Digest Logo

ეს ნიშანი ამ კვირის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნიშანია - მიხეილ ცაგარელის რჩევები ზოდიაქოს ნიშნებს

 14:19 სამ. 4 მაისი
ცაგარელი

20 რიცხვამდე მაისის თვეს კურო მართავს - მზე, ვენერა, მერკური და ურანი კუროს ნიშანში იმყოფება.

26 მაისს მთვარის დაბნელება იქნება.

როგორც ასტროლოგმა, მიხეილ ცაგარელმა „კავკასიის“ ეთერში ისაუბრა, 20 მაისიდან - 27 მაისამდე დაძაბული პერიოდი იქნება, ადამიანებში მოიმატებს აგრესია, თუმცა 28 მაისიდან ბიოსფერო უფრო ჰარმონიული გახდება და საერთო ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება.

ასტროლოგმა მაისი თვე 2 ნაწილად დაყო. პირველი ეს არის 8 მაისიდან-20 მაისამდე, რომელიც არის მაისი თვის საუკეთესო პერიოდი, ასევე 28 მაისი შემდგომი პერიოდი, ამ რიცხვიდან შეგიძლიათ უკვე დასახოთ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები.

8 მაისამდე კი საკმაოდ რთული პერიოდია და ასტროლოგი ყველას ურჩევს, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ.

რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, მათი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება:

♈ვერძი - ვერძებისთვის რთული პერიოდია. უმჯობესია ამ კვირაში მეტი დრო დასვნებას დაუთმონ. ენერგოტონუსი კლებულობს, რაც ჯანმრთელობაზე აისახება.

თუმცა ფინანსური კუთხით კარგი პერიოდია.

♉კურო - კვირის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნიშანია. კუროს ზოდიაქოს ნიშანში 4 პლანეტაა, შესაბამისად ენერგოტონუსი მაღალია. ცხოვრებაში წინსვლისთვის საუკეთესო პერიოდია, მაგრამ წყალქვეშა დინებებიც არის, შესაძლოა, თქვენი დაგეგმილი რაღაცეები შეიცვალოს და ამისთვის იყავით მზად.

♊ტყუპები - მათთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია. ენერგოტონუსი მცირდება, ამიტომ შესაძლოა, მარტივად გადაიღალოთ და გაცივდეთ. ამ კვირაში ტყუპებში გაღიზიანებულობა მატულობს.

ფარული მტრები, ჭორები თქვენს მიმართ ბევრი იქნება, ამიტომ ყურადღებით იყავით და ეცადეთ საკუთარი თავი დაიცვათ და ერიდეთ ხალხმრავლობას.

♋კირჩხიბი - მშვიდი პერიოდია თქვენთვის. ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადი და ემოციურად უფრო სტაბილური ხდებით.

თქვენში მატულობს კეთილშობილება. შეიძლება მიიღოთ ახალი შემოთავაზებები სამხურის კუთხით და გაიჩინოთ ახალი სამეგობრო წრე ან ძველი ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე აიყვანოთ.

♌ლომი - ამ კვირაში იღბალი თქვენს მხარეს იქნება. 6-იდან 9 მაისამდე ელოდეთ ფინანსურ შემოსავალს, რომლის მიღების იმედი უკვე დაკარგული გაქვთ. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია ცვლილებები, რაც თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

♍ქალწული - საკმაოდ ჰარმონიული პერიოდია, თქვენ ამ კვირაში იგრძნობთ ძალების მოზღვავებას, ამიტომ ნაკლები ძილი დაგჭირდებათ და მეტი შრომა მოგინდებათ.

საინტერესო იდეები შეიძლება გაგიჩნდეთ, ასევე გექნებათ საშუალება საკუთარი ნიჭი და უნარი უფრო მეტად გამოავლინოთ.

კარგი პერიოდია უცხოელებთან კონტაქტისთვის და უცხო ენების ათვისებებისთვის.

♎სასწორი- მათთვის ურთიერთწინააღმდეგობებით აღსასვე პერიოდი აქვთ. ამ პერიოდში, არ არის გამორიცხული, თანამშრომლებთან მოგიწიოთ კონფლიქტი.

♏მორიელი - კარგი კვირაა თანამშრომლობისთვის, საოჯახო ურთიერთობებისთვის. ამ კვირაში მატულობს თქვენი ინტუიცია, რომელიც გეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.

იმოქმედეთ ფრთხილად და დაკვირვებულად, რათა გახდეთ წარმატებული.

♐მშვილდოსანი - ენერგოტონუსი მცირდება, ამიტომ შეიძლება მარტივად გადაიღალოთ და გაცივდეთ. ამ კვირაში მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარების დრო არ არის.

უმჯობესია ამ კვირაში მეტი დრო დაუთმოთ ახლობლებთან ურთიერთობებს.

♑თხის რქა - ენერგიულია, მათი ენერგოტონუსი მაღალია. ამ პერიოდში წარმატების შანსი მატულობს და ეცადეთ მეტად იაქტუროთ და საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები გამოავლინოთ.

♒მერწყული - ენერგოტონუსი მცირდება, ამიტომ ნუ გადაიღლებით ზედმეტად და სარისკო მოქმედებებს მოერიდეთ. წინა პლანზე ამ კვირაში საოჯახო საქმეები წამოიწევს და უმჯობესია, მეტი დრო დაუთმოთ სწორედ ახლობლებთან ურთიერთობას.

♓თევზები - აღსავსეა ენერგიით, ოპტიმიზმით. ამ პერიოდში ხდებით უფრო კომუნიკაბელურები, გაქვთ მეტი შარმი და მიზიდულობა. კარგი პერიოდია მგზავრობისთვის და მოგზაურობისთვის. ამ პერიოდში შეგიძლიათ იპოვოთ თქვენი სიყვარული. ენერგოტონუსთან ერთად კი მატულობს ინტუიცია.



რომელი ყვავილია თქვენი ზოდიაქოს თილისმა?

46 წუთის წინ

ზოდიაქო

Google 10 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

22:32

Google

ღალატის გამო დანგრეული ოჯახები

21:59

სელებრითები


მეცნიერებმა დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მა...

13:10

დედამიწა

თევზი-ვამპირი დეპრესიისა და შფოთვის მკურ...

13:44

თევზი

მოტყუებით ქორწინება, 17-წლიანი ძალადობა...

13:10

პოლიციის ლენტი

ვის შეუძლია, განსაზღვროს, რომ ე.წ. „ქოუჩ...

17:26

გია მურღულია

„ჩემს თავს უყურებ? ხომ კარგად პრიალებს?...

16:32

ცაგარელი

ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას რომანტ...

15:28

ირაკლი და ლიზა

საქართველოში, შესაძლოა, რეგულაციების შემ...

21:24

პოლიცია, კომენდანტის
საათი

არ შეიძლება არ ითქვას იმ უდიდეს ღვაწლზე,...

20:09

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Digest.ge

ერთ-ერთ უძველეს თეატრს მრავალი ათეული წლ...

19:05

გია აბაშიძე - ანალიტიკოსი

„აქტიურად მიდის მსჯელობა ე.წ. კომენდანტი...

18:59

თამარ გაბუნია

სასიხარულო ამბავია ოზურგეთის თეატრის ახა...

18:58

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი - Digest.ge

ვასილ ჩიგოგიძე: უღრმესი მადლობა ფონდ „ქა...

18:46

ოზურგეთის დრამატული
თეატრის დირექტორი ვასილ
ჩიგოგიძე Digest.ge

თამთა მეგრელიშვილი: ოზურგეთის თეატრი - ქ...

18:43

იურისტი თამთა
მეგრელიშვილი

კახეთში, სკოლის ბოლო ზარზე, ავარია მოხდა...

18:34

საპატრულო პოლიციის ლენტი

დედამიწას 118-მეტრიანი ასტეროიდი უახლოვდ...

18:09

დედამიწა