Digest Logo

უპრეცედენტო ამბავი - მომდევნო 10 წლის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

 15:26 კვი. 23 მაისი
ჰოროსკოპი

ნახეთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება უახლოეს 10 წელიწადში და რას გირჩევენ ვარსკვლავები...

ვერძი

მომდევნო 10 წლის განმავლობაში წარმატებული იქნებით და საკმაოდ რთული ცხოვრებიდან მაქსიმალურ სარგებელს მიიღებთ.
თქვენ, თუკი მოინდომებთ, წარმატებით შეცვლით საკუთარი ცხოვრების წესს, საკუთარ შემოქმედებას სიახლეების შესწავლისთვის გამოიყენებთ და იგრძნობთ, როგორ იზრდებით

კურო

მომდევნო ათწლეულში სამყარო უზარმაზარ დახმარებას შემოგთავაზებთ და თქვენ, უბრალოდ, საჩუქარი უნდა მიიღოთ - ინოვაცია, ცვლილებები და თავისუფლება.
ეს შეიძლება თქვენთვის ყველაზე წარმატებული ათწლეული იყოს. თქვენ გახდებით უფრო თავდაჯერებული და წარმატებული ადამიანი, გახდებით ის, ვინც სინამდვილეში უნდა იყოთ.

ტყუპები

თქვენთვის რთული მუშაობის წლები დგება. აღმოაჩენთ, რომ წარმატების მისაღწევად გამუდმებით ვიღაცასთან ან რაღაცასთან ბრძოლა გიწევთ.
ამ ათწლეულის ბოლოს დიდ წარმატებას მიაღწევთ. ეცადეთ, ცხოვრებისადმი განსხვავებული მიდგომა მოსინჯოთ და მნიშვნელოვან საკითხებში მეტი სითამამე გამოიჩინოთ.

კირჩხიბი

მომდევნო ათწლეულში თქვენ ისწავლით ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც, პირველ რიგში, თქვენ და თქვენს ინტერესებს დაიცავს. მიიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ცხოვრების გაუმჯობესების საშუალებას მოგცემთ, მაგრამ არც ახლობლები და მათი პრობლემები დაივიწყოთ.
დაეხმარეთ რთულ სიტუაციებში მყოფ ადამიანებს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დახმარებას გთხოვენ.

ლომი

მომდევნო 10 წელი თქვენი საუკეთესო პერიოდი იქნება. გირჩევთ, ისარგებლოთ ამ იშვიათი შესაძლებლობით და გრძელვადიანი გეგმა შეადგინოთ.
კარიერში დისკომფორტი, რომელსაც ბოლო პერიოდში გრძნობთ, უახლოეს მომავალში დასრულდება და ისეთი სერიოზული პროექტები დაიწყება, რომლებზეც დიდი ხანია ოცნებობთ.

ქალწული

შემდეგი ათწლეულის დასაწყისი უმშვენიერესი იქნება და თქვენთვის ახალი ცხოვრების სტარტად იქცევა. ყველაფერი თქვენთვის სასარგებლო მიმართულებით წარიმართება. რამდენიმე უმნიშვნელო დაბრკოლებას, რომელსაც გზაში შეხვდებით, მარტივად გადალახავთ, რადგან ოჯახისა და ახლობლების დახმარებას მუდმივად იგრძნობთ.

სასწორი

მომდევნო 10 წლის განმავლობაში აშკარად იგრძნობთ ცხოვრების გაუმჯობესებას, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში. სწორედ დროის ეს მოკლე მონაკვეთი გამოწვევებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში სამყარო მთლიანად თქვენს მხარეს არ არის.
ზოგიერთ ადამიანს თქვენს ცხოვრებაში გამანადგურებელი ეფექტი ექნება, რის შედეგადაც თქვენ მკვეთრად შეიცვლით თვალსაზრისს.

მორიელი

მომდევნო 10 წლის განმავლობაში თქვენ ოჯახის მამოძრავებელი ძალა გახდებით და დაიწყებთ კარიერას, რომელიც ოჯახურ წესებსა და ტრადიციებს დაარღვევს.
საგნებთან და მოვლენებთან მიმართებაში ყველას საკუთარი მიდგომა აქვს. დადგენილ წესებს ნუ დაემორჩილებით და მხოლოდ საკუთარი ძალების იწმუნეთ. ეცადეთ, ყველაფერ სწორად გააკეთოთ და იღბალი არ მიგატოვებთ.

მშვილდოსანი

საკმაოდ პოზიტიური ათწლეული მოდის. ეცადეთ, მიჰყვეთ თქვენს ინტუიციას და ეძებოთ მინიშნები, რომლებსაც სამყარო გამოგიგზავნით.
სამსახურში სირთულეები გელით, რომლებიც არ უნდა უგულებელყოთ, განსაკუთრებით, თუ დისკომფორტს გრძნობთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ გეგმებს - გამორიცხული არ არის, საკუთარი შრომისმოყვარეობის წყალობით პირადი იმპერიის შექმნა შეძლოთ.

თხის რქა

თქვენი ცხოვრების გადამწყვეტ ათწლეულში შედიხართ, სადაც სიმშვიდის და წარმატების გრძნობას დაიბრუნებთ. ბოლოს და ბოლოს, მიხვდებით, რა არის თქვენთვის მართლაც მნიშვნელოვანი და თქვენს ფარულ პოტენციალს აღმოაჩენთ.
ეს პერიოდი უფრო ეფექტური არ არის, მაგრამ უფრო მშვიდია და სიხარულითა და სიმშვიდით სავსე.

მერწყული

შემდეგ 10 წელიწადში თქვენი თავდაჯერებულობა გაიზრდება. თქვენი ლიდერული თვისებების დახმარებით მრავალ შესაძლებლობას მიაგნებთ.
სულიერი ძალების მოზღვავება საკუთარი ცხოვრების ხელახლა აღმოჩნასა და ბედნიერების მოპოვებაში დაგეხმარებათ.

თევზები

თქვენთვის უბედნიერესი, ახალი აღმოჩენების პერიოდი დგება, სადაც ყოველთვის დაკავებული იქნებით რაღაც სასარგებლო საქმის კეთებით.
სამსახურში განვითარების უამრავი შესაძლებლობა გექნებათ და, რაც მთავარია, უფრო პოზიტიურად იქნებით განწყობილი, ვიდრე ადრე. გარშემო მყოფებისთვის მაგნიტად იქცევით, რაც ცხოვრების ყველა სფეროში დაგეხმარებათ.




„მსოფლიოში კიდევ ერთი ვაქცინა გამოჩნდება...

3 წუთის წინ

ფხაკაძე

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 წუთის წინ

23 _ ჰოროსკოპი

VIDEO: „გამწარებული დედა მოგმართავთ... დ...

22:37

ნიკო კვარაცხელია


„შვილის ტოლი გოგო გააუპატიურა, თან ნათეს...

11:24

ლენტი ავარია

ბედნიერი წყვილები სოციალურ ქსელებში არ პ...

18:28

წყვილი

„საიდან არის ამდენი დაავადება ბავშვებში?...

11:24

დეკანოზი შალვა კეკელია

„ჩემს შესახებ აბსურდული ჭორები გამიგია“...

18:00

მაკა ცინცაძე

„დღეს მე რაღაცას ვაღიარებ... ბოდიში მინდ...

14:18

მსახიობი რუსკა მაყაშვილი

„3 თვის ქირა გადაუხადა უცხო ბებოს… ეს ბი...

09:35

მამა ნექტარიოსი

პრემიერ-მინისტრი ლატვიის პრეზიდენტს შეხვ...

20:23

საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი ლატვიის
რესპუბლიკის პრეზიდენტი
ეგილს ლევიტსი

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩრდილოატლანტიკურ ალ...

20:19

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი, ლატვიის
რესპუბლიკის პრეზიდენტი
ეგილს ლევიტსი

„ქართული ოცნების“ ლიდერები ამბროლაურში,...

19:49

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე

მამუკა მდინარაძე - თუ ის დადასტურდება, რ...

18:34

ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარე Digest.ge

ირაკლი კობახიძე: არავის დაუბრალებია გიორ...

18:09

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Digest.ge

„კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით არ უნდა ავი...

17:32

ბიძინა კულუმბეგოვი

„ვიღებთ მოლოცვებს“ - ვარლამ გოლეთიანის პ...

17:23

რიონის ხეობის მცველი
ვარლამ გოლეთიანი Digest.ge

„ემა გოგოხია ქალი, რომელსაც დედამიწის ზუ...

16:43

ნათია და ემა

თსუში გოჩა ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნი...

16:32

თსუ