Digest Logo

რისი წელი მოდის 2022-ში და რას გვიმზადებს მისი სიმბოლო?

 14:48 სამ. 12 ოქტომბერი
2022 წელი

2022 წლის სიმბოლო გამბედაობას, მიზანსწრაფულობას და ზოგჯერ აგრესიას განასახიერებს - ეს ცისფერი წყლის ვეფხვის წელიწადი იქნება. ვნახოთ, რას გვიმზადებს 2022 წლის ჰოროსკოპი ჩინური კალენდრის მიხედვით: 

2022 წლის მთავარი სიმბოლო

ცისფერი წყლის ვეფხვი მიზანსწრაფულ და აქტიურ ცხოველად ითვლება, ამიტომ ცვლილებების პერიოდი იწყება, რაც ბევრისთვის წარმატებული იქნება.

ჩინური კალენდრის მიხედვით, ახალი წელი 2022 წლის 1 თებერვალს შემოვა და 2023 წლის 21 იანვარს დასრულდება.

2022 წლის სტიქია წყალი და ხეა, ამიტომ ამ ორი ფაქტორის ურთიერთქმედება ახალი წლის ბუნებას განსაზღვრავს. წყალი ხეს გრძნობებით კვებავს და ის, თავის მხრივ, მხარდაჭერას და სტაბილურობას უზრუნველყოფს.

ახალ წელს ვეფხვი უკვე არსებული კავშირების გამტკიცებას დაეხმარება, ამიტომ გაიხსენეთ, როგორ დაიბადა და განვითარდა თქვენი გრძნობა და ეცადეთ თქვენს ცხოვრებაში მეტი რომანტიკა მიიზიდოთ.

ასევე გაუმართლა მათ, ვისაც 2022 წელს ოჯახის შექმნა სურს - ახალი წელი ამ შესაძლებლობას მოგცემთ.

მათ, ვისაც მუშაობა არ ეზარება და ცხოვრობს დევიზით „ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს“, ვეფხვის წელი განვითარებას და კარიერულ წინსვლას ჰპირდება. შესაძლებლობა გექნებათ, რომ ცოდნა გაიუმჯობესოთ ან ახალი რამ შეისწავლოთ.

ასევე მოსალოდნელია სამსახურის ან პროფესიის მკვეთრი ცვლილება. სიახლეების არ უნდა შეგეშინდეთ, რადგან ეს თქვენს ცხოვრებას გაცილებით ლამაზს და ფერადოვანს გახდის.

ასტროლოგები გირჩევენ, რომ ფინანსები გონივრულად და ეკონომიურად ხარჯოთ, რათა ვეფხვის წელს გარკვეული მარაგით შეხვდეთ - ამ ცხოველს სპონტანური და დაუგეგმავი შესყიდვები არ უყვარს!

იოლი ფულის მოლოდინი ნუ გექნებათ - შემოსავალს მხოლოდ შრომით და გონივრული მოქმედებით მოიპოვებთ.

ახლა კი უფრო კონკრეტულად: ვისთვის რას მოიტანს ცისფერი წყლის ვეფხვი

თაგვი (1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008, 2020)

წლის განმავლობაში წვრილმანი პრობლემები იჩენს თავს, მაგრამ ვეფხვს მოსწონს თაგვის მაღალი ადაპტაციის უნარი და ეშმაკური სვლები, ამიტომ მის მიმართ მოწყალე იქნება. ვირთხებს წინ თავბრუდამხვევი წარმატებები ელით ნებისმიერ სფეროში. ოჯახში კონფლიქტებია მოსალოდნელი, ამიტომ დროულად უნდა მოთოკოთ ემოციები, რათა სიტუაცია ხელიდან არ გაგექცეთ.
დაოჯახებულ თაგვებს არასასურველი ქორწინების რისკი ელოდებათ, ამიტომ ყურადღებით იყავით.

ხარი (1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009)

ხარებს დადებითი ცვლილებები ელით, რომლებიც ცხოვრების ბევრ სფერო შეეხება: ფინანსებს, კარიერას, ჯანმრთელობას, მეგობრობას. ისინი, ვინც წინა წელს ბიზნესში დიდი ზარალი ნახა, სტაბილურობის მიღწევას შეძლებენ, თუმცა ამისთვის მუხლჩაუხრელი შრომა მოუწევთ, რაც, პრინციპში, მათთვის ჩვეული ამბავია.
მარტოხელა ხარებო, ასტროლოგები დარწმუნებულები არიან, რომ თქვენი ბედნიერება ერთი ხელის გაწვდენაზე და გირჩევენ, ყურადღებით იყოთ ნებისმიერ ხალხმრავალ ადგილას.

ვეფხვი (1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010)

ჩინური ჰოროსკოპის თანახმად, ვეფხვების 20-წლიანი სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაონ. გაითვალისწინეთ, რომ ფინანსური ხარჯები გაიზრდება და ფულის დაზოგვა უფრო რთული იქნება. რთული იქნება საკუთარ ბრაზთან გამკლავებაც, ამიტომ ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ.
მარტოხელა ადამიანები ცხოვრების მეგზურს იპოვიან, ხოლო დაოჯახებულები კავშირებს უფრო განამტკიცებენ.

კურდღელი (1963, 1975, 1987, 1999, 2011)

კურდღლებს სიყვარულში გაუმართლებთ, მაგრამ ფინანსური თვალსაზრისით, რთული წელი ექნებათ, ამიტომ არ უნდა გარისკოთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას და თუ საშუალება მოგეცათ, თამამად გაემგზავრეთ რომანტიკულ მოგზაურობაში.

დრაკონი (1964, 1976, 1988, 2000, 2012)

ახალ წელს დრაკონები უჩვეულოდ გააქტიურდებიან და მათი ცხოვრება მხიარული მოვლენებით აივსება. რა თქმა უნდა, სირთულეებიც იქნება, მაგრამ საბოლოოდ, ეს წელი საკმაოდ წარმატებული გამოდგება.
ეცადეთ, მიზნები და პრიორიტეტები გამოკვეთოთ და თანდათანობით შეუდგეთ მათ განხორციელებას. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

გველი (1965, 1977, 1989, 2001, 2012)

გველს მთელი წლის განმავლობაში პატარ-პატარა პრობლემებთან გამკლავება მოუწევს, ამიტომ არ უნდა მოდუნდეთ.
ადამიანები, რომლებსაც მუშაობა არ ეზარებათ, დაწინაურებას შეძლებენ. ჯანმრთელობა წესრიგში იქნება, ოჯახურ ურთიერთობებს კი მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ.

ცხენი (1966, 1978, 1990, 2002, 2014)

ცხენებს წლის დასაწყისში ქაოსი და არეულობა ელით, თუმცა კონფლიქტების მიუხედავად, ეს წელი სასიამოვნო იქნება. ეცადეთ, მთელი ყურადღება საკუთარ მიზნებსა და გეგმებზე გადაიტანოთ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. ასეთ შემთხვევაში თქვენი შრომა აუცილებლად სასურველ შედეგს მოგიტანთ.

ჯანმრთელობისა და ოჯახური ურთიერთობების თვალსაზრისით ყველაფერი წესრიგშია. მცირე პრობლემებზე კი ყურადღების გამახვილებაც არ ღირს.

ვერძი (1967, 1979, 1991, 2003, 2015)

ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხარდაჭერით, ვერძი წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწევს. ფულის შოვნის და კარგად ცხოვრების ახალ გზებს აღმოაჩენთ. ჯანმრთელობის მხრივ, ყველაფერი შესანიშნავადაა. მარტოხელა ვერძებს ცხოვრების თანამგზავრთან შეხვედრა და ბედნიერი ქორწინება ელით.

მაიმუნი (1968, 1980, 1992, 2004, 2016)

ფინანსური სირთულეების მიუხედავად, მაიმუნებს წარმატებული წელი ელით. გახსოვდეთ, რომ მატერიალური კეთილდღეობა განუწყვეტელ შრომას მოითხოვს, ამიტომ ნუ იზარმაცებთ. შესაძლოა, სიყვარულში არ გაგიმართლოთ, მაგრამ ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი კარგად იქნება.

მამალი (1969, 1981, 1993, 2005, 2017)

ეს წელი მამლებს სასიამოვნო სიახლეებს ჰპირდება - შესაძლოა, ახალი სამსახური და უკეთესი ცხოვრება დაიწყოთ. მთავარია, მიმდინარე პრობლემებს გაუმკლავდეთ და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. ფინანსური მდგომარეობა არასტაბილური იქნება.
გამორიცხული არ არის, რომ მეორე ნახევარი იპოვოთ ან ხანგრძლივი, რომანტიკული ურთიერთობა დაიწყოთ.

ძაღლი (1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018)

ამ წელს ძაღლს გარკვეული სირთულეები შეექმნა, მაგრამ მეგობრებისა და ოჯახის წევრების დახმარება, ადვილად გაუმკლავდება. მოსალოდნელია წარმატებული ინვესტიცია, რომელიც მნიშვნელოვან შემოსავალს მოგიტანთ.
ეცადეთ საყვარელ ადამიანებთან კონფლიქტის თავიდან აცილება, ჯანმრთელობის მხრივ კი პრობლემები არ გელით.

ღორი (1959, 1971, 1983, 1995, 2007)

ღორებისთვის მთავარი სიძუნწესთან და სიხარბესთან გამკლავება იქნება. ეცადეთ, ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ.

სასიყვარულო ფრონტზე ორაზროვანი სიტუაციაა, მაგრამ თუ თქვენს საუკეთესო თვისებებს გამოავლენთ, დაუვიწყარი წელი გელით.

🔘აგრეთვე დაგანტერსებთ:

🔵ვინ გამდიდრდება ოქტომბერში? - ფინანსური ჰოროსკოპი

🔵„სიგარეტს 15 წლიდან ვეწეოდი, მამა რომ გარდაიცვალა, 6 ბლოკი სიგარეტი მოვწიე... ისრაელში დედას ონკოლოგმა მირჩია თავის დანებება...“ - ნინი ქარსელაძე

„მამის ღრიალმა ზეცამდე ვერ მიაღწია.. ოთხჯერ გაჩერდა იმ დედის გული, რომლის შვილები სიკვდილის ჩიტებმა წაიყვანეს“ - ჟურნალისტი

🔵ნანი ბრეგვაძის ყველაზე დიდი საიდუმლო და ცოტა რამ მის უიღბლო სიყვარულზე

🔵ეკა მამალაძის 2 ქმარი, მარტოხელა დედობა და რომანი მეგობრის ქმართან

🔵რატომ უთხრა თამრიკო ჭოხონელიძემ გოგი დოლიძეს უარი ცოლობაზე და ვინ იყო მისი შვილების დედინაცვალი

🔵VIDEO: როგორ სახლში ცხოვრობს თენგიზ ცერცვაძე მეუღლესთან ერთად და როგორია მათი სიყვარულის ისტორია

წყარო: funtime.ge


ასტროლოგის რჩევები - როგორ უნდა გაატაროთ...

8 წუთის წინ

სავსემთვარეობა ვერძში

„აი, ვინმე დაიჯერებს, რომ ეს ადამიანი არ...

10 წუთის წინ

პაიჭაძე

„გზაზე ახალგაზრდა ქალი გადამიდგა... გავწ...

11 წუთის წინ

ირინა სარიშვილი -
პოლიტიკოსი


„მამა თმებში მწვდა და ტყავის ქამრით მცემ...

22:41 ორშ. 18 ოქტომბერი

წამყვანები

„სამი და და სამი ძმა“ - „ფარული ვნების“...

22:56 ორშ. 18 ოქტომბერი

ფარული ვნება

VIDEO: „ბრალდებულმა დაკავებისას ხელყუმბა...

22:41 ორშ. 18 ოქტომბერი

ვ

„ლიზა იასკოს არ ვიცნობ... მყავს ერთი უსა...

14:37 ორშ. 18 ოქტომბერი

სააკაშვილი

მაკა კვიციანის გრანდიოზული დაბადების დღე...

14:30 ორშ. 18 ოქტომბერი

მაკა კვიციანი

„ჩვენი სიყვარულის ისტორია წლების მანძილზ...

11:38 ორშ. 18 ოქტომბერი

ბერა ივანიშვილი

„სააკაშვილი ჩამოიყვანა მერაბიშვილმა, მაგ...

29 წუთის წინ

მიხეილ სააკაშვილი და ვანო
მერაბიშვილი

GWP მოსახლეობას აფრთხილებს

31 წუთის წინ

წყალი

„არასდროს არ ვყოფილვარ იმ ტიპის გოგო, რო...

09:17

დამიცავი პატრა ვარ

19 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

00:44

მზე

19 ოქტომბერს თბილისის უბნების ნაწილს ელე...

00:34

შუქი

მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიამ ისიც არ იც...

21:32 ორშ. 18 ოქტომბერი

„ქართული ოცნების“
აღმასრულებელი მდივანი
მამუკა მდინარაძე

გია ვოლსკი: ახლა მეუფე შიოზე მიიტანეს ის...

21:00 ორშ. 18 ოქტომბერი

პარლამენტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე

„ადამიანები საშინელი სიკვდილით იხოცებიან...

20:53 ორშ. 18 ოქტომბერი

დევი ტაბიძე

ზაალ ანჯაფარიძე: მელია რომ არჩევნებს წაა...

20:52 ორშ. 18 ოქტომბერი

ანალიტიკოსი - ზაალ
ანჯაფარიძე