Digest Logo

მენიუ ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ვისთვის რომელი პროდუქტია წონაში დასაკლებად კარგი?

 18:13 ორშ. 5 აპრილი
ცაგარლი

ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი მთავარი პირობა სწორი კვებაა, რომელიც ძალიან ფრთხილი თემაა და ყველა ადამიანს ინდივიდუალურად ენიშნება. როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, საკვები პროდუქტების შერჩევისას აუცილებელია ადამიანის ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებაც.

მოკლედ, თუ ჭარბი წონა გაწუხებთ და კილოგრამების მოშორება გადაწყვიტეთ, ცაგარელის ეს რჩევები დაგეხმარებათ.

ვერძი – მავნე პროდუქტებია: ცხიმიანი ხორცი, ცხოველური ცხიმები, მარილიანი, ცხარე და შემწვარი საკვები, ასევე ტკბილეული. რაციონში შეიტანეთ ფაფები, რძის პროდუქტები, თევზი, ბოსტნეული, ციტრუსი, ვაშლი, ბანანი და კომბოსტოს მწნილი.

ზოდიაქოს ამ ნიშანს ყველაზე მეტად ერგება ფაფების ან ნაკლები ნახშირწყლების მქონე პროდუქტების დიეტები.

კურო – მავნე პროდუქტებია: ფუნთუშეული და ტკბილეული, ცხიმიანი ხორცი და მაგარი ყავა. რაციონში შეიტანეთ რძე, არაჟანი, კეფირი, მცენარეული წარმოშობის პროდუქტები, თხილი, ზღვის პროდუქტები, ხილი.

თუ გსურთ წონაში დაიკლოთ, აირჩიეთ ნაკლები ნახშირწყლების მქონე პროდუქტები და დაბალკალორიული საკვები.

ტყუპები – მავნე პროდუქტები: ტკბილეული, ცხიმიანი საკვები და მაგარი სასმელები. რაციონში შეიტანეთ ყველი, თხილი, კვერცხი, ზღვის პროდუქტები, უცხიმო ხორცი, პარკოსნები, მარცვლეული.

თუ გსურთ, მუდამ ფორმაში იყოთ, მიირთვით ხშირად არაქისი, ზეთისხილი, ყურძენი, მსხალი, ყაბაყი და მკაცრად დაბალკალორიული პროდუქტები.

კირჩხიბი – მავნე პროდუქტებია: საკონდიტრო ნაწარმი, ნედლი ბოსტნეული. რაციონში დაამატეთ მარცვლეული, რძემჟავა და რძის პროდუქტები, ფრინველის ხორცი, უცხიმო თევზი, ნიორი, ბოსტნეულის წვნიანი. თუ გსურთ, სწრაფად გახდეთ, თქვენთვის რეკომენდებულია კეფირი ან ხაჭო.

ლომი – მავნე პროდუქტებია: მძიმე ცხიმიანი საკვები, ნამცხვარი, ალკოჰოლი. რაციონში დაამატეთ ციტრუსები, რძის პროდუქტები, ნიორი, ნიახური, ყაბაყი, კარტოფილი, ლეღვი და გარგარი. შეარჩიეთ ნაკლები ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები.

ქალწული – მავნე პროდუქტებია: კონსერვები, ტკბილეული, შებოლილი პროდუქტები, ალკოჰოლი. რაციონში შეიტანეთ: მაკარონი, ფაფები, ჩაშუშული ბოსტნეული, რძემჟავა პროდუქტები, ნიახური, გოგრა, სტაფილო და კომბოსტო, ბროწეული, ყურძენი, გარგარი და ვაშლი.

თუ გსურთ მუდამ ფორმაში ყოფნა, ხშირად მიირთვით წვნიანები.

სასწორი – მავნე პროდუქტებია: დამარილებული, შებოლილი, მარგარინით მომზადებული საკვები, რძე. რაციონში შეიტანეთ ფაფები, მაკარონი მცენარეული გარნირით, ზღვის პროდუქტები, ფრინველის ხორცი, კიტრი, ჭარხალი, შავი მოცხარი, მოცვი, ბოლოკი, გოგრა, ბრინჯი. წონაში დაკლება სეზონური ხილით შეგიძლიათ.

მორიელი – მავნე პროდუქტები: მწარე კერძები, ცომეული. რაციონში შეიტანეთ ზღვის პროდუქტები, თალგამი, ბოლოკი, ჭარხალი, კომბოსტო, ციტრუსები და ვაშლი.

წონაში დასაკლებად კარგია განტვირთვის დღეების მოწყობა ბოსტნეულის სალათებით.

მშვილდოსან – მავნე პროდუქტებია: შებოლილი პროდუქტები, ღორის ხორცი, დამარილებული საკვები, ტკბილეული.

რაციონში შეიტანეთ: პარკოსნები, თევზი, რძის პროდუქტები, სატაცური, ჭინჭარი, კიტრი, ოხრახუში, რეჰანი, ქინძი, პიტნა, ატამი, მანგო, გარგარი და ვაშლი. წონაში დასაკლებად კარგია მწვანე ბარდისა და ბურღულეულის ფაფები.

თხის რქა – მავნე პროდუქტებია: ტკბილეული, ისპანახი, ცხიმიანი კერძები და კონსერვები. რაციონში შეიტანეთ ხაჭო, მაკარონი, კეფირი, მოხარშული ბოსტნეული, უცხიმო ხორცი, ბადრიჯანი, სტაფილო, ალუბალი, მაყვალი, კომში, ნესვი, ქლიავი.

წონის დაკლებისთვის გამოიყენეთ კეფირის, წიწიბურასა და ვაშლის განტვირთვის დღეები.

მერწყული – მავნე პროდუქტებია: კრემიანი ნამცხვრები, ფუნთუშეული, შებოლილი პროდუქტები. რაციონში შეიტანეთ წიწიბურა, ბოსტნეულის წვნიანი, კომში, ქლიავი, ბროწეული, ვაშლი, ისპანახი, ბადრიჯანი, ლობიო, ყაბაყი, ჭარხალი, თევზი და თეთრი ხორცი.

წონის შესანარჩუნებლად მიირთვით დაბალკალორიული და ნაკლები ნახშირწყლების შემცველი პროდუქტი.

თევზები – მავნე პროდუქტებია: ცხიმები, შაქარი, ცხარე და მწარე პროდუქტი. რაციონში შეიტანეთ: სალათები, ბრინჯი, წიწიბურა, ზღვის პროდუქტები, ბროწეული, ყურძენი, ნიგოზი, მზესუმზირა.

გახდომისთვის კარგია სეზონური, დაბალკალორიული ხილის განტვირთვის დღეები.


23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

26 წუთის წინ

23 _ ჰოროსკოპი

23 აპრილს თბილისის უბნებს ელექტრომომარაგ...

00:56

ელექტოენერგია

„ნოემბრის ბოლო-დეკემბერი ხომ გვახსოვს, რ...

00:38

პაატა იმნაძე


„იესო ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ა...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

რუსუდან გოცირიძე

„ომარი, რომელმაც 49 ადამიანი მოკლა, გეი...

18:53 ოთხ. 21 აპრილი

კრიმინალი-ლენტი

41 წლის კაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გააუპატიურ...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

პოლიცია

„სასქესო ორგანოზე შემეხო... ეს არ იყო რა...

00:25

მიშა

„მამაჩემი ისე გარდაიცვალა, არც კი მინახა...

00:15

მიშა ანდღულაძე

„მათი ერთ ოთახში ჩაკეტვა და დახოცვა მინდ...

00:00

მიშა ანდღულაძე

„ახლაც ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის, რომ...

23:38 ხუთ. 22 აპრილი

ნიკა

სოროდან გამოდის მაშინ, როცა ბოტასის ფული...

23:20 ხუთ. 22 აპრილი

უცნობი ვახო სანაია

ლევან ნიკოლეიშვილი: ტვ პირველის ეთერში 3...

22:41 ხუთ. 22 აპრილი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი

შალვა ნათელაშვილი: ევროკავშირს უყვარს და...

22:36 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი - შალვა ნათელაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილის ალიმენტის გად...

22:26 ხუთ. 22 აპრილი

ბასილაშვილი ნიკოლოზი

შალვა ნათელაშვილი ევროპარლამენტარ მარინა...

22:20 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი შალვა ნათელაშვილი
Digest.ge

დიმიტრი სამხარაძე: ძალიან „ევროპულმა“ ინ...

22:08 ხუთ. 22 აპრილი

„ქართული ოცნება -
დემოკრატიული
საქართველოს“ რეგიონალური
მდივანი დიმიტრი
სამხარაძე digest.ge

„ხვალ შეიძლება სიტუაცია საგანგაშო გახდეს...

21:46 ხუთ. 22 აპრილი

კორონავირუსი კოვიდ -19

ვინ არის მიხეილ ლომთაძე ჯინსებითა და წით...

20:58 ხუთ. 22 აპრილი

მი­ხე­ილ ლომ­თა­ძე