Digest Logo

„მოერიდეთ საინფორმაციო წყაროებს, გამორთეთ ტელეფონები“ - სავსემთვარეობის პროგნოზი

 15:25 ორშ. 20 სექტემბერი
შავი მთვარე

21 სექტემბერს სავსემთვარეობაა. ეს მოვლენა ადამიანებს, ემოციურ შფოთვებს და აგრესიულობას მოუმატებს. ასტროლოგების თქმით, ამ დროს ე.წ. კოსმიური გამოცდის პერიოდი ჰქვია. მათი თქმით, ამ პერიოდში კარგია, სიმშვიდის შენარჩუნება, გაწონასწორება და ნეგატიური ამბების თავიდან ასხლეტა.

უფრო კონკრეტულად რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს და რისგან უნდა შეიკავოთ თავი ამის შესახებ ასტროლოგი დავით ნიბლაძე წერს. „დაიჯესტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„21 სექტემბერს სავსე მთვარეს ველოდებით (პიკი - 03:55სთ). მთვარეს, რომელსაც მოსავლის აღების მთვარედაც მოიხსენიებდნენ

მთვარე ამჯერად თევზების 28 გრადუსიდან შექმნის ზუსტ ოპოზიციას ქალწულში მყოფ მზესთან. საინტერესოა ის ფაქტი, რომ სავსე მთვარის დროს თევზების მმართველი პლანეტა ნეპტუნიც თევზებშია მთვარესთან შეერთებით და მზესთან ოპოზიციით. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად გაამძაფრებს ამ ორ ნიშანს შორის ოპოზიციურ, განსხვავებულ ენერგიებს. წყლისა და მიწის სტიქიის ოპოზიცია ერთგვარი შანსია, დავაბალანსოთ ჩვენი ემოციური და პრაქტიკული საჭიროებები.

თევზები ბუნებით ემოციურია, ინტუიციურად გრძნობს ყველაფერს და ხშირად გადაწყვეტილებებსაც სწორედ ემოციაზე დაყრდნობით იღებს. ქალწული ლოგიკური, ანალიტიკური და დაკვირვების უნარებით გამოირჩევა. თევზებისთვის არსებობს ერთი მთლიანი და მიდგომა, რომ ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში. ქალწული კი ყველაფერს დეტალებად შლის, აკვირდება, სწავლობს და აწესრიგებს. თევზების ენერგია დაგვეხმარება, სწორედ შეგრძნებებზე დაკვირვებით მივხვდეთ სად, რომელ სფეროში და რა საჭიროებს შეცვლას. შეგვიძლია, დავუკვირდეთ საკუთარ ემოციებს, სიტუაციას, რომელშიც ვიმყოფებით და მივაგნოთ პრობლემებსა თუ შანსებს და უფრო სწორად განვსაზღვროთ პირადი, რეალური საჭიროებები.

თევზების მიდგომა ასეთია: ვგრძნობ - ე.ი. არსებობს. დავუკვირდეთ, რას გვკარნახობს ჩვენი ინტუიცია და შეგრძნებები, სად გვაკლია სისავსე, რა საჭიროებს წარსულში დატოვებას და რა გვიშლის ხელს ემოციური კომფორტის მიღწევაში.

სავსე მთვარის დროს მზესთან და მთვარესთან ასპექტშია მარსიც პლანეტა, რომელიც თევზები-ქალწულისგან განსხვავებით (მიუხედავად სასწორში ყოფნისა) ბუნებით მაინც საკმაოდ ხისტი და პირდაპირია. თევზებიც და ქალწულიც წყლისა და მიწის მუტაბელური ნიშნებია, ამიტომ მოქნილობა, ინტუიციაზე დაყრდნობა, პრაქტიკულობა და მოზომილობა იქნება ამ პერიოდის წარმატების გასაღები. ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანები და დინჯად მივყვეთ ჩვენს გეგმებს... ან ავყვეთ მარსის ასპექტებით გამოწვეულ იმპულსურობას, აგრესიას, სიუხეშეს, სულსწრაფობას და დავუშვათ შეცდომები. თევზების სავსე მთვარის დროს ემოციური ფონი საკმაოდ მაღალია, თუმცა საით წავიყვანთ ამ ემოციებს და როგორ გამოვიყენებთ ამ ენერგიას, ეს უკვე ჩვენი ასარჩევია - ჰარმონიულად შევუხამებთ ემოციებს პრაქტიკულობას და მიზანმიმართულად ვიმოქმედებთ თუ ემოციებს ცეცხლს შევუნთებთ და უკონტროლო გავხდებით. წყლის სტიქია შანსს გვაძლევს, ემოციურ წონასწორობაში მოვიდეთ საკუთარ თავთან. მიწის სტიქია კი საშუალებას მოგვცემს, ქაოსი და გაურკვევლობები დავალაგოთ.

ჩვენს ქვეყანასა თუ მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მაშინ, როდესაც უამრავ ინფორმაციასა და დიდ ნეგატივს გვტენიან თავში, ერთი დღით, თუნდაც რამდენიმე საათით მოვწყდეთ ამ ქაოსს, მოვერიდოთ საინფორმაციო წყაროებს, გადავდოთ ლეპტოპები თუ ტელეფონები გვერდით, განვმარტოვდეთ, დავხუჭოთ თვალები და ვიგრძნოთ საკუთარი თავი ყველანაირი გარედან ზემოქმედი ფაქტორების გარეშე“, - წერს ნიბლაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„სექტემბრიდან დაიწყება, ეს პროცესი - ამის გამო მოკვდება ხალხი და კოვიდს დააბრალებენ“

🔵„საკრალური დღეა და ოცნებების ახდენა რეალურია“ - რა უნდა გავაკეთოთ 22 სექტემბერს, რომ სურვილები აგვიხდეს?

🔵ფაუჩის სასწაულად სასიხარულო პროგნოზი – პანდემია რამდენიმე თვეში დასრულდება


„ხინკლის კუჭებზე მოწოდებისთვის, ხინკლის...

10 წუთის წინ

აჩიკო ნიჟარაძე

„განა არ ვიცი, რომ მაპატიებთ, თუ მხოლოდ...

31 წუთის წინ

ნათია ფანჯიკიძე

„არასდროს არ ვყოფილვარ იმ ტიპის გოგო, რო...

43 წუთის წინ

დამიცავი პატრა ვარ


„მამა თმებში მწვდა და ტყავის ქამრით მცემ...

22:41 ორშ. 18 ოქტომბერი

წამყვანები

„სამი და და სამი ძმა“ - „ფარული ვნების“...

22:56 ორშ. 18 ოქტომბერი

ფარული ვნება

VIDEO: „ბრალდებულმა დაკავებისას ხელყუმბა...

22:41 ორშ. 18 ოქტომბერი

ვ

„ლიზა იასკოს არ ვიცნობ... მყავს ერთი უსა...

14:37 ორშ. 18 ოქტომბერი

სააკაშვილი

მაკა კვიციანის გრანდიოზული დაბადების დღე...

14:30 ორშ. 18 ოქტომბერი

მაკა კვიციანი

„ჩვენი სიყვარულის ისტორია წლების მანძილზ...

11:38 ორშ. 18 ოქტომბერი

ბერა ივანიშვილი

19 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

00:44

მზე

19 ოქტომბერს თბილისის უბნების ნაწილს ელე...

00:34

შუქი

მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიამ ისიც არ იც...

21:32 ორშ. 18 ოქტომბერი

„ქართული ოცნების“
აღმასრულებელი მდივანი
მამუკა მდინარაძე

გია ვოლსკი: ახლა მეუფე შიოზე მიიტანეს ის...

21:00 ორშ. 18 ოქტომბერი

პარლამენტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე

„ადამიანები საშინელი სიკვდილით იხოცებიან...

20:53 ორშ. 18 ოქტომბერი

დევი ტაბიძე

ზაალ ანჯაფარიძე: მელია რომ არჩევნებს წაა...

20:52 ორშ. 18 ოქტომბერი

ანალიტიკოსი - ზაალ
ანჯაფარიძე

„ორივე აცრა შეიძლება გაიკეთოთ ერთ დღეს“...

19:59 ორშ. 18 ოქტომბერი

დაავადებათა კონტროლის
ეროვნური ცენტრი

თსუს მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგ...

19:37 ორშ. 18 ოქტომბერი

თსუ

„ჯერ კიდევ არსებობენ პატიოსანი ექიმები.....

19:13 ორშ. 18 ოქტომბერი

კულუმბეგოვი