Digest Logo

მარსი ქალწულის ზოდიაქოში გადავიდა - ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის იქნება ეს მოვლენა პოზიტიური?

 21:31 შაბ. 31 ივლისი
მარსი ქალწულში

30 ივლისს ენერგიის, აქტიურობის, აგრესიისა და ბრძოლის მმართველი პლანეტა მარსი - ქალწულის ნიშანში გადავიდა და იქ 15 სექტემბრამდე დარჩება.

ეს მარსის შემოქმედებით და გაბედულ მოქმედებებს (რომელიც მას ლომის ნიშანში მოძრაობისას ახასიათებს) უფრო კონკრეტულს და პრაქტიკულს გახდის.

გაძლიერდება მენტალური და ვერბალური პროცესი. ამ პერიოდში აზრი და სიტყვა მთავარი ინსტრუმენტი იქნება, რადგან მარსის სიგნიფიკიტორი (მმართველი) სწორედ აზროვნების, კომუნიკაციის და ინფორმაციის მმართველი პლანეტა - მერკური ხდება.

ბევრი ადამიანი საქმიან სფეროში უფრო ყურადღებიანი და დეტალური გახდება და ეს განსაკუთრებით ყოფით საკითხებს შეეხება.

მარსის ეს ინგრესია ადამიანებს საშუალებას მისცემს დაგროვილი ენერგია კონკრეტული მიზნებისკენ მიმართონ და მათი მატერიალიზება შეძლონ. ეს კი ჩაფიქრებული შემოქმედებითი იდეების კონკრეტულ ფორმებში გადაყვანას ხელს შეუწყობს.

მარსის ქალწულში გამოვლენა ორგანიზებული, მოქნილი და პლასტიურია, რაც საჭიროა ბევრი წვრილმანი საკითხის მოგვარებისთვის, ქაოსური ურთიერთობების თუ ინფორმაციის დალაგება-ორგანიზებისთვის. აქედან გამომდინარე, შესაძლებელი გახდება ბევრი რამის გარკვევა და რაც მთავარია, კლასიფიცირება. ბევრ მოვლენას თუ სიტუაციას თავისი ნამდვილი სახელი დაერქმევა (ამ პერიოდში ყველა რთული საკითხი რაციონალურ მიდგომას და გონივრულ გადაწყვეტას ითხოვს).

შესაძლოა წინ წამოიწიოს რუტინულმა საკითხებმა და ისეთმა წვრილმანებმა, რომელთა მოგვარებას ბევრი დრო და ენერგია მიაქვს. თუმცა სწორედ ამ მცირე დეტალების მართვა-დალაგებაში იქნება წარმატების საიდუმლო დამალული.

ადამიანები მოიმატებს კრიტიკულობისა და ცინიზმის გამოვლენის ალბათობაც, რამაც მოსალოდნელია გარშემომყოფებთან ურთიერთობები დაძაბოს.

მარსის ეს ინგრესია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის (ექიმები, ექთნები, სანიტრები, დიეტოლოგები), ასევე მასაჟისტებისთვის, კოსმეტოლოგებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომელთა საქმიანობა ცხოველების მოვლას თუ მათთან მუშაობას უკავშირდება.

ეს პერიოდი საქმიანობის კუთხით უპირველესად მნიშვნელოვანი იქნება:

👉 მიწის სტიქიის ნიშნებისთვის - ♉კუროებისთვის, ♍ქალწულებისთვის და ♑თხის რქებისთვის. მათ ცხოვრებაში მოსალოდნელია დაიწყოს ახალი საქმიანი „ტალღა“ (კონკრეტულ შემთხვევაში გააჩნია კონკრეტული ადამიანის პირად ჰოროსკოპში მზის, მერკურის და რა თქმა უნდა, მარსის განთავსებას)

👉 პოზიტიური იქნება ♋კირჩხიბებისთვის და ♏მორიელებისთვის, რადგან მარსი ამ ნიშნებთან შექმნის სექსტილურ (60 გრადუსიან) ასპექტებს, რაც ასტროლოგიაში პოზიტიურ ასპექტად ითვლება. ეს კი ამ ნიშნების წარმომადგენლებს ახალ შესაძლებლობებს მისცემს

👉 მარსის ეს ინგრესია შედარებით რთული იქნება ♓თევზებისთვის, რადგან მარსი დაუპირისპირდება თევზებს (კონკრეტულ შემთხვევაში, გააჩნია ადამიანის პირად ჰოროსკოპში ტრანზიტული მარსისა და ნატალური მზის დაპირისპირების პერიოდს. რაც ცხადია, ინდივიდუალურია და სხვადასხვა დღეს იქნება)

👉 ასევე რთული იქნება ♊ტყუპებისთვის და ♐მშვილდოსნებისთვის, რადგან მარსი შექმნის კვადრატულ ასპექტებს ამ ნიშნებთან, რაც გაზრდის კრიტიკული დამოკიდებულების და კონფლიქტის ალბათობას

👉 დანარჩენი ნიშნებისთვის შედარებით ნეიტრალური იქნება

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ყველაზე რთული ცოლების რეიტინგი - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ხვალ უკუსვლით მოძრავი იუპიტერი მერწყულის ნიშანში ბრუნდება - რა მიმართულებით იქნება სასიკეთო ძვრები?

ზოდიაქოს ეს ნიშნები აგვისტოში გამდიდრდებიან

წყარო: www.facebook.com


ბიზნესს არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ რა...

7 წუთის წინ

ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე

31 დეკემბერს სუფრაზე აუცილებლად უნდა გვქ...

22 წუთის წინ

ცაგარელი მიხეილი,
ასტროლოგი

„არ მეგონა ამდენი ახსნა თუ დამჭირდებოდა,...

14:10

ჟორჟოლიანი ნანუკა


„ემიგრანტი ვარ! არ ავიცრები! არადა რისთვ...

14:29 პარ. 3 დეკემბერი

ქალი

მამაკაცის ეს 3 ტიპი არასოდეს არ უნდა შეგ...

12:44 შაბ. 4 დეკემბერი

კაცი პულტით ხელში

10 რამ, რისთვისაც საკუთარ თავს მადლობა უ...

14:29 პარ. 3 დეკემბერი

ნამასტე

„საოცრად უხდებით ერთმანეთს“ - ქეთევან ხა...

13:18

ქეთევან ხატიაშვილი

ქეთა თოფურიამ სახლი საახალწლოდ გრანდიოზუ...

10:34

ქეთა თოფურია

„იყავი ბედნიერი სამუდამოდ“ – რა ფოტოს აქ...

10:10

სოფო ნიჟარაძე

„მამა გარდაცვლილი ჰყავდა, დედას იქვე მაღ...

13:46

ბიჭი

ჩამოწერეთ ქაღალდზე ყველაფერი და როცა საა...

12:18

ჰოროსკოპი

დაპირისპირება, სავარაუდოდ, გოგოს გამო და...

11:43

პოლიცია

3 410 ინფიცირება, 46 გარდაცვალება, 4 732...

10:53

კორონა

სანზონაში მოზარდის მკვლელობის ფაქტზე ორი...

10:01

დანაშაული

ვხედავ, ამ წუთას, უფალი როგორ დაეშვა დედ...

01:23

ლელა კაკულია

„მე ვიცი რომ ამ ქვეყანაში სამართალი არ ა...

00:34

კენჭოშვილი ზვიადაური

5 დეკემბრის ამინდის პროგნოზი საქართველოშ...

00:25

პროგნოზი

სანზონაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტა...

23:19 შაბ. 4 დეკემბერი

კრიმინალი-ლენტი