Digest Logo

ლილიტი კუროს ტოვებს - ბოროტი პლანეტა ტყუპებში გადადის - რა უნდა იცოდეთ მომდევნო 9 თვის განმავლობაში

 12:42 შაბ. 3 ივლისი
ლილიტი ტყუპებში

ასტროლოგიის მოყვარულთათვის ასეთი ამბავი გვაქვს - რამდენიმე დღეში ბოროტი პლანეტა ☪ლილიტი ♉კუროს ზოდიაქოს ნიშანს დატოვებს და 9 თვით ♊ტყუპებში გადავა.

ეს მოვლენა ♉კუროებს აქამდე არსებული პრობლემებისაგან გაათავისუფლებს და იმ სფეროებში, რასაც კუროს ზოდიაქოს ნიშანი განაგებს წარმატებული პერიოდი დაიწყება.

მაგალითად - ფინანსური სფერო, ოჯახი, სიყვარული, ერთგულება-სტაბილურობა კიდევ უფრო გამყარდება, გაცილებით უფრო მშვიდი და ჰარმონიული გახდება გარემო ვიდრე აქამდე იყო, თუმცა ♊ტყუპებში გადასვლით პრობლემები შეიქმნება იმ სფეროში, რასაც ეს ზოდიაქოს ნიშანი განაგებს.

კონკრეტულად რას მოიტანს ეს მოვლენა, როგორც პირად ისე გლობალურ დონეზე, ამის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური ვრცელ პოსტს აქვეყნებს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„☪შავი მთვარის (ლილიტის)

ტყუპის ზოდიაქოში გადასვლის შესახებ

(18/07/2021 – 14/04/2022)

☪შავი მთვარე - კარმულ ასტროლოგიას მიეკუთვნება. ასტრონომიული თვალსაზრისით, ეს არის დედამიწიდან მთვარის ორბიტის ყველაზე შორს მყოფი წერტილი.

☪შავი მთვარე ასტროლოგიური თვალსაზრისით, ფიქციური პლანეტაა და მისი ასტროლოგიურ პრაქტიკაში გამოყენება XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ცნობილმა ინგლისელმა ასტროლოგმა სეფარიალმა, იგივე უოლტერ გორი ოლდმა დაიწყო (სეფარიალი საკმაოდ განსწავლული აღმოსავლეთმცოდნე გახლდათ. ის არა მხოლოდ ბრწყინვალე ასტროლოგი და კაბალისტი იყო, არამედ ფლობდა კოპტურ, ასურულ, სანსკრიტულ და ჩინურ ენებსაც).

☪შავი მთვარე - პირად ჰოროსკოპში ეს არის დაგროვილი ნეგატიური ენერგიის რეალიზაცია (გამოვლენა), გაუცნობიერებელი შიში, ფატალური შეცდომა, ცდუნება, მორალური ფასეულობის განადგურება, ილუზია და ნგრევა. თუ მას მეტემფსიქოზის (რეინკარნაციის) კუთხით განვიხილავთ, ეს არის ის ნეგატიური ენერგია („ცოდვა“), რაც ადამიანმა „წინა ცხოვრებაში“ დააგროვა და „ამ ცხოვრებაში“ ხელს უშლის, „აცდუნებს“, რომ ადამიანმა იგივე მოიქმედოს და იგივე არასწორი გზით იაროს.

როდესაც შავი მთვარე ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანში მოძრაობს, ცხადია, ამ დროს „იძენს“ იმ ნიშნის თვისებებს, სადაც იმყოფება.

18 ივლისიდან შავი მთვარე კუროს ნიშნიდან ტყუპებში გადავა და იქ 2022 წლის 14 აპრილამდე დარჩება.

♊ტყუპის ნიშანი - პლანეტა მერკურით იმართება, ამიტომ ზემოთ აღნიშნულ პერიოდში შავი მთვარის სიგნიფიკატორი (მმართველი) სწორედ მერკური ხდება.

კარმული ნეგატიური ენერგია უპირველესად გამოვლინდება ინფორმაციის და ურთიერთობების კუთხით. მოიმატებს ტყუილის, ინფორმაციის არასწორად გადაცემის ან არასწორად გაგების, ჭორების, ინტრიგების, თაღლითობის და ქურდობის (განსაკუთრებით ინფორმაციის ქურდობის) ალბათობა. არ გამოირიცხება ძველი, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება და ამის შედეგად შექმნილი სკანდალი.

ყურადღებას ითხოვს ტრანსპორტი (არა საჰაერო), გადაადგილება და ტვირთების გადაზიდვა. მოიმატებს ავტოავარიების ალბათობა. ამიტომ საჭიროა საგზაო წესების მაქსიმალურად დაცვა.

პირად დონეზე, ეს იქნება ინფორმაციის დროულად და ეფექტიანად ვერ დამუშავება, არასწორი პრიორიტეტების დასახვა და ენერგიის და ყურადღება მიმართვა მეორეხარისხოვანი ინფორმაციისკენ, რასაც შესაძლოა პირველხარისხოვანი ინფორმაციის კარგვა და ვერ გამოყენება მოჰყვეს. ამიტომ საჭიროა ერთმანეთისგან გაიმიჯნოს მთავარი - მეორეხარისხოვანისგან.

მოსალოდნელია ურთიერთობების გართულება, განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, ვისაც ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე ვხვდებით (არა მშობლები). ეს შესაძლოა იყოს და-ძმები, მეზობლები, ახლო ნათესავები, უახლოესი გარემოცვა.

იზრდება იმის ალბათობა, რომ ადამიანმა უნებლიეთ გაამჟღავნოს ისეთი რამ, რამაც მას ან მის ახლობელ ადამიანებს პრობლემები შეუქმნა.

გლობალურ დონეზე, ეს მოსალოდნელია იყოს კიბერ-დანაშაულის მნიშვნელოვანი ზრდა და მასთან ბრძოლა. მოსალოდნელია სწორედ ამ პერიოდში მოხდეს ახალი ინტერნეტ-დანაშაული, ინფორმაციის „გაჟონვა“ და ამას მთელი რიგი პრობლემები მოჰყვეს. კიდევ უფრო განვითარდება საინფორმაციო ომი და ის ბევრად კომპლექსურ ფორმას მიიღებს.

ამ დროს სასურველია:

* მენტალურად არ გადაიღალოთ

* გაარჩიოთ, დაალაგოთ, დაახარისხოთ ინფორმაცია და რაც მთავარია, გამიჯნოთ საჭირო - არასაჭიროსგან

* მშვიდად წარმართოთ ურთიერთობები და მოერიდოთ უახლოეს გარემოცვასთან ძველი პრობლემების გარკვევას

* გაასაიდუმლოოთ ის ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ მოსალოდნელია პრობლემები შეგიქმნათ ან თქვენი წინსვლა დაამუხრუჭოს

* ზუსტად და მკაფიოდ გადასცეთ ხოლმე ინფორმაცია, რათა ადამიანებმა თქვე ბუნდოვანი ან ორაზროვანი სიტყვები სხვანაირად არ გაიგონ

ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით ეს პერიოდი შედარებით რთული და წინააღმდეგობრივი იქნება:

♊ტყუპისთვის

* იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ძლიერად გამოხატული ტყუპის ნიშნის გავლენა აქვს (იქ მდებარეობს ასცენდენტი, მთვარე ან სტელიუმი, ანუ რამდენიმე პლანეტის შეერთება)

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„გირავდება ბინა მესაკუთრეს ცხოვრების უფლებით“ - თუ მსგავსი განცხადება შეგხვდათ და მიმზიდველად გეჩევენებათ, მაშინ აუცილებლად გაეცანით ამ ინფორმაციას

ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს მოხმარება შესაძლოა, აიკრძალოს

„ჩემს სინდისთან უნდა ვიყო მართალი... ამიტომ გაფრთხილებთ“...- დავით გადელია


რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2...

00:42

სასწრაფო დახმარება

ნახეთ, როგორია 25 ივლისის ამინდის პროგნო...

23:49 შაბ. 24 ივლისი

ამინდი

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

23:37 შაბ. 24 ივლისი

ჰოროსკოპი


„ჰამლეტი სხვა ქალისკენ ვერ გავახედეთო?“....

17:34 ხუთ. 22 ივლისი

ჰამლეტ გონაშვილი

ახალი კვლევა: ჭორაობა სოციალურ ცხოვრებას...

19:04 ხუთ. 22 ივლისი

ჭორაობა

„ერთმანეთს ვერ ვიტანდით, მისი მოსვლა არ...

17:34 ხუთ. 22 ივლისი

გივი პაპავა

VIDEO: „ახლაც მეშინია, ამას რომ ვამბობ.....

14:09 შაბ. 24 ივლისი

ნუკი კოშკელიშვილი

ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა სალომე ზურაბი...

19:26 პარ. 23 ივლისი

სალომე ზურაბიშვილი

თაკო ჩხეიძემ თმის ფერი შეიცვალა - ნახეთ,...

14:36 პარ. 23 ივლისი

თაკო ჩხეიძე

„მილანმა“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი შ...

23:29 შაბ. 24 ივლისი

ხვიჩა კვარაცხელია

„მე შენი პირველი ბიჭი ვარ, რომელიც ბავშვ...

23:12 შაბ. 24 ივლისი

მოწყენილი კაცი

მარიამ იმნაძე საქართველოს ოლიმპიურ დელეგ...

22:29 შაბ. 24 ივლისი

მარიამ იმნაძე

„ამათი მართვა და დაგეშვა ხომ ძალიან ადვი...

20:32 შაბ. 24 ივლისი

სააკაშვილი

პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი მკვლელობი...

20:19 შაბ. 24 ივლისი

პროკურატურა: სახელმწიფო
ბიუჯეტს დანაშაულებრივი
ქმედების შედეგად
მიყენებული 850 000 ლარის ზიანი
აუნაზღაურდა

„ავიცერი, მიუხედავად იმისა, რომ ანტისხეუ...

20:18 შაბ. 24 ივლისი

ნანა გეგეჭკორი

VIDEO: „გუშინდელი დღიდან საქართველოში ძა...

19:45 შაბ. 24 ივლისი

ფხაკაძე

აკუსტიკური იარაღის, „სტარტოვკის" გამოყენ...

19:15 შაბ. 24 ივლისი

შსს

ილია მეორემ ოლიმპიური ნაკრების წევრები დ...

17:58 შაბ. 24 ივლისი

ილია მეორე