Digest Logo

„ამ წელიწადს დაიბადებიან ისეთი ბავშვები, რომლებიც წესით, არ უნდა დაბადებულიყვნენ“ - 2022 წლის პროგნოზი სოფიო ბზეკალავასაგან

 12:28 ოთხ. 1 დეკემბერი, 2021 წელი
ასტროლოგი სოფია
ბზეკალავა

ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ მომავალ 2022 წლის მთავარი ტენდენციების შესახებ „ფორტუნასთან“ ისაუბრა. მისი თქმით, მომავალი წლის მთავარი გამოწვევა სიყვარული და ფინანსები იქნება.

2022 წელი ვენერიანული წელია და ის არის ფულისა და სიყვარულის წელიწადი. მთავარი აქცენტი იქნება პირადი ურთიერთობებისა და ფინანსების თემები. რაც შეეხება სიყვარულს – ვენერა თხის რქაში გადადის, გარკვეული წყვილები დაიშლება, გარკვეული წყვილები კი დიდი ხნის განმავლობაში შეძლებს მყარი ურთიერთობების შენებას. ახლა უკვე დაწყებულია ეს პერიოდი, მაგრამ 2022 წელს უფრო გაძლიერდება.

პროფესიებისადმი მოთხოვნები შეიცვლება – ახალი პროფესიების ერა დგება. ბოლო პერიოდში იყო ტრენდული მოკლევადიანი კურსები ქოუჩინგი, ტრენინგები, რადგან ტყუპი იყო აღმავალი კვანძი. ეს კი იცვლება იანვრიდან და კუროს ნიშანი ამოდის ზემოთ, ამიტომ ქალების ენერგია, მათი კონსოლიდაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. მამაკცებს უახლოესი ორი წლის განმავლობაში, ძირითადად, ფსიქოლოგიურად, ძალიან უჭირთ. კაცობრიობის ძლიერ ნაწილს უჭირს, ამიტომ ქალების მხარდაჭერა, ქალური ენერგია წინ უნდა წამოვიდეს.

ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდება სახელოვნებო სფეროზე, გართობაზე, მუსიკაზე. იმაზე, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, აღარ იყო. ვერსად წახვალ, მუსიკას ვერ მოუსმენ, გასართობი გადაცემებიც თითქოს აღარ არის. ამისი შიმშილი გაჩნდება და ნელ-ნელა ეს სფერო წინ წამოიწევს.

2022 წლის განმავლობაში რაღაც ქვეყნებში საზღვრები გაიხსნება, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ პირბადეს მოვიხსნით. სიფრთხილე, რაც ამ ორა წელმა მოგვცა, კიდევ უნდა გამოვიყენოთ.

ახლა მოდის ვეფხვის წელიწადი, ზოგი ლურჯს ეძახის, ზოგი – შავს. მუქ ლურჯში გარდამავალი შავია. ვეფხვის პრინტთან ერთად, ეს ფერები იქნება ძალიან მოდური შემდეგ წელს. ვეფხვი საერთოდ არის ძალიან ჭკვიანი და ფრთხილი. ხარი პირდაპირ რქებით აწვება, ვირთხა ხომ სულ იმალება და რაღაცებს ხლართავს, ვეფხვი კი ჭკვიანია. დაფასდება ყველა ის ადამიანი, ვისაც შეუძლია, თანმიმდევრულად დაგეგმოს სტრატეგიულად საქმე და შემდეგ წარუდგინოს საზოგადოებას, ვისაც აყალ-მაყალისკენ არ აქვს მიდრეკილება, გააჩნია გამჭრიახობა, მეტ-ნაკლები დიპლომატიურობა. ვეფხვი არ არის ტიპი, ვინც ვინმეს დაემორჩილება. იტოვებს თავისუფლებას, ამიტომაცაა ეს წელიწადი ხელოვანებისთვის, რადგან ისინი თავისუფალი ხალხია.

2022 წელი უფრო უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე წლევანდელი, მაგრამ ასტროლოგები ველოდებით პლანეტების აღლუმს, აპრილიდან ივლისის დასაწყისამდე. იგივე იყო 2020 წელს, მაგრამ მაშინ აღლუმი იყო თხის რქაში, ახლა მერწყულსა და თევზებში იქნება, ამიტომ ასტროლოგები დიდ ქვეყნებში წყალდიდობებსა და მაგნიტურ ქარიშხლებს ელოდებიან. შეიძლება, ელექტროტექნიკა გამოვიდეს წყობიდან. სანამ კორონა იქნებოდა, პროგნოზირება ძალიან რთული იყო. ეპიდემიას არ ელოდნენ, უფრო მეტად – სატახტო თამაშებს… ახლა პოლიტიკური კუთხით პერიოდულად იქნება ამოფრქვევები.

2022 წელი ბევრი ადამიანისთვის სტრესული წელი იქნება, განსაკუთრებით აპრილის მერე, რადგან ემოციური იქნება. ქალების ბიზნესი კარგად განვითარდება, მაგრამ მეორე მხრივ, ყველაზე მეტად ისინი იჩხუბებენ ერთმანეთთან. მთავარი თემა ხომ ფული და სიყვარულია, თუკი ამ სფეროებში მერკანტილური დამოკიდებულება გამოიკვეთება და სამკუთხედები, აქ ჩხუბს ვერ ავცდებით. ამ წელიწადს დაიბადებიან ისეთი ბავშვები, რომლებიც წესით, არ უნდა დაბადებულიყვნენ“, - ამბობს ბზეკალავა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ლევან ნიკოლეიშვილი: სააკაშვილმა მკერდით „მხატვრის“ ამ „შედევრში“ რომ ბიუჯეტის ფული გადაიხადა და „ნაცები“ რომ საქმეს მაინც პიჯაკების საქმეს ეძახით, მაგ უტიფრობაში გენაცვალეთ ყველას!

🔵„80 გარდაცვლილი დღეში და ვითომ არაფერი ისეთი არ ხდება, რაზედაც უნდა იყოს ყველაზე დიდი განგაში...“ - მერაბ სეფაშვილი

🔵დღეს ნეპტუნი დირექტიული ხდება - რას გვიმზადებს დღეიდან კოსმოსი

წყარო: fortuna.ge


ლევან ნიკოლეიშვილი თენგო გოგოტიშვილზე: ს...

6 წუთის წინ

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Digest.ge

დავით ქართველიშვილი ინგა გრიგოლიას: მაში...

10 წუთის წინ

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი

„ურუსკესი“ - ელენის შოუს ოფიციალური ანალ...

38 წუთის წინ

რუსკა მაყაშვილი


შოთა არველაძე „ჰალ სიტის“ მწვრთნელი გახდ...

14:57 ოთხ. 26 იანვარი

შოთა არველაძე „ჰალ სიტის“
მწვრთნელი გახდა

VIDEO: „საყვარელ მამაკაცს ღალატს ვაპატიე...

19:59 ხუთ. 27 იანვარი

თათია თექთურმანიძე

„უკრაინის პრეზიდენტს ვუთხარი, ჩემს მემუა...

14:57 ოთხ. 26 იანვარი

საქართველოს ყოფილი
პრეზიდენტი

VIDEO: ანნა სულაბერიძე 2 წლის გახდა - რო...

19:03

ანა სულაბეიძე

„ეს ჭკუასუსტი ღამურა ვისი სახელით საუბრო...

18:06

ჩერგოლეიშვილი და გიგი
უგულავა

„კატეგორიულად არ გაქვთ ამის თქმის უფლება...

16:12

ცერცვაძე და ივერი

„არცერთი ავადმყოფი არ დაზარალებულა ჟანგბ...

21:22

ინფექციონისტი
ეპიდვითარებაზე

მაია ბითაძე: ტყის დროებით სარგებლობაში გ...

20:02

საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი მაია
ბითაძე

ვიქტორ ყიფიანი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლ...

19:22

ვიქტორ ყიფიანი

დავით მათიკაშვილი: აუქციონი ჩატარდა, იყო...

19:15

უმრავლესობის წევრი დავით
მათიკაშვილი

ნანა კაკაბაძე: „ნაციონალებო“, თქვე უტიფრ...

19:12

არასამთავრობო
ორგანიზაცია „ყოფილი
პოლიტპატიმრები ადამიანის
უფლებებისთვის“
ხელმძღვანელი ნანა
კაკაბაძე

22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის აქა...

19:01

ნიკო კვარაცხელია

ასეთი ფაქტი ბუნებაში არ არსებობს და ეს ა...

18:47

ბორჯომის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
დავით ზაალიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი: პრემიერის მეუღლეს აუ...

18:36

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Pia.ge

ნინო ფოჩხუა: კარგად იციან ხაბეიშვილმა და...

18:31

ფეისბუკმომხმარებელი ნინო
ფოჩხუა