Digest Logo

დღეიდან, ბედნიერების პლანეტა ადგილს იცვლის - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ეწყებათ სასწაული პერიოდი

 09:58 პარ. 14 მაისი
იუპიტერი თევზებში

დღეს 14 მაისს ბედნიერების პლანეტა იუპიტერი თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადადის და იქ 2 თვე ნახევარი გაჩერდება. ასტროლოგ ხათუნა ნოელის თქმით, ეს მოვლენა დადებითად იმოქმედებს თევზებზე, კუროსა და თხის რქაზე, აგრეთვე წარმატების შანსები გაეზრდებათ მორიელსა და კირჩხიბსაც.

ამასთან ასტროლოგი ადამიანებს აფრთხილებს, რომ მოიმატებს, თაღლითობისა და ტყუილების თქმის ალბათობა.

„14 მაისს ბედნიერების პლანეტად წოდებული იუპიტერი თევზების ზოდიაქოში გადადის. თუმცა ის აქ მხოლოდ 28 ივლისამდე დარჩება, შემდგომ კი უკუსვლითი მოძრაობით ისევ მერწყულს დაუბრუნდება.

საბოლოოდ იუპიტერი თევზების ნიშანში 2021 წლის მიწურულს, 29 დეკემბერს გადაინაცვლებს, და მომდევნო წლის თითქმის მთელ პერიოდს უკვე თევზების ტერიტორიაზე გაატარებს.

ეს ორთვე-ნახევარი, იუპიტერის პირველი ვიზიტი თევზების ნიშანში დიდი კონცერტის წინ ჩატარებულ გენერალურ რეპეტიციას წააგავს. მოვლენები, რომლებიც ახლა, ამ შემჭიდროებულ ვადებში გამოავლენენ თავს, სრული სცენარით უკვე 2022-ში განვითარდებიან.

იუპიტერი თევზების ზოდიაქოს თანამმართველად ითვლება, ანუ ის ამ ნიშანში ძალიან ბუნებრივად გრძნობს თავს, თუმცა რა თქმა უნდა მაინც საკმარისად განსხვავებულია იმისაგან, რასაც მშვილდოსანში იძლევა.

თევზების სიმბოლო ალბათ ყველას გახსოვთ-ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი თევზი, რომელთაგან ერთი მაღალ იდეალებს და სულიერებას განასახიერებს, მეორე კი ილუზიებს, სიცრუეს და დეგრადაციას.

აქ მოხვედრილი იუპიტერი თანაბარ შესაძლებლობას იძლევა როგორც ერთი, ისე მეორე მხარისათვის მახასიათებელი თვისებების გამოვლენისათვის. ძალიან ბევრი იქნება პიროვნებაზე , ინდივიდზე დამოკიდებული, თუ რას აირჩევს თავად, სულიერების გზას, თუ სიცრუისა და თვითმოტყუების მორევში ჩაძირვას.

საბედნიეროდ თევზებში თავისი ტრანზიტის დროს იუპიტერი არ აკეთებს დაძაბულ ასპექტებს არცერთ ნელა მოძრავ პლანეტასთან, რაც ხანგრძლივ პერსპექტივაში ნეგატიური ფონის შექმნას შეუწყობდა ხელს. თევზებში მისმა გადასვლამ შესაძლოა დროებით მაინც შეამსუბუქოს უცხოეთთან მიმოსვლის პრობლემები. შესაძლოა კიდევ ერთი ახალი ვაქცინა შეიქმნას, სავარაუდოდ, აქამდე არსებულებზე ბევრად უკეთესი. გაიზრდება ქველმოქმედების და ურთიერთდახმარების სურვილი.. შემოქმედი ადამიანებისთვის მშვენიერი დრო იქნება მუზებთან საჩურჩულოდ. ხელსაყრელი პერიოდი ექნებათ მათაც, ვინც ეზოთერიაში მუშაობს.

თუმცა როგორც უკვე ვახსენეთ, თევზებს ორი სახე აქვს და მეორე თევზი თავისი საკმაოდ არასასურველი სცენარით შეეცდება გავლენა მოახდინოს მოვლენათა სვლაზე-წამოვა ცილისწამებები, უერთიერთბრალდებები, ხშირად სრულიად დაუსაბუთებელი. სააშკარაოზე გამოფენენ ბევრ სამარცხვინო და საჩოთირო ამბავს, ფარდა აეხდება საიდუმლოებებს, ძალიან ბევრი ადამიანი ღალატის საშიშროების წინაშე დადგება, რელიგიურ თემებში არეულობები წამოვა, შესაძლოა ფანატიზმის გამოვლინებებიც ვიხილოთ. მომრავლებიან სხვადასხვა ჯურის ყალბისმქმნელები, მაქინატორები, თაღლითები, აფერისტები... ასეთი სცენარის ალბათობას ხელს მზისა და ლილიტის შეერთებამ შეიძლება შეუწყოს ხელი, რომელიც იუპიტერის გადასვლას ემთხვევა. მზე ხელისუფლებაა მუნდეანურ ასტროლოგიაში, და ლილიტი კი ცდუნება, რა ცდუნებები ექნება კონკრეტულად ჩვენს ხელისუფლებას და რა ფარულ გარიგებებს აეხდება ფარდა, ამის მომსწრენი ჩვენ ყველანი ერთად გავხდებით.

იუპიტერის გავლენას თავის თავზე იგრძნობენ ის ადამიანები, ვისაც თევზების პირველ 3 გრადუსზე პლანეტები და რუკის მნიშვნელოვანი წერტილები ჰყავთ, მათ შესაძლებლობა მიეცემათ გახდნენ უკეთესები, უფრო სრულყოფილები, კეთილისმყოფელი იქნება ეს ტრანზიტი თხის რქებისთვის და კუროებისთვის ( აქაც 1-3 გრასუსები), საკმაოდ კარგ შანსებს მისცემს კირჩხიბებსაც და მორიელებსაც. პრობლემური შეიძლება აღმოჩნდეს ქალწულებისათვის, მშვილდოსნებია და ტყუპების 0-3 გრადუსებზე პლანეტების მქონე ადამიანებისათვის. მათ სიფრთხილემართებთ, რომ რაიმე ხათაბალაში არ გაჰყონ თავი. დანარჩენი ნიშნებისთვის ეს ორთვენსახევარი იუპიტერის ზეგავლენა ნეიტრალური იქნება“, - წერს ასტროლოგი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ამ ნიშნის კაცები ვერ იტანენ თავდაუჯერებელ ქალებს“ - რა სურთ კაცებს

„ეს ყველაზე მძიმე დღეა მაისში“ - ვის აფრთხილებს მიხეილ ცაგარელი

შეიძლება თუ არა მაისში დაქორწინება? - მიხეილ ცაგარელის პასუხი


„მიყვარდა და იმიტომ მოვკალი“- ყოფილ ცოლს...

6 წუთის წინ

უბედური- შემთხვევა

„როგორ არ უნდა გადაირიო და გაცოცხლდე!“ -...

9 წუთის წინ

თინა ხიდაშელი

VIDEO: ვახო მეგრელიშვილის მიერ შესრულებუ...

35 წუთის წინ

ვახო მეგრელიშვილი


ამ მარტივი ხრიკის წყალობით კოღოები ასობი...

14:23 სამ. 22 ივნისი

კოღო

„ჩემმა ძმამ ძალადობა 8-9 წლიდან დაიწყო.....

11:05

ლენტი ავარია

„მოსაწევი მოვწიე, გავითიშე და ამ დროს გა...

14:23 სამ. 22 ივნისი

ძალადობა

„ასე ძალიან რომ გიყვარდა, იმ გზამ როგორ...

39 წუთის წინ

ზურა ბაკურაძე

შიშველი ფოტოსესია, გარეპილი 10 მცნება, დ...

15:39

პაატა თედიაშვილი

„საოცნებო მამაკაცი მთელს გალაქტიკაში და...

13:41

ნინი გოგიჩაიშვილი

„ქართული ხმების“ სოლისტი ზურა ბაკურაძე გ...

15:06

ზურა ბაკურაძე

არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქ...

14:58

პროკურატურის ლოგო

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი გ...

14:28

გუჩა კვარაცხელია

საქართველოს ბანკში ფულად გზავნილებზე გან...

14:01

რეკლამა

ვინ არის ახალგაზრდა კაცი, რომელმაც 50 წლ...

13:51

კაცი

არასრულწლოვნების ვაქცინაცია იწყება შვედე...

13:32

ვაქცინა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველ...

13:07

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Digest.ge

სად არის ბადრი ესებუა? - შინაგან საქმეთა...

12:57

შსმინისტრი და ესებუა

ქალთა მოძრაობის საგანგებო განცხადება

12:53

ქალთა მოძრაობა