმუშაონ მეტი, საქმეში ჩადონ მიღებული ფინანსები და გაზარდონ თავიანთი შემოსავლები, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოტივაცია ფუჭი არ აღმოჩნდეს. შემოდგომა – საკმაოდ ცბიერი წელიწადის დროა. ასტროლოგები ლომებს ურჩევენ, ირგვლივ კომფორტული სიტუაცია შეიქმნან: უფრო ხშირად ჩაატარონ დასუფთავება, სამუშაო ადგილი წესრიგში მოიყვანონ, აწარმოონ ჩანაწერები, რათა აკონტროლონ თავიანთი შემოსავლები და ხარჯები. კარგად გააზრებული მიდგომა ლომებს საშუალებას მისცემს ოცნებები რეალობად აქციონ.

ქალწული

ქალწულების ფინანსური წარმატება თვის დასაწყისში მათზე ნაკლებად იქნება დამოკიდებული, სამაგიეროდ ოქტომბრის მეორე ნახევარში სადავეებს მთლიანად ხელში აიღებენ. ქალწულებს თვის პირველ ორ კვირაში დასვენება არ აწყენდათ. მათ ბოლომდე უნდა მიიყვანოინ დაწყებული საქმეები. შეგიძლიათ სასურველი ნივთები შეიძინოთ, დახარჯოთ ფული სუვენირებსა და საჩუქრებზე. მეორე ნახევრიდან კი უკვე თავი საუკეთესოდ უნდა წარმოაჩინოთ: „გახსენით“ თქვენი ნიჭები და ნუ მიატოვებთ დაწყებულ საქმეს შუა გზაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოტივაცია გაგიქრათ. ნაკლები რეფლექსია და მეტი საქმე – ასეთი მიდგომა ქალწულებს საშუალებას მისცემს, თავიანთი მატერიალური მდგომარეობა საგრძნობლად გააუმჯობესონ.

სასწორი

ფულადი ჰოროსკოპის თანახმად, სასწორებს ოქტომბერში მშველელად მოევლინებათ პოზიტიური აზროვნება. ამის გარეშე მათ, ისევე როგორც ზოდიაქოს სხვა ნიშნებს, არაფერი გამოუვათ. საბედნიეროდ, პოზიტიურად აზროვნების უნარი შეგიძლიათ ვარჯიშის შედეგად განივითაროთ, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა უნარი. ნოემბერში სასწორებმა უმჯობესია თანხა თვითგანვითარებასა და მოგზაურობაზე დახარჯონ. სასურველია კრედიტის აღებისგან თავი შეიკავოთ და თუ მაინც აუცილებელია სესხის აღება, ყურადღებით წაიკითხეთ დოკუმენტები, სანამ ხელს მოაწერთ.

მორიელი

ვარსკვლავები ირწმუნებიან, რომ მორიელებისთვის სასიკეთო ცვლილებები მოხდება, რაც მათ სოლიდურ შემოსავალს მოუტანს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს შეუძლიათ ოქტომბერში საკმაოდ ბევრი ხელსაყრელი შენაძენი გააკეთონ, რომლებიც ქონებრივ სფეროს უკავშირდება; ამასთან, საუბარია როგორც უძრავ, ისე მოძრავზე ქონებაზე, მაგ., ავტომობილზე. შემოსავლის მიღება და შენაძენები კარგია, მაგრამ ჯანმრთელობაც არ დაივიწყოთ და ნუ შესწირავთ მას ფულს.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები ოქტომბერში ეცდებიან ნებისმიერი, არამოგებიანი სიტუაციიდანაც კი მაქსიმალური მოგება მიიღონ. და ეს სწორი მიდგომაა: არ ღირს ცდა, როდის ჩაგივარდებათ სიმდიდრე ხელში თავისით. საბედნიეროდ, მშვილდოსნებს თავადაც შეუძლიათ თავისკენ ფული და ფორტუნის კეთილგანწყობა მიიზიდონ. მათ გეგმებში შენაძენებიც იქნება, მათ შორის, ზამთრის გარდერობის გასაახლებლად.

თხის რქა

თხის რქების კეთილდღეობა მათ ძლიერ მხარეებზეა დამოკიდებული: გონივრულ დაგეგმვაზე, ფინანსების განაწილების უნარზე, შრომისმოყვარეობასა და აქტიურობაზე. მაგრამ თხის რქებისთვის რეკომენდებული არ არის მეტისმეტი გადაღლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი შემოსავლები ძალების აღდგენასა და ნერვული დაძაბულობის შემდეგ აუცილებელ დასვენებაზე დაიხარჯება. ჯანმრთელობისა და ემოციური კეთილდღეობისთვის გაწეული დანახარჯები ზედმეტად არ უნდა ჩათვალოთ. რაც არ უნდა ძლიერები იყვნენ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, მათთვის მნიშვნელოვანია ზრუნვა საკუთარ თავზე და არა მარტო საფულის ან საბანკო ანგარიშის შევსებაზე.

მერწყული

მერწყულებისთვის ოქტომბერი სიმშვიდის და სიჩუმის პერიოდია. ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანია არ გააუარესოთ საქმეების მდგომარეობა, არ აიღოთ დაუდევრობით არახელსაყრელი კრედიტი, ყურადღებით იყავით მაღაზიებში, რათა უხარისხო ნივთები არ შემოგეყიდოთ, ზოგჯერ დაივიწყეთ კიდეც, რომ საბანკო ბარათი გაქვთ.

თევზები

ოქტომბერი შესანიშნავი თვეა თევზების ფინანსური მდგომარეობისთვის, თევზები კარგ შემოსავალს გამოიმუშავებენ, გონივრულ შენაძენებს გააკეთებენ, კეთილგონივრულად განკარგავენ თავიანთ ფინანსებს, მაგრამ მხოლოდ თვის ბოლო კვირამდე. ბოლო კვირაში ისინი უნდა ეცადონ, რომ ყველაფერი, რასაც მანამდე მიაღწიეს, უდანაკარგოდ შეინარჩუნონ.

🔘აგრეთვე დაგანტერსებთ:

🔵„მართლა ყველანაირი საზღვარი გაგვერღვა, პირდაპირი თუ არაპირდაპირი გაგებით!!“ - ჟამურაშვილი ნატა გულიაშვილზე

🔵როგორ გაუმწარა ცხოვრება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ჯოზეფ კეიმ და რატომ დაკარგა ნათელა პატარკაციშვილმა საკუთარი და - უცნობი ამბავი

🔵„სიგარეტს 15 წლიდან ვეწეოდი, მამა რომ გარდაიცვალა, 6 ბლოკი სიგარეტი მოვწიე... ისრაელში დედას ონკოლოგმა მირჩია თავის დანებება...“ - ნინი ქარსელაძე


„რაღაცას ვიტყოდი, მერე ეს იჭრებოდა, იდებ...

00:55

ელისო ბოლქვაძე

„ბავშვთა ერთ-ერთ კლინიკაში 70 ბავშვია მო...

00:20

ბიძინა ____ კულუმბეგოვი

„დიდი აღმოჩენა იყო, რომ საქართველოს ჰყავ...

00:16

პიანისტი ელისო ბოლქვაძე


დღეს სოფლელი ქალების საერთაშორისო დღეა

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

სოფლელი ქალები

ახალი კვლევა: ქალი უშნო პარტნიორთან უფრო...

17:10 პარ. 15 ოქტომბერი

წყვილი

„ანთიმოზს ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე...

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

ავარია

„მამაჩემი ისედაც არაადამიანი იყო!.. თემუ...

20:00 კვი. 17 ოქტომბერი

გია მაჭარაშვილი

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სოფო ნიჟარ...

16:16 კვი. 17 ოქტომბერი

მომღერალი

ბერუკა ივანიშვილის ახალი ფოტოები კორეიდა...

23:52 შაბ. 16 ოქტომბერი

ივანიშვილები

ფოტოები - რა პირობებში იხდის სასჯელს მიხ...

23:30 კვი. 17 ოქტომბერი

სააკაშვილი

კახა კალაძე - ხვალიდან ვიწყებ აქტიურ წინ...

23:12 კვი. 17 ოქტომბერი

თბილისის მერი, „ქართული
ოცნების“ აღმასრულებელი
მდივანი კახა კალაძე - Pia.ge

„იარაღის ჟღარუნი მესმის… პოლიტიკოსები ხე...

22:43 კვი. 17 ოქტომბერი

ლელა კაკულია
წინასწარმეტყველი

ციციშვილის კლინიკაში დღეს კოვიდინფიცირებ...

21:42 კვი. 17 ოქტომბერი

ჩვილი

7 დაუწერელი წესი, რომელსაც ზრდილობიანი ა...

20:41 კვი. 17 ოქტომბერი

სუნამო

„ორი წვეთი ძალაუფლებაც რომ მისცე, ჯაშუშე...

19:01 კვი. 17 ოქტომბერი

ქართული ოცნების“
საზოგადოებასთან
ურთიერთობის მდივანი
შალვა პაპუაშვილი Digest.ge 2021

უფალი მოგვიწოდებს, რომ არა თუ ვიძიოთ შურ...

18:31 კვი. 17 ოქტომბერი

სასულიერო პირი

„ეს ნიშნავს, რომ შემდგომი თვეებში 10 000...

17:21 კვი. 17 ოქტომბერი

ბიძინა კულუმბეგოვი
საგანგებო ვიდეომიმართვას
ავრცელებს

ვინ არის რაფაელ გლუკსმანი და რა სენტიმენ...

16:20 კვი. 17 ოქტომბერი

რაფაელევროპარლამენტარი
რაფაელ გლუკსმანი,
ექსპრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი გლუკსმანი